პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აგ­ვის­ტოს ნო­მე­რი #8(104), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

გე­ნე­რალ მა­ყაშ­ვი­ლის თავ­და­დე­ბა

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა თა­ვი­სი დიდ­მპყრობ­ლუ­რი ფრთა კავ­კა­სი­ას გად­მო­ა­ფა­რა, ქარ­თვე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბას რუ­სეთ­ში იღებ­და და ვალ­დე­ბუ­ლი იყო, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი იქვე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მათი ნა­წი­ლი სამ­შობ­ლო­ში არც დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. თუმ­ცა, გუ­ლან­თე­ბულ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს არ შე­ეძ­ლოთ გულ­გრი­ლად ეც­ქი­რათ, რო­გორ იბ­რძო­და მათი ქვე­ყა­ნა უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და უცხო მხა­რის დი­დე­ბის­თვის ბრძო­ლას სამ­შობ­ლოს­თვის თავ­გან­წირ­ვა ერ­ჩი­ათ.

რუ­სე­თის არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა აბელ (ბალო) მა­ყაშ­ვილ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ია­პო­ნი­ას­თან ომი­სას, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს იგი და­სავ­ლე­თის ფრონტზე იბ­რძო­და. მისი თავ­და­დე­ბა არა­ერ­თი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თია აღ­ნიშ­ნუ­ლი. სამ­შობ­ლო­ში გე­ნე­რა­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე დაბ­რუნ­და და მალე ახალ­ცი­ხის მაზ­რის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ი­კა­ვა. აქ თავ­მოყ­რი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი გე­ნე­რალ ბალო მა­ყაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

1918 წლის მუდ­რო­სის ზა­ვით, თურ­ქეთ­მა თა­ვი­სი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი ბა­თუ­მი­დან გა­იყ­ვა­ნა და მისი ად­გი­ლი ქარ­თულ­მა არ­მი­ამ და­ი­კა­ვა. თურ­ქე­თი მა­ინც ცდი­ლობ­და გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. სა­ა­მი­სოდ სა­ი­მე­დო და­საყ­რდენს წარ­მო­ად­გენ­და სერ­ვერ ბეგ ათა­ბა­გი. 1918 წლის 3 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ოს­მა­ლეთს შო­რის და­დე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თურ­ქე­თის ჯა­რებ­მა ახალ­ცი­ხი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რე­ბი და­ტო­ვეს. დაც­ლი­ლი მაზ­რე­ბის და­კა­ვე­ბა და იქ წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა კვლავ ბალო მა­ყაშ­ვილს და­ე­ვა­ლა. 4 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­ზე მი­ღე­ბულ ტე­ლეგ­რა­მა­ში ნათ­ქვა­მია: "ღე­ნე­რალ მა­ყაშ­ვი­ლის ნა­წი­ლი უკვე შე­ვი­და ახალ­ცი­ხი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რებ­ში. მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი აღ­ტა­ცე­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბა..."

რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა 1917 წლის გა­ზა­ფხულ­ზე

ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბის ის­ტო­რია ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გო­რიც თვით ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ათას­წლე­ულ­თა სიღ­რმი­დან იღებს... 1914 წელს ჟე­ნე­ვა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და «სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი" (იგი­ვე დამ­კო­მი), რო­მე­ლიც I მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ბერ­ლინ­ში გა­და­ვი­და. კო­მი­ტეტ­მა სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

მო­ქან­და­კე ია­კობ ნი­კო­ლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი სამ­ფე­რო­ვა­ნი (შავი, თეთ­რი და შინ­დის­ფე­რი) დრო­შა, 1917 წლის 19 ნო­ემ­ბერს აფ­რი­ალ­და, როცა თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს პირ­ვე­ლი ყრი­ლო­ბა გა­იხ­სნა. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ეს დრო­შა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შად იქცა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე, 1-ლ მა­ისს, გა­ცე­მუ­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტს თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­უ­ჯილ­დო­ე­ბია გრა­ფი ფრიდ­რიხ-ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი. სა­ბუთ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნის ორი­ვე მხრი­დან აღ­მარ­თუ­ლია დრო­შა - წი­თე­ლი (შინ­დის­ფე­რი) და შავი ჰო­რი­ზონ­ტუ­ლი ზო­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ის­მის კი­თხვა, რა­ტომ იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ფე­რე­ბი?

"ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში", რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­საც ასა­ხავს, ვკი­თხუ­ლობთ: «ავ­მარ­თე დრო­შა მე­ფი­სა, / ალ­მი­თა წი­თელ-შა­ვი­თა». პრო­ფე­სო­რე­ბი აპო­ლონ სი­ლა­გა­ძე და გოჩა ჯა­ფა­რი­ძე 20 წლის წინ გა­მო­ცე­მულ თა­ვი­ანთ ბრო­შუ­რა­ში წერ­დნენ: «დრო­შე­ბი ფერ­თა ასე­თი შე­ხა­მე­ბით არ არ­სე­ბობ­და ჩვენს მე­ზო­ბელ არც ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში, არც ბი­ზან­ტი­ა­ში. ამ­ჯე­რად არა აქვს პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მო­ტა­ნი­ლი სტრი­ქო­ნი რუს­თვე­ლუ­რია, თუ ჩა­ნა­მა­ტი, - ორ­სა­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ შავი ფერი ალამ­ზე, წით­ლის გვერ­დით, სუ­ლაც არ არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მი­უ­ღე­ბე­ლი».

ღმერ­თი და მეფე

მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღვთა­ებ­რი­ო­ბის კონ­ცეფ­ცია ქრის­ტი­ა­ნო­ბის წი­აღ­ში ჩა­ი­სა­ხა. ამ იდე­ის ფეს­ვე­ბი ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის წიგ­ნებ­შია. თუმ­ცა, როცა ან­ტი­კუ­რი წარ­მარ­თო­ბის გავ­ლე­ნით რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა თავი ღმერ­თად გა­მო­ა­ცხა­და, მორ­წმუ­ნე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი იყო. ქრის­ტი­ან­თათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მე­ფის ღმერ­თად აღი­ა­რე­ბა და მისი კულ­ტად ქცე­ვა, იმავდრო­უ­ლად, მორ­წმუ­ნე­ნი ხაზს უს­ვამ­დნენ უზე­ნა­ე­სი სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

იმ­პე­რა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­ნე I-მა (306-337) მი­ლა­ნის ედიქ­ტით ქრის­ტი­ან­თა დევ­ნა აკ­რძა­ლა, ხელი შე­უ­წყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის, რო­გორც და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის გან­მტკი­ცე­ბას და ეს ფაქ­ტი საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მოჩ­ნდა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, დევ­ნი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის ტი­ტუ­ლი ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნულ ქმე­დე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა იმა­ვე იმ­პე­რა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტში ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლი და შემ­წე და­ი­ნა­ხეს. წარ­მარ­თი იმ­პე­რა­ტო­რი ქრის­ტი­ან ხე­ლი­სუფ­ლად გა­და­იქ­ცა. ამ ცვლი­ლე­ბას სა­ხელ­წო­დე­ბაც მი­უ­სა­და­გეს: “ღმერ­თი იმ­პე­რა­ტო­რი­დან - ღვთის ნე­ბით იმ­პე­რა­ტო­რამ­დე”.

ქრის­ტი­ან­თათ­ვის სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­და არა მარ­ტო ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი, არა­მედ ნა­კურ­თხიც. თუკი აქამ­დე იმ­პე­რა­ტო­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მორ­ჩი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ახლა ადა­მი­ა­ნებს იმ­პე­რა­ტო­რი სი­ხა­რუ­ლით უნდა მი­ე­ღოთ, ჰყვა­რე­ბო­დათ, რო­გორც ღვთის­გან მოვ­ლე­ნი­ლი წყა­ლო­ბა ეკ­ლე­სი­ის, სარ­წმუ­ნო­ე­ბის და­სა­ცა­ვად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

IV-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ერ­თოდ უზე­ნა­ე­სი სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ნარ­ქი უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია. მეფე იქ­ცე­ვა ღვთის ნე­ბის აშ­კა­რა, ხი­ლულ გა­მოვ­ლი­ნე­ბად. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­ცა და წმინ­და მა­მე­ბიც უკვე ქა­და­გებ­დნენ და აყა­ლი­ბებ­დნენ მო­ნარ­ქის ინ­სტი­ტუ­ტის ღვთის­გან წარ­მო­მავ­ლო­ბის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს...

თე­ლო­ვა­ნის ჯვა­რი­პა­ტი­ო­სა­ნი: ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძი­ე­ბის ხა­ნის (VII-IX სს.) ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში ქარ­თლის გულ­ში

სო­ფელ ქსოვ­რი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, ნა­ქა­ლა­ქარ თე­ლო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია მრა­ვალ­მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგლი - ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ე.წ გარ­და­მა­ვა­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხა­ნი­სა. გან­მარ­ტო­ე­ბით, უკაც­რი­ელ მინ­დორ­ში მდგო­მი, რი­ყი­სა და ში­რი­მის ქვით ნა­გე­ბი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი შო­რი­დან­ვე იტა­ცებს თვალს და თა­ვის­თან იხ­მობს არა მარ­ტო მომ­ლოც­ვე­ლებს, არა­მედ მოყ­ვა­რულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ხე­ლოვ­ნე­ბის მოტრფი­ა­ლე­ებს. უპირ­ვე­ლე­სად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი იერ­სა­ხე. თე­ლო­ვა­ნის ჯვა­რი­პა­ტი­ოს­ნის ეკ­ლე­სია VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. ტაძ­რის გუმ­ბა­თი გა­რე­დან შემ­კუ­ლია თა­ღე­დით, რაც ქარ­თულ ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­ში პირ­ველ შემ­თხვე­ვად არის მიჩ­ნე­უ­ლი. გუმ­ბათ­ში და­ტა­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე წრი­უ­ლი სარ­კმე­ლი, რომ­ლე­ბი­თაც შიდა სივ­რცე და­მა­ტე­ბით არის გა­ნა­თე­ბუ­ლი. ამ­გვა­რი სარ­კმლე­ბი უფრო ადრე მხო­ლოდ წრომ­ში გვხვდე­ბა. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის გარ­და, თე­ლო­ვა­ნის ტაძ­რის კომ­პო­ზი­ცი­ურ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას დახ­ვე­წი­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი მორ­თუ­ლო­ბე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბებს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ჩი­ნე­თის სა­გან­ძურს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. მი­თა­ნის იდუ­მა­ლი იმ­პე­რი­ის ქა­ლაქს ტიგ­რო­სი მა­ლავ­და
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. პირ­ვე­ლი ჰომო სა­პი­ენ­სი ევ­რო­პა­ში?!
  • ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი. ჰა­ი­რი ჰა­ი­რი­ოღ­ლუ: “ჩემი სურ­ვი­ლია, და­ვა­ნახ­ვო თურ­ქეთს სა­ქარ­თვე­ლო”
  • სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლე­ბი. «დე­და­თა სა­კი­თხი» სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში
  • უფ­ლის­წუ­ლი, რო­მელ­საც და­ვით გუ­რა­მიშ­ვილ­მა «და­ვი­თი­ა­ნი» მი­ა­ბა­რა
  • სა­ე­რო სას­ჯე­ლე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო­ში (XI-XIII სს.) / «უსა­მარ­თლოდ გი­ნე­ბის­თვის» დამ­ნა­შა­ვე 10 ათა­სი თეთ­რის გა­დახ­დით ის­ჯე­ბო­და...
  • ყა­ჩა­ღო­ბის ის­ტო­რი­ი­დან. რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი ყა­ჩა­ღად გა­ვარ­დნი­ლი თა­ვა­დის ცხოვ­რე­ბი­დან
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი
  • აგ­ვის­ტოს ომის ექო. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა!..
  • პერ­სო­ნა. გრი­გოლ წე­რე­თე­ლი - დიდი ელი­ნის­ტი და პა­პი­რო­ლო­გი
  • თეთ­რი მო­ნო­ბა. ევ­რო­პე­ლე­ბი მო­ნათ­ვა­ჭარ­თა ჯურღმუ­ლებ­ში
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. ვინ იყო ლი ჰარ­ვი ოს­ვალ­დი (და­სას­რუ­ლი)
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომერი #8(104), რომელშიც წაიკითხავთ:

გენერალ მაყაშვილის თავდადება

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი დიდმპყრობლური ფრთა კავკასიას გადმოაფარა, ქართველი თავადაზნაურობა სამხედრო განათლებას რუსეთში იღებდა და ვალდებული იყო, სამხედრო სამსახური იქვე გაეგრძელებინა. მათი ნაწილი სამშობლოში არც დაბრუნებულა. თუმცა, გულანთებულ მამულიშვილებს არ შეეძლოთ გულგრილად ეცქირათ, როგორ იბრძოდა მათი ქვეყანა უთანასწორო ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის და უცხო მხარის დიდებისთვის ბრძოლას სამშობლოსთვის თავგანწირვა ერჩიათ.

რუსეთის არმიის გენერალმა აბელ (ბალო) მაყაშვილმა თავი გამოიჩინა იაპონიასთან ომისას, პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა. მისი თავდადება არაერთი უმაღლესი ჯილდოთია აღნიშნული. სამშობლოში გენერალი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაბრუნდა და მალე ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორის პოსტი დაიკავა. აქ თავმოყრილი იყო საქართველოს სამხედრო ნაწილები გენერალ ბალო მაყაშვილის ხელმძღვანელობით.

1918 წლის მუდროსის ზავით, თურქეთმა თავისი ჯარის ნაწილები ბათუმიდან გაიყვანა და მისი ადგილი ქართულმა არმიამ დაიკავა. თურქეთი მაინც ცდილობდა გავლენის შენარჩუნებას. საამისოდ საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა სერვერ ბეგ ათაბაგი. 1918 წლის 3 დეკემბერს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, თურქეთის ჯარებმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები დატოვეს. დაცლილი მაზრების დაკავება და იქ წესრიგის დამყარება კვლავ ბალო მაყაშვილს დაევალა. 4 დეკემბერს საქართველოს სამხედრო სამინისტროს სახელზე მიღებულ ტელეგრამაში ნათქვამია: "ღენერალ მაყაშვილის ნაწილი უკვე შევიდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. მოსახლეობა დიდი აღტაცებითა და სიხარულით ეგებება..."

როგორ წარმოედგინათ საქართველოს დროშა 1917 წლის გაზაფხულზე

ქართული დროშების ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც თვით ქართველი ერის ისტორია, რომელიც სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს... 1914 წელს ჟენევაში ჩამოყალიბდა «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" (იგივე დამკომი), რომელიც I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბერლინში გადავიდა. კომიტეტმა საჯარისო შენაერთი "ქართული ლეგიონი" ჩამოაყალიბა.

მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი სამფეროვანი (შავი, თეთრი და შინდისფერი) დროშა, 1917 წლის 19 ნოემბერს აფრიალდა, როცა თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი ყრილობა გაიხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ ეს დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად იქცა.

საგულისხმოა, რომ ნახევარი წლით ადრე, 1-ლ მაისს, გაცემულია ოფიციალური დოკუმენტი - საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს თამარ მეფის ორდენით დაუჯილდოებია გრაფი ფრიდრიხ-ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. საბუთზე გამოსახული თამარ მეფის ორდენის ორივე მხრიდან აღმართულია დროშა - წითელი (შინდისფერი) და შავი ჰორიზონტული ზოლებით. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ იყო მაინცდამაინც ეს ფერები?

"ვეფხისტყაოსანში", რომელიც გარკვეულწილად ქართულ სინამდვილესაც ასახავს, ვკითხულობთ: «ავმართე დროშა მეფისა, / ალმითა წითელ-შავითა». პროფესორები აპოლონ სილაგაძე და გოჩა ჯაფარიძე 20 წლის წინ გამოცემულ თავიანთ ბროშურაში წერდნენ: «დროშები ფერთა ასეთი შეხამებით არ არსებობდა ჩვენს მეზობელ არც ისლამურ სამყაროში, არც ბიზანტიაში. ამჯერად არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მოტანილი სტრიქონი რუსთველურია, თუ ჩანამატი, - ორსავე შემთხვევაში საქართველოში არსებობდა ტრადიცია, რომ შავი ფერი ალამზე, წითლის გვერდით, სულაც არ არის არაჩვეულებრივი და მიუღებელი».

ღმერთი და მეფე

მეფის ხელისუფლების ღვთაებრიობის კონცეფცია ქრისტიანობის წიაღში ჩაისახა. ამ იდეის ფესვები ძველი და ახალი აღთქმის წიგნებშია. თუმცა, როცა ანტიკური წარმართობის გავლენით რომის იმპერატორმა თავი ღმერთად გამოაცხადა, მორწმუნეთა დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითი იყო. ქრისტიანთათვის მიუღებელი იყო მეფის ღმერთად აღიარება და მისი კულტად ქცევა, იმავდროულად, მორწმუნენი ხაზს უსვამდნენ უზენაესი საერო ხელისუფლებისადმი მორჩილების აუცილებლობას.

იმპერატორმა კონსტანტინე I-მა (306-337) მილანის ედიქტით ქრისტიანთა დევნა აკრძალა, ხელი შეუწყო ქრისტიანობის, როგორც დაწინაურებული რელიგიის განმტკიცებას და ეს ფაქტი საკვანძო მნიშვნელობის აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში, დევნილი ქრისტიანებისთვის რომის იმპერატორის ტიტული ანტიქრისტიანულ ქმედებებთან ასოცირდებოდა, მაგრამ ახლა იმავე იმპერატორის ინსტიტუტში ეკლესიის მფარველი და შემწე დაინახეს. წარმართი იმპერატორი ქრისტიან ხელისუფლად გადაიქცა. ამ ცვლილებას სახელწოდებაც მიუსადაგეს: “ღმერთი იმპერატორიდან - ღვთის ნებით იმპერატორამდე”.

ქრისტიანთათვის საერო ხელისუფლება გახდა არა მარტო ღვთისგან დადგენილი, არამედ ნაკურთხიც. თუკი აქამდე იმპერატორისადმი დამოკიდებულება მორჩილებით შემოიფარგლებოდა, ახლა ადამიანებს იმპერატორი სიხარულით უნდა მიეღოთ, ჰყვარებოდათ, როგორც ღვთისგან მოვლენილი წყალობა ეკლესიის, სარწმუნოების დასაცავად და გასაძლიერებლად.

IV-IX საუკუნეების ევროპაში ჩამოყალიბდა საერთოდ უზენაესი საერო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც მონარქი უკვე განსაკუთრებული მადლის მატარებელია. მეფე იქცევა ღვთის ნების აშკარა, ხილულ გამოვლინებად. სასულიერო პირებიცა და წმინდა მამებიც უკვე ქადაგებდნენ და აყალიბებდნენ მონარქის ინსტიტუტის ღვთისგან წარმომავლობის მთავარ პრინციპებს...

თელოვანის ჯვარიპატიოსანი: ქართული ხუროთმოძღვრების ძიების ხანის (VII-IX სს.) ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ქართლის გულში

სოფელ ქსოვრისის აღმოსავლეთით, ნაქალაქარ თელოვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია მრავალმხრივ გამორჩეული ძეგლი - ქართული ხელოვნების ისტორიის ე.წ გარდამავალი შუა საუკუნეების ხანისა. განმარტოებით, უკაცრიელ მინდორში მდგომი, რიყისა და შირიმის ქვით ნაგები გუმბათოვანი ტაძარი შორიდანვე იტაცებს თვალს და თავისთან იხმობს არა მარტო მომლოცველებს, არამედ მოყვარულ და პროფესიონალ ხელოვნების მოტრფიალეებს. უპირველესად აღსანიშნავია ტაძრის არქიტექტურული იერსახე. თელოვანის ჯვარიპატიოსნის ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის გუმბათი გარედან შემკულია თაღედით, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში პირველ შემთხვევად არის მიჩნეული. გუმბათში დატანილია რამდენიმე წრიული სარკმელი, რომლებითაც შიდა სივრცე დამატებით არის განათებული. ამგვარი სარკმლები უფრო ადრე მხოლოდ წრომში გვხვდება. არქიტექტურული გამორჩეულობის გარდა, თელოვანის ტაძრის კომპოზიციურ სრულყოფილებას დახვეწილი რელიეფური მორთულობებიც განაპირობებს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ჩინეთის საგანძურს საფრთხე ემუქრება
  • ახალი ამბები. მითანის იდუმალი იმპერიის ქალაქს ტიგროსი მალავდა
  • ახალი ამბები. პირველი ჰომო საპიენსი ევროპაში?!
  • ჩვენებურები. ჰაირი ჰაირიოღლუ: “ჩემი სურვილია, დავანახვო თურქეთს საქართველო”
  • საქართველოს ქალები. «დედათა საკითხი» საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
  • უფლისწული, რომელსაც დავით გურამიშვილმა «დავითიანი» მიაბარა
  • საერო სასჯელები გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.) / «უსამართლოდ გინებისთვის» დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა...
  • ყაჩაღობის ისტორიიდან. რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღად გავარდნილი თავადის ცხოვრებიდან
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - სამეფო გვირგვინი
  • აგვისტოს ომის ექო. რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა!..
  • პერსონა. გრიგოლ წერეთელი - დიდი ელინისტი და პაპიროლოგი
  • თეთრი მონობა. ევროპელები მონათვაჭართა ჯურღმულებში
  • სადაზვერვო თამაშები. ვინ იყო ლი ჰარვი ოსვალდი (დასასრული)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს