პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრაზანებმა დაკბინეს... მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა წუთებში" - რა ხდება ზესტაფონის სოფლებში და რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში
"კრაზანებმა დაკბინეს... მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა წუთებში" - რა ხდება ზესტაფონის სოფლებში და რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში პა­ნი­კაა - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­მა­ტა კრა­ზა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. მათი მტკი­ცე­ბით, 2 ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სწო­რედ კრა­ზა­ნის ნაკ­ბენს მოჰ­ყვა.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კრა­ზა­ნის კბე­ნი­დან 20 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სო­ფელ ბოს­ლევ­ში მცხოვ­რე­ბი 45 წლის გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძე და სო­ფელ ცხრა წყა­როს მკვიდ­რი 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია.

ეჭვი აქვთ, რომ მწე­რის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია სო­ფელ სა­ქა­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ 6 თვის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც.

ლია ჭუმ­ბუ­რი­ძე, გარ­დაც­ვლი­ლი გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძის და:

- 16 ივ­ლისს ჩემ ძმას სო­კოს კრე­ფის დროს და­ესხნენ კრა­ზა­ნე­ბი, სა­წყა­ლი გა­მო­იქ­ცა, მაგ­რამ რას გა­ექ­ცე­ვი კრა­ზა­ნას. ერ­თდრო­უ­ლად სამ­მა უკბი­ნა, ნაკ­ბე­ნი ჰქონ­და კი­სერ­ზე, ხელ­ზე და ბეჭზე. გა­უ­კე­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, და­ა­ლე­ვი­ნეს კი­დეც სხვა ან­ტი­ა­ლერ­გუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. წუ­თებ­ში შე­შუპ­და, მე­უღ­ლის და მთე­ლი სოფ­ლის თვალ­წინ გარ­და­იც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და რომ მო­ვი­და, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

- თქვე­ნი ძმა ალერ­გი­უ­ლი იყო?

- არ ყო­ფი­ლა, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. 45 წლის ჯან-ღო­ნით სავ­სე კაცი იყო. მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლია, ჯი­ბე­ში ყვე­ლას დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ამ­პუ­ლე­ბი უდევს.

იქ­ნებ გვიშ­ვე­ლოს ვინ­მემ, ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ონ, გა­რეთ მშვი­დად ვე­ღარ გავ­სულ­ვართ. ოთახ­შიც არ ვართ უსაფრ­თხოდ, 30 ცალი მოვ­კა­ლით ერთ სა­ღა­მოს. სა­შინ­ლად არი­ან გამ­რავ­ლე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი სახ­ლის კე­დელ­ზე ორი ბუდე აქვთ, ბუ­დო­ბენ ხე­ებ­ზეც. ჩემს ძმას ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რეთ და იქ­ნებ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა და გაფრ­თხი­ლე­ბა მა­ინც შევ­ძლოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ ასე­თი მძი­მე შე­დე­გი არ დად­გეს.

kvirispalitra.ge ასე­ვე ესა­უბ­რა, კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლის 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლეს:

"16 ივ­ლისს დი­ლის 8 სა­ათ­ზე გა­ვი­და ში­ნი­დან, თხი­ლის ბაღ­ში წა­ვი­და, ბა­ლა­ხის გა­საგ­ლე­ჯად, მაგ­რამ მა­ლე­ვე, წუ­თებ­ში დაბ­რუნ­და, მი­ზე­ზი რომ ვკი­თხე, მი­თხრა კრა­ზა­ნებ­მა დამ­კბი­ნე­სო - პე­რან­გის ქვეშ შე­უძ­ვრნენ და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას უკბი­ნეს. მა­შინ­ვე მი­ვე­ცი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, მაგ­რამ მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­უ­შავ­და სხე­უ­ლი და ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. წელს ძა­ლი­ან ბევ­რი კრა­ზა­ნაა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის კო­მენ­ტა­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კრაზანებმა დაკბინეს... მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა წუთებში" - რა ხდება ზესტაფონის სოფლებში და რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

"კრაზანებმა დაკბინეს... მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა წუთებში" - რა ხდება ზესტაფონის სოფლებში და რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა - ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.

ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია.

ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

ლია ჭუმბურიძე, გარდაცვლილი გაიოზ ჭუმბურიძის და:

- 16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო.

- თქვენი ძმა ალერგიული იყო?

- არ ყოფილა, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. 45 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. მთელი სოფელი შეშინებულია, ჯიბეში ყველას დექსამეტაზონის ამპულები უდევს.

იქნებ გვიშველოს ვინმემ, ყურადღება მოგვაქციონ, გარეთ მშვიდად ვეღარ გავსულვართ. ოთახშიც არ ვართ უსაფრთხოდ, 30 ცალი მოვკალით ერთ საღამოს. საშინლად არიან გამრავლებულები. ჩვენი სახლის კედელზე ორი ბუდე აქვთ, ბუდობენ ხეებზეც. ჩემს ძმას ვერაფრით დავეხმარეთ და იქნებ სხვების დახმარება და გაფრთხილება მაინც შევძლოთ. კარგი იქნება მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს, როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დადგეს.

kvirispalitra.ge ასევე ესაუბრა, კიდევ ერთი გარდაცვლილის 65 წლის ავთანდილ კვარაცხელიას მეუღლეს:

"16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომენტარი

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა - გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა - "გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია"

გორის რაიონში "კომენდანტის საათის" დროს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა