Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების მეუღლეები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი
ცნობილი ქართველების მეუღლეები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი

პი­რად ცხოვ­რე­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს, ზოგს არ უყ­ვარს პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი, ზოგი კი ცდი­ლობს მისი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ვი­ნა­ო­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ნა­ხოს, თუმ­ცა ამით უფრო მეტ ინ­ტე­რესს აჩენს მის მი­მართ და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი რჩე­ბა.

AMBEBI.GE იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლებ­საც და­ო­ჯა­ხე­ბულ­ნი არი­ან, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხევ­რებს არას­დროს აჩე­ნენ.

მაკა კვი­ცი­ა­ნი

დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი "მას­ტერ შეფ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ, მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა "ინ­სტაგ­რამ­ზე" დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2000 წელს და­ამ­თავ­რა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 1999-2001 წლებ­ში მუ­შა­ობ­და უოლ სტრიტ­ზე, სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Basic International Development Corporation-ში პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად. 2002 წელს და­ამ­თავ­რა Cass Business School London (City University)-ს მა­გის­ტრა­ტუ­რა, კორ­პო­რა­ტი­ულ ფი­ნან­სებ­სა და რის­კის მე­ნე­ჯმენ­ტში. 2002-2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და საკ­რე­დი­ტო კვლე­ვის ჯგუფ­ში Elgin Capital-ში. 2003-2008 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და BM Capital-ში ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტია, 2017 წლი­დან კი ასე­ვე "m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

დალი ჩი­ტა­ლა­ძე

დალი ჩი­ტა­ლა­ძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს თბი­ლის­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კონ­სერ­ვა­ტო­რია, წლე­ბის წინ, დალი ჩი­ტა­ლა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და მისი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მოდა გახ­და.

დალი გლა­მუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია, გუ­ლახ­დი­ლი რეს­პო­დენ­ტიც გახ­ლავთ, თუმ­ცა სა­კუ­თარ მე­უღ­ლე­ზე სა­უ­ბარს სა­ჯა­როდ ერი­დე­ბა. მისი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი როზ­მან რუ­სი­აა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა ჰქონ­და, თუმ­ცა წლე­ბის წინ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მისი და­ხურ­ვა მო­უხ­და.

ანა კო­შა­ძე

ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი ანა კო­შა­ძე ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა პო­დი­უმ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ი­პყრო. ანას უამ­რა­ვი ბიჭი ეტ­რფო­და, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა, პა­ტა­რა ასაკ­ში ბიზ­ნეს­მენ ტოტო კვა­რა­ცხე­ლი­ას და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი ჰყავს.

გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა როლ­მა სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა ერთი-ორად გა­ზარ­და. გი­ორ­გი წარ­სულ­ში მსა­ხი­ობ ეკა დე­მეტ­რა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათი ოჯა­ხი და­ინ­გრა.

გი­ორ­გიმ და თაკო ვა­ლიშ­ვილ­მა ორი წლის წინ იქორ­წი­ნეს. მათ ერთი შვი­ლი ჰყავთ. თაკო პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია, ის ერთ-ერთ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პა­ნი­ა­ში 25%-იან წილს ფლობს. სკან­დალ­ში ის პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ეხ­ვა, როცა სოცქსე­ლებ­ში მისი და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვი­დე­ორ­გო­ლი გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი პა­რი­ზის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ისი­ნი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თან ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბით დგა­ნან და ნო­მერს იღე­ბენ. რო­გორც იმ დროს პრე­სა­ში წერ­დნენ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მა­შინ საყ­ვა­რელ ქალს ბრი­უ­სე­ლი­დან ჩა­ა­კი­თხა.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ყვი­თელ პრე­სას­თან არც მა­შინ თა­ნამ­შრომ­ლობ­და, სა­ნამ დე­პუ­ტა­ტი გახ­დე­ბო­და და მი­თუ­მე­ტეს, ახლა, როცა მმარ­თვე­ლი გუნ­დის ერთ-ერთი სა­ხეა. ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რია. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს.

ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე

ნანი ბრეგ­ვა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებს. ის ორი წლის წინ არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე­ზე გა­თხოვ­და. წყვი­ლი ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის.

"რო­გორც კა­რი­ე­რა­ში, ისე პი­რად­შიც, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ქმა­რი ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობს და ცდი­ლობს, სტი­მუ­ლი უფრო მო­მი­მა­ტოს, რომ მეტი ვიშ­რო­მო და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ვიყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს მხარ­და­ჭე­რას რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. ის მთა­ვა­რი მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ძა­ლაა. ახლა იმ ეტაპ­ზე ვარ, როცა ბევ­რს ვსწავ­ლობ. მი­მაჩ­ნია, რომ დიდი შრო­მა და გაძ­ლე­ბა მჭირ­დე­ბა. ერთი წე­ლია, რაც გა­თხო­ვი­ლი ვარ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი ქმა­რი სულ გზა­შია", - ამ­ბობს ნა­ტა­ლია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ცნობილი ქართველების მეუღლეები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი

ცნობილი ქართველების მეუღლეები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი

პირად ცხოვრებას ცნობილი ადამიანების ნაწილი ხშირად საიდუმლოდ ინახავს, ზოგს არ უყვარს პირადზე საუბარი, ზოგი კი ცდილობს მისი მეორე ნახევრის ვინაობა საგულდაგულოდ შეინახოს, თუმცა ამით უფრო მეტ ინტერესს აჩენს მის მიმართ და, შესაბამისად, დაფარული არაფერი რჩება.

AMBEBI.GE იმ ცნობილი ქართველების მეორე ნახევრებით დაინტერესდა, რომლებსაც დაოჯახებულნი არიან, თუმცა მეორე ნახევრებს არასდროს აჩენენ.

მაკა კვიციანი

დიზაინერი მაკა კვიციანი "მასტერ შეფში" გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მის მიმართ ინტერესი მხოლოდ თბილისის გარკვეული წრის წარმომადგენლებს არ აქვთ, მაკა მთელმა საქართველომ გაიცნო. მაკა "ინსტაგრამზე" დიდი აქტიურობით გამოირჩევა.

ახალგაზრდა დიზაინერის ქმარი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. 2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია Basic International Development Corporation-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ს მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში. 2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში Elgin Capital-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა BM Capital-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი BK Capital-ის პრეზიდენტია, 2017 წლიდან კი ასევე "m² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.

დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძე ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალის სტატუსით სარგებლობს თბილისში. დამთავრებული აქვს კონსერვატორია, წლების წინ, დალი ჩიტალაძე საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა და მისი მთავარი პროფესია მოდა გახდა.

დალი გლამურული ღონისძიებების ხშირი სტუმარია, გულახდილი რესპოდენტიც გახლავთ, თუმცა საკუთარ მეუღლეზე საუბარს საჯაროდ ერიდება. მისი ქმარი ბიზნესმენი როზმან რუსიაა, რომელსაც საკუთარი ღვინის ქარხანა ჰქონდა, თუმცა წლების წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა და მისი დახურვა მოუხდა.

ანა კოშაძე

ახალგაზრდა მოდელი ანა კოშაძე ბავშვობიდან პოპულარულია, მან საზოგადოების ყურადღება პოდიუმზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. ანას უამრავი ბიჭი ეტრფოდა, თუმცა მისი ცხოვრება, პატარა ასაკში ბიზნესმენ ტოტო კვარაცხელიას დაუკავშირა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი ბოლო დროის ყველაზე პოპულარული მსახიობია, მის მიერ შესრულებულმა როლმა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბოჭორიშვილის პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. გიორგი წარსულში მსახიობ ეკა დემეტრაძეზე იყო დაქორწინებული, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა.

გიორგიმ და თაკო ვალიშვილმა ორი წლის წინ იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ. თაკო პროფესიით არქიტექტორია, ის ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს. სკანდალში ის პირველად მაშინ გაეხვა, როცა სოცქსელებში მისი და ირაკლი ალასანიას ვიდეორგოლი გამოჩნდა. წყვილი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. ისინი ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორთან ბედნიერი სახეებით დგანან და ნომერს იღებენ. როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ, თავდაცვის მინისტრმა მაშინ საყვარელ ქალს ბრიუსელიდან ჩააკითხა.

ლევან კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ყვითელ პრესასთან არც მაშინ თანამშრომლობდა, სანამ დეპუტატი გახდებოდა და მითუმეტეს, ახლა, როცა მმართველი გუნდის ერთ-ერთი სახეა. ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ნატალია ქუთათელაძე

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. ის ორი წლის წინ არჩილ ჯაფარიძეზე გათხოვდა. წყვილი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში ხშირად ჩამოდის.

"როგორც კარიერაში, ისე პირადშიც, ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული.

მაქსიმალურად ცდილობს მხარდაჭერას როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვსწავლობ. მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია", - ამბობს ნატალია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე