ავტორი:

პუტინის კიდევ ერთი გასაიდუმლოებული სამხედრო დაჯგუფება სირიაში - რას წერს რუსული მედია

პუტინის კიდევ ერთი გასაიდუმლოებული სამხედრო დაჯგუფება სირიაში - რას წერს რუსული მედია

სირიაში მოქმედი რუსული, კერძო სამხედრო დაჯგუფება Вагнер-ის შემდეგ, მედია კიდევ ერთი საიდუმლო, არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფების შესახებ წერს.

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სირიაში სამი რუსი სამხედრო, მეტსახელებით "შამანი", "კაირატი" და "ტანკისტი" მოკლეს. სიკვდილის ცნობას სირიელი გენერალი არაბულად აწერს ხელს. როგორც ცნობილია, ისინი ჰმეიმის ბაზაზე იმყოფებოდნენ, თუმცა ოფიციალურად იქ არ ფიქსირდებიან. სამხედრო ნაწილში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ არაფერი იციან.

"ჩვენ მოვიძიეთ დახოცილების გვარ-სახელები და აღმოჩნდა, რომ "ტანკისტი" - იგივე ალექსეი, რომლის გვარსაც ახლობლების უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, ქალაქ პერმელიადან არის... 32 წლის სამხედრო, მოტომსრლელთა ბრიგადიდან, 2015 წლამდე უკრაინაში იბრძოდა, შემდეგ კი Вагнер-ში გადავიდა და სირიაში გაამწესეს. იქიდან, Щит-ში გადაიბირეს. მის ახლობლებს მედიასთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ.

"შამანი" - დავით ჰონდა, იგივე, პეტრე III 42 წლის იყო, მილიციაში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟით. მის ანკეტაში წერია, რომ მილიციის სკოლის კრასნოიარსკის ფილიალი დაამთავრა. რაღაც დროის განმალობაში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონშიც მსახურობდა. სავარაუდოდ, სწორედ იქ შეარქვეს პეტრე III. 2014-2015 წლებში, უკრაინაში ლუგანსკის ტერიტორიაზე Витяз-ის ბატალიონშიც იბრძოდა. რამდენიმე დღის წინ, ოჯახს მისი ცხედარი ცინკის კუბოთი მიუტანეს...

"სიკვდილის ცნობაში" უწერია, რომ იგი აფეთქების დროს თავის არეში ნამსხვრევებისგან მიღებული მრავლობითი დაზიანებებით გამოწვეული ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა.

კიდევ ერთი დაღუპულის "კაირატის" შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ისიც გასაიდუმლოებული კომერციული სამხედრო კომპანიის წევრი იყო. არც ერთი მათგანის ისტორიაში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელ ბრძოლაში დაიღუპნენ ისინი" - წერს novayagazeta.ru.

რაც შეეხება კერძო კომერციულ სამხედრო კომპანია Щит-ს - მის შესახებ პირველად ცნობები 2018 წელს გავრცელდა. novayagazeta.ru.-ს წყაროს ცნობით, ის მოსკოვთან ახლოს, კუბინსკში, 45-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ბაზაზე ფუნქციონირებს. თუმცა, თუ Вагнер-ის უკან პუტინის მარჯვენა ხელი, "მზარეულის" მეტსახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინი დგას, ამ სამხედრო კომპანიის კონკრეტული მფლობელი ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენი ინფორმაციიით, Щит-ის უკან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან. თუმცა, მათი გვარები ჯერჯერობით უცნობია. მათი ფუნქცია და დავალება სირიაში სააქციო საზოგადოება Стройтрансгаз -ის დაცვაა, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათეული რუსული სამხედრო იცავს. მათი როტაცია 3 თვეში ერთხელ ხორციელდება და ის ძალიან ხშირად ხდება სირიელი მებრძოლების თავდასხმის სამიზნე" - წერს გამოცემა.

Стройтрансгаз-ს, რომელიც სირიაში 2000-იანი წლებიდან მუშაობს, 2008 წლიდან რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გენადი ტიმჩენკო აკონტროლებს. მის შესახებ ინფორმაცია დამასკოს მონაცემთა ბაზიდან წაშლილია. თუმცა ცნობილია, რომ ორგანიზაცია პალმირის რაიონში, ელ-შარკიაზე ფოსფატის საბადოებსა და გაზგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს.

2018 წელს, რუსული გამოცემა РБК იტყობინებოდა, რომ კომპანია Стройтрансгаз-ს ასევე პუტინთან დაახლოებული იგორ კაზაკი, ადგილობრივ ბიზნესმენ ზაჰიდ შახსუვაროვისთან ერთად ფლობდა, რომელიც სირიაში ტურისტულ კომპანიებს ფლობდა. მოგვიანებით, ისინი შეცვალეს, თუმცა ამის მიუხედავად სირიაში მათი ფრენები რამდენჯერმე დაფიქსირდა, რასაც თავად კომპანია Стройтрансгаз-ის მფლობელები უარყოფდნენ.

დაუზუსტებელი ცნობით, Вагнер -ში 2500-დან 3 000-მდე ადამიანი ირიცხება. Щит-ში კი - 200-დან 300-მდე. და საბრძოლო მოქმდებებისას მისი მონაწილეობა ჯერჯერობით შეზღუდულია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე