ავტორი:

როგორ ამოჰყავთ მაშველებს ხევში გადავარდნილი "კამაზი" - დაკარგული ახალგაზრდის ძებნა გრძელდება

როგორ ამოჰყავთ მაშველებს ხევში გადავარდნილი "კამაზი" - დაკარგული ახალგაზრდის ძებნა გრძელდება

სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე. დათვალიერების შედეგად, ამ ეტაპზე მეშვიდე ადამიანის ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი.

პარალელურად სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება. ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

27 ივლისს "კამაზის" მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. ერთი ადამიანის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ