საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა
"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მწვა­ვე ვირუ­სით 16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე გა­და­იყ­ვა­ნეს. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­ზარდს სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მი­სას­ვლე­ლად დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზის გავ­ლა მო­უხ­და და ამ­ჟა­მად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ, თბი­ლი­სის 124-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ლუკა და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში სწავ­ლობს. სკო­ლის გვერ­დზე დე­ტა­ლუ­რად არის მო­თხრო­ბი­ლი იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რაც მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის არ არ­სე­ბო­ბამ გა­მო­იწ­ვია:

"ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ მწვა­ვე ვირუ­სით, საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 16 წლის მო­ზარ­დი მი­იყ­ვა­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან შე­და­რე­ბით გა­მოყ­ვა­ნა და დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა შეძ­ლეს, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. გა­მო­ი­ძა­ხეს რე­ა­ნო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ლენ­ტე­ხი­დან წა­მო­ვი­და!!! მან­ქა­ნა საკ­მა­ოდ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­ჭირ­და ად­გილ­ზე მის­ვლას...

ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნეს სუნ­თქვის აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი... მან­ქა­ნა შა­ორ­თან გა­ფუჭ­და, აპა­რა­ტიც გა­ი­თი­შა, ბავ­შვი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვით აცო­ცხლეს ტყი­ბუ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე, თუმ­ცა უჟანგბა­დო­ბის გამო ტვი­ნი გა­ე­თი­შა... ტყი­ბულ­ში უკვე სხვა რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ის უკვე ქუ­თა­ის­ში წა­იყ­ვა­ნეს... დღეს ბიჭი კო­მა­შია, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რია...

ლუკა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მას ჩვე­ნი გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა, მე­გობ­რე­ბო გთხოვთ ილო­ცოთ ლუ­კას­თვის! ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ეს შეგ­ვიძ­ლია, რომ მის­თვის გა­ვა­კე­თოთ და ეს ცოტა არაა", - წერს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. მათი გან­ცხა­დე­ბით, კო­მი­სია უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ტყი­ბულ­სა და ლენ­ტეხ­ში. ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს ქუ­თა­ი­სის იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც ლუკა ფო­ფხა­ძე ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ კერ­ძო კა­ტას­ტრო­ფის ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნას "გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და".

„პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით გა­მოვ­ლინ­და, რომ კერ­ძო კა­ტას­ტრო­ფის ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. კერ­ძოდ, სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ხდე­ბო­და პა­ცი­ენ­ტის აპა­რა­ტუ­რუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა­ზეც სა­ა­გენ­ტო შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ფარ­გლებ­ში და­ა­ყე­ნებს არა მხო­ლოდ ექი­მე­ბის, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯანმთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის და­ვა­ლე­ბით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და სას­წრა­ფო და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრე­ბის სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის და მათ შო­რის, მან­ქა­ნე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბას და­ი­წყებს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შექ­მნეს პე­ტი­ცია - „რე­ა­ნო­მო­ბი­ლი რა­ჭას“. რო­გორც პე­ტი­ცი­ის ტექ­სტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რაჭა-ლე­ჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რის, კერ­ძოდ, ამ­ბრო­ლა­უ­რის და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფოს არ ყავს კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­და, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ექ­მნე­ბა. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი რე­ა­ნო­მო­ბი­ლის და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ.

„რად­გან ამ­ბრო­ლა­უ­რის და ონის სა­ა­ვად­მყო­ფოს არ აქვს გარ­კვე­უ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე არ ჰყავს სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი და არ აქვს სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, რის გა­მოც ხში­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბულ­ნი და გა­დაყ­ვა­ნილ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ მათ.

უმე­ტე­სად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სწრაფ რე­ა­გი­რე­ბა­ზე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი იყოს მის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა, ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა ად­გილ­ზე იყოს კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა.

ვთხოვთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, გა­მო­ე­ყოს ამ­ბრო­ლა­უ­რის და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს რე­ა­ნო­მო­ბი­ლის ბრი­გა­და, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ცი­ენ­ტე­ბის დრო­ულ და ეფექ­ტურ მომ­სა­ხუ­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ის ტექ­სტში.

დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა თუ არა პე­ტი­ცი­ის ხელ­მომ­წერ­თა მო­თხოვ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა

"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა

რამდენიმე დღის წინ ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსით 16 წლის ლუკა ფოფხაძე გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოზარდს საავადმყოფომდე მისასვლელად დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუხდა და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თბილისის 124-ე საჯარო სკოლამ გაავრცელა, სადაც ლუკა დამამთავრებელ კლასში სწავლობს. სკოლის გვერდზე დეტალურად არის მოთხრობილი იმ პრობლემების შესახებ, რაც მაღალმთიან რეგიონში სასწრაფო დახმარების ავტომობილის არ არსებობამ გამოიწვია:

"ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა!!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას...

ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა... ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს... დღეს ბიჭი კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ გადარჩენის შანსი მინიმალურია...

ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის! ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა", - წერს სკოლის ადმინისტრაცია.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ. მათი განცხადებით, კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ასევე, ინფორმაცია მოიძიეს ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ლუკა ფოფხაძე ამჟამად იმყოფება.

რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით გამოავლინა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას "გარკვეული ხარვეზები ჰქონდა".

„პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არა მხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას დაიწყებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ, მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია - „რეანომობილი რაჭას“. როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. პეტიციის ავტორები რეანომობილის დანიშვნას ითხოვენ.

„რადგან ამბროლაურის და ონის საავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ.

უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

დაკმაყოფილდება თუ არა პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნა, ჯერჯერობით უცნობია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო