საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ძალიან ბევრი გემოა უცნობი და დაფარული" - "სამზარეულოს ომების" "კახელების დუეტი", რომელიც ახალ გემოებს ეძებს
"საქართველოში ძალიან ბევრი გემოა უცნობი და დაფარული" - "სამზარეულოს ომების" "კახელების დუეტი", რომელიც ახალ გემოებს ეძებს

"სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" "კა­ხე­ლე­ბის დუ­ე­ტი" და­არ­ქვეს, რად­გა­ნაც კა­ხე­თი­დან, კერ­ძოდ, თე­ლა­ვი­დან არი­ან. ვაკო ვა­შა­კაშ­ვი­ლი და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, უნ­დო­დათ, სა­კუ­თა­რი თავი კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში გა­მო­ე­ცა­დათ და მა­ღა­ლი რან­გის შე­ფე­ბის წი­ნა­შე წარმდგა­რიყ­ვნენ, ასე­ვე აინ­ტე­რე­სებ­დათ, რამ­დე­ნად შე­ეძ­ლოთ ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

"რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტში ჩარ­თვა ჩემი იდეა იყო. ლე­ვა­ნი ამას ცოტა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. ვი­ფიქ­რეთ და ბო­ლოს მა­ინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. თა­ვი­დან პირ­ვე­ლი ტური ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლიც იყო და შემ­თხვე­ვით შემ­დეგ ტურ­ში გა­და­ვე­დით. მერე კი უკვე კარ­გი შე­დე­გი გვქონ­და ისე, რომ პა­ტა­რა იმე­დიც მოგ­ვე­ცა. შოუ ორი­ვეს­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. კონ­კურ­სან­ტე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან.

„სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­მა“ ასე­ვე მოგ­ვცა იდეა, წავ­სუ­ლი­ყა­ვით სოფ­ლებ­ში, გვე­ნა­ხა ბებო-პა­პე­ბი, გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და ისი­ნიც თა­ვის ცოდ­ნას გაგ­ვი­ზი­ა­რებ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ამან გა­ა­მარ­თლა და სოფ­ლებ­ში უკვე ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყეთ სი­ა­რუ­ლი, ძვე­ლი რე­ცეპ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა-მო­ძი­ე­ბა. ამის გაგ­რძე­ლე­ბას შოუს დამ­თავ­რე­ბის მე­რეც ვა­პი­რებთ. დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში უნდა წა­ვი­დეთ და ძვე­ლი რე­ცეპ­ტე­ბი ვე­ძე­ბოთ“ - გვე­უბ­ნე­ბა ვაკო.

- ამ ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი­სას რა ძველ კერ­ძებს მი­აკ­ვლი­ეთ და აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ფხა­ლე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა. ასე­ვე მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­უ­სებ­ში და სა­წებ­ლებ­ში ადრე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, გა­ვე­ცა­ნით რო­გორ ამ­ზა­დებ­დნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ ხორცს. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლი ბა­დე­ქონ­ში, თათ­რუ­ლა ფხა­ლი, ნა­ცარ­ქა­თა­მას ფხა­ლი, ესა თუ ის სა­წე­ბე­ლი ჩვენ­თვის მარ­თლა აღ­მო­ჩე­ნა იყო. ნელ-ნელა გა­მოჩ­ნდე­ბა შო­უ­ში, რომ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას გან­სხვა­ვე­ბულ რა­ღა­ცებს ვი­ყე­ნებთ. ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნეთ თიკ­ნის და ზა­ქის ხორ­ციც.

- მწვადს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წვამს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, უცხო­ეთ­შიც, თუმ­ცა, კა­ხუ­რი მწვა­დი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია...

- ღვიძ­ლი ბა­დე­ქონ­შიც მწვა­დის სა­ხე­ო­ბაა და მისი შექ­მნის იდე­აც ღვიძ­ლის მწვა­დი­დან წა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ახა­ლი კარ­ტო­ფი­ლი­თა და ალუ­ჩის სა­წე­ბე­ლით სა­ო­ცა­რი რამ არის. უხ­დე­ბა თათ­რუ­ლა ფხა­ლიც, თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, „ღვიძ­ლი ბა­დე­ქონ­ში“ თა­ვი­დან მწვა­დი იყო და იდეა გაგ­ვიჩ­ნდა, მწვა­დი სხვა­ნა­ი­რად წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მწვადს, ნამ­დვი­ლი მწვა­დი ტე­ნი­ა­ნი უნდა იყოს და არა გა­მომშრა­ლი. ჩვენ მას ყო­ველ­თვის ტე­ნი­ა­ნო­ბას ვუ­ნარ­ჩუ­ნებთ. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ლამ­ზე უნდა იყოს შემ­წვა­რი. მწვა­დი, ხომ ვამ­ბობ, სა­ერ­თოდ ახა­ლი კერ­ძის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლია და ჩვენც აქე­დან ავი­ღეთ რამ­დე­ნი­მე იდეა და მერე გან­ვავ­რცეთ, დავ­ხვე­წეთ.

- რას გვე­ტყვით თქვენს დუ­ეტ­ზე?

- მე და ლე­ვა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ. ძა­ლი­ან ხში­რად დროს ერ­თად ვა­ტა­რებთ. ლე­ვა­ნი მე­ურ­ნეა, აქვს ფერ­მა, ვე­ნა­ხი და ვეხ­მა­რე­ბით ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­გორც გი­თხა­რით, სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში თბილ ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან დავ­დი­ვართ, რომ­ლე­ბიც ძველ ქარ­თულ კერ­ძებს გვიმ­ზა­დე­ბენ, იქვე მათ გა­კე­თე­ბას და სამ­ზა­რე­უ­ლოს სიღ­რმე­ებს გვას­წავ­ლი­ან.

- რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან?

- ჩვენ­ზე მე­ტად გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­მარ­ჯვე­ბას ისე­ვე იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რო­გორც ჩვენ. ამი­ტომ, რო­გორც სა­კუ­თარ თავს ვუ­სურ­ვებთ გა­მარ­ჯვე­ბას, ასე­ვე მათ და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ.

ჟი­უ­რის წევ­რებ­ზეც ვი­ტყვი, რომ მათ­გან ორი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შე­ფია - მით უმე­ტეს, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი, ასა­კი­თაც ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია და მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მი­შაც ჩარ­თუ­ლია ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში, მომ­წონს, რომ ორი­ვე ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს - მიშა უკ­რა­ი­ნა­ში და გუ­რა­მი - სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ - გა­ი­მარ­ჯვებთ?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, გა­და­ვი­დეთ შემ­დეგ ტურ­ში. მთელ ენერ­გი­ას ჩავ­დებთ, რომ მო­ვი­გოთ, რად­გა­ნაც ეს ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი რამ იქ­ნე­ბა, დიდი ნა­ბი­ჯი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში კი, ჩვენ­თვის ეს იყო გა­მო­ცო­ცხლე­ბა, დაგ­ვა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გე­მოა რო­გორც ცნო­ბი­ლი, ასე­ვე უც­ნო­ბი და და­ფა­რუ­ლი. ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უნდა ვი­პო­ვოთ და წარ­ვუდ­გი­ნოთ მსოფ­ლიო ბა­ზარს. სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი სი­ტყვა უნდა თქვას გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ტი­ვა­ცია მოგ­ვცა, რომ მეტი და მეტი ვის­წავ­ლოთ, ცოდ­ნა მი­ვი­ღოთ, განვვი­თარ­დეთ.

მინ­და, მოყ­ვა­რულ მზა­რე­უ­ლებს ვურ­ჩიო, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რომ შო­უ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უბ­რა­ლოდ, ბე­ბი­ის და ბა­ბუ­ის ნას­წავ­ლი რე­ცეპ­ტით ისე­თი გე­მოს შექ­მნა შე­გიძ­ლია, რომ ყვე­ლა გა­ოც­დეს და დიდი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს გა­მოც­დილ შე­ფებ­ში. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ, არ გა­ჩერ­დნენ, სახ­ლში არ დარ­ჩნენ, ეცა­დონ, წინ წა­ვიდ­ნენ. მი­ი­ღონ შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვონ. ზოგ­მა, ვი­საც უშუ­ა­ლოდ ამ სფე­რო­ში უნდა საქ­მი­ა­ნო­ბა, გა­ნაგ­რძოს, იაქ­ტი­უ­როს, თა­მა­მად იმოქ­მე­დოს და ეჭვი ნუ­რა­ფერ­ში შე­ე­პა­რე­ბა.

ავტორი:

"საქართველოში ძალიან ბევრი გემოა უცნობი და დაფარული" - "სამზარეულოს ომების" "კახელების დუეტი", რომელიც ახალ გემოებს ეძებს

"საქართველოში ძალიან ბევრი გემოა უცნობი და დაფარული" - "სამზარეულოს ომების" "კახელების დუეტი", რომელიც ახალ გემოებს ეძებს

"სამზარეულოს ომებში" "კახელების დუეტი" დაარქვეს, რადგანაც კახეთიდან, კერძოდ, თელავიდან არიან. ვაკო ვაშაკაშვილი და ლევან დავითაშვილი მოყვარული მზარეულები არიან, უნდოდათ, საკუთარი თავი კულინარიულ შოუში გამოეცადათ და მაღალი რანგის შეფების წინაშე წარმდგარიყვნენ, ასევე აინტერესებდათ, რამდენად შეეძლოთ ამ სფეროში საკუთარი უნარების გამოვლენა.

"რუსთავი 2"-ის პროექტში ჩართვა ჩემი იდეა იყო. ლევანი ამას ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა. ვიფიქრეთ და ბოლოს მაინც მონაწილეობა გადავწყვიტეთ. თავიდან პირველი ტური ძალიან გაგვიჭირდა, წარუმატებელიც იყო და შემთხვევით შემდეგ ტურში გადავედით. მერე კი უკვე კარგი შედეგი გვქონდა ისე, რომ პატარა იმედიც მოგვეცა. შოუ ორივესთვის დიდი გამოცდილებაა. კონკურსანტებიც ძალიან კარგები არიან.

„სამზარეულოს ომებმა“ ასევე მოგვცა იდეა, წავსულიყავით სოფლებში, გვენახა ბებო-პაპები, გავსაუბრებოდით და ისინიც თავის ცოდნას გაგვიზიარებდნენ. სხვათა შორის, ამან გაამართლა და სოფლებში უკვე ინტენსიურად დავიწყეთ სიარული, ძველი რეცეპტების შეგროვება-მოძიება. ამის გაგრძელებას შოუს დამთავრების მერეც ვაპირებთ. დიახ, საქართველოს სოფლებში უნდა წავიდეთ და ძველი რეცეპტები ვეძებოთ“ - გვეუბნება ვაკო.

- ამ ექსპედიციებისას რა ძველ კერძებს მიაკვლიეთ და აღმოაჩინეთ?

- აღმოვაჩინეთ ფხალეულის სხვადასხვა სახეობა. ასევე მცენარეები, რომლებიც სოუსებში და საწებლებში ადრე გამოიყენებოდა, გავეცანით როგორ ამზადებდნენ და ამუშავებდნენ ხორცს. მაგალითად, ღვიძლი ბადექონში, თათრულა ფხალი, ნაცარქათამას ფხალი, ესა თუ ის საწებელი ჩვენთვის მართლა აღმოჩენა იყო. ნელ-ნელა გამოჩნდება შოუში, რომ აქედან გამომდინარე, კერძების მომზადებისას განსხვავებულ რაღაცებს ვიყენებთ. ასევე გამოვიყენეთ თიკნის და ზაქის ხორციც.

- მწვადს ბევრი ადამიანი წვამს არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც, თუმცა, კახური მწვადი მაინც გამორჩეულია...

- ღვიძლი ბადექონშიც მწვადის სახეობაა და მისი შექმნის იდეაც ღვიძლის მწვადიდან წამოვიდა, რომელიც ახალი კარტოფილითა და ალუჩის საწებელით საოცარი რამ არის. უხდება თათრულა ფხალიც, თუმცა ვიმეორებ, „ღვიძლი ბადექონში“ თავიდან მწვადი იყო და იდეა გაგვიჩნდა, მწვადი სხვანაირად წარმოგვეჩინა.

რაც შეეხება მწვადს, ნამდვილი მწვადი ტენიანი უნდა იყოს და არა გამომშრალი. ჩვენ მას ყოველთვის ტენიანობას ვუნარჩუნებთ. აუცილებლად წალამზე უნდა იყოს შემწვარი. მწვადი, ხომ ვამბობ, საერთოდ ახალი კერძის შექმნის საფუძველია და ჩვენც აქედან ავიღეთ რამდენიმე იდეა და მერე განვავრცეთ, დავხვეწეთ.

- რას გვეტყვით თქვენს დუეტზე?

- მე და ლევანი მეგობრები ვართ. ძალიან ხშირად დროს ერთად ვატარებთ. ლევანი მეურნეა, აქვს ფერმა, ვენახი და ვეხმარებით ფერმერულ საქმიანობაში. როგორც გითხარით, სხვადასხვა სოფელში თბილ ბებია-ბაბუებთან დავდივართ, რომლებიც ძველ ქართულ კერძებს გვიმზადებენ, იქვე მათ გაკეთებას და სამზარეულოს სიღრმეებს გვასწავლიან.

- რა დამოკიდებულება გაქვთ კონკურენტებთან?

- ჩვენზე მეტად გამოცდილები არიან და შეიძლება ითქვას, გამარჯვებას ისევე იმსახურებენ, როგორც ჩვენ. ამიტომ, როგორც საკუთარ თავს ვუსურვებთ გამარჯვებას, ასევე მათ და ძალიან ვგულშემატკივრობთ.

ჟიურის წევრებზეც ვიტყვი, რომ მათგან ორი დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი შეფია - მით უმეტეს, გურამ ბაღდოშვილი, ასაკითაც ყველაზე უფროსია და მეტი გამოცდილება აქვს. მიშაც ჩართულია ქართულ გასტრონომიაში, მომწონს, რომ ორივე ქართულ სამზარეულოს უწევს რეკომენდაციებს - მიშა უკრაინაში და გურამი - სხვადასხვა ქვეყანაში.

- რა მოლოდინი გაქვთ - გაიმარჯვებთ?

- მაქსიმალურად ვეცდებით, გადავიდეთ შემდეგ ტურში. მთელ ენერგიას ჩავდებთ, რომ მოვიგოთ, რადგანაც ეს ჩვენი მომავლისთვის სერიოზული რამ იქნება, დიდი ნაბიჯი ჩვენს ცხოვრებაში.

ნებისმიერ შემთხვევაში კი, ჩვენთვის ეს იყო გამოცოცხლება, დაგვაფიქრა იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გემოა როგორც ცნობილი, ასევე უცნობი და დაფარული. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიპოვოთ და წარვუდგინოთ მსოფლიო ბაზარს. საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას გასტრონომიული თვალსაზრისით. მოკლედ, ამ ყველაფერმა მოტივაცია მოგვცა, რომ მეტი და მეტი ვისწავლოთ, ცოდნა მივიღოთ, განვვითარდეთ.

მინდა, მოყვარულ მზარეულებს ვურჩიო, რომ აუცილებელი არ არის, იყო პროფესიონალი, გქონდეს პროფესიული განათლება, რომ შოუში მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ, ბებიის და ბაბუის ნასწავლი რეცეპტით ისეთი გემოს შექმნა შეგიძლია, რომ ყველა გაოცდეს და დიდი ემოციები გამოიწვიოს გამოცდილ შეფებში. ამიტომ, მოვუწოდებ, არ გაჩერდნენ, სახლში არ დარჩნენ, ეცადონ, წინ წავიდნენ. მიიღონ შოუებში მონაწილეობა და საკუთარი თავი იპოვონ. ზოგმა, ვისაც უშუალოდ ამ სფეროში უნდა საქმიანობა, განაგრძოს, იაქტიუროს, თამამად იმოქმედოს და ეჭვი ნურაფერში შეეპარება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს