კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს - ისინი უკვე დაკითხვაზე არიან
ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს - ისინი უკვე დაკითხვაზე არიან

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "გრანდ სი­თის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. კომ­პა­ნია "გრანდ სი­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის და­შა­ვე­ბულ ოპე­რა­ტორს ედ­ნარ კო­ჩა­ლი­ძეს, ის ამ წუ­თებ­ში პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ოპე­რა­ტო­რი დღეს მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­თან, სა­დაც ლიფ­ტი შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლებს, მათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ფე­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბათ. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა ერთ-ერთ მათ­განს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დეს.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

შსს-მ ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ოპე­რა­ტო­რის­თვის ხე­ლის­შეშ­ლის საქ­მე­ზე. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 154-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის N2-ში, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. ისი­ნი სა­ად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სიმართლე.
0

ორივე მხარე დასაჭერებია. რა ბაცნობაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს - ისინი უკვე დაკითხვაზე არიან

ბათუმში, სადაც ლიფტი ჩაწყდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს - ისინი უკვე დაკითხვაზე არიან

სამშენებლო კომპანია "გრანდ სითის" წარმომადგენლები ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. კომპანია "გრანდ სითის" ხელმძღვანელები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დაშავებულ ოპერატორს ედნარ კოჩალიძეს, ის ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ოპერატორი დღეს მშენებარე კორპუსთან, სადაც ლიფტი შახტაში ჩავარდა, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც კომპანიის წარმომადგენლებმა ქვები დაუშინეს.

რაც შეეხება ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულებს, მათ დაზიანებები ფეხის არეში აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით, შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია დასჭირდეს.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს-მ ასევე გამოძიება დაიწყო ოპერატორისთვის ხელისშეშლის საქმეზე. გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, აღმაშენებლის N2-ში, მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. ისინი საადმყოფოში არიან გადაყვანილი.