10 აგვისტოს „ბენე ექსკლუზივი“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ბათუმში შემოგვთავაზებს. Mercedes-Benz Event სასტუმრო „შერატონ ბათუმი“-ში გაიმართება და სტუმრებს დაუვიწყარ საზაფხულო ღონისძიებას შეთავაზებს. პროექტის მიზანი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებაა.
როგორც „ბენე ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორი, გიორგი გოგლიძე აცხადებს, დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ ცოტაა, რაც იქაური ბიზნესმენებისათვის არც ისე სასიამოვნო და ხელსაყრელია. კონკრეტულად ბათუმში ძალიან ბევრი დიდი ბიზნესი არსებობს, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება. ბენე ექსკლუზივის სურვილია, რომ ბიზნეს ივენთების კულტურა დასავლეთ საქართველოშიც გავიდეს და ყველაზე ცხელ სეზონზე ბათუმი იქცეს ბიზნეს ცენტრად. ისინი ქმნიან შესაძლებლობას, რომ დასავლეთ საქართველოში არსებულ კომპანიებსაც ჰქონდეთ საშუალება ჩაერთონ ღონისძიებაში, შეიძინონ კონტაქტები, გაცვალონ იდეები და გამოცდილებები, რაც მათი ბიზნესის განვითარების საწინადარი იქნება.
ღონისძიებას 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენე ექსკლუზივისა და სპონსორი ორგანიზაციების პარტნიორები, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა.
Mercedes-Benz Event ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ოფიციალური მხარეა, რომელიც პროექტის პარტნიორი კომპანიების პრეზენტაციებს ითვალისწინებს და „შერატონ ბათუმი“-ს მთავარ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
„შერატონ ბათუმი“-ს აუზზე კი ღონისძიების არაფორმალური ნაწილი ჩატარდება და შექმნის დაუვიწყარ საღამოს. სტუმრებს გემოვნებიანი მუსიკა და უამრავი საჩუქარი ელოდებათ. დღის მთავარი სიურპრიზი House მუსიკის ლეგენდა, MILK&SUGAR იქნება.
MILK&SUGAR 1997 წელს მიუნხენში ორი არტისტის მიერ დაფუძნებული მუსიკალური პროექტია. ისინი სწრაფად გახდნენ საერთაშორისო ბრენდის სინონიმი მაღალი ხარისხის საცეკვაო მუსიკისა და უნიკალური ჟანრობრივი სინთეზით, რომელიც მოიცავს Funky, House და Disco ჟღერადობებს. მათი რელიზების უმეტესობა გამოცემიდან რამოდენიმე დღეში სრულიად იყიდება.
მერსედესის ცენტრი საქართველში ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლავთ, გენერალური სპონსორი კი სოლო. მთავარი პარტნიორები არიან: „რეალ პალასი“, M2, „ალდაგი“, „გამა“, „აზონი“, სტამბა „ფავორიტი“.
Mercedes-Benz Event-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ის საშუალებით გაიყიდება.