პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა
"ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა

ერო­სის და იას­გან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუს­თა­ვი 2"-ის გა­ყიდ­ვით ერთი თეთ­რიც არ მი­უ­ღია, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმამ ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მიერ წი­ლის გას­ხვი­სე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი იყო. ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის უც­ნო­ბია დე­ტა­ლე­ბი თუ რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე.

„ერო­სის და იას­გან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუს­თა­ვი 2"-ის გა­ყიდ­ვით ერთი თეთ­რიც არ მი­უ­ღია. ჯარ­ჯი და დათო ამ­ბო­ბენ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მიჯ­ნუ­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერო­სის­თან რა მო­ი­ლა­პა­რა­კეს და შეს­რულ­და თუ არა პი­რო­ბა, ვინც გა­და­ი­ხა­და, მან უნდა თქვას. ხალ­ვა­შის­გან მსმე­ნია, რომ მას ერო­სი არ უნა­ხავს და არც თან­ხა არ გა­და­უ­ცია. ერო­სის­თვის არას­დროს მი­კი­თხავს, რა გა­ყი­და და რა მი­უ­ტა­ნეს, მაგ­რამ ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ და­მი­მა­ლავ­და. ის ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ მას ისე­ვე ეკუთ­ვნის "რუს­თა­ვი 2", რო­გორც მათ, ვინც ახლა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. „რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლო­ბი­დან გას­ვლის სა­კი­თხი ერო­სის­თვის იმ მო­მენ­ტში დღის წეს­რიგ­ში არ იდგა, ეს იყო შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. წი­ლის გას­ხვი­სე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს ჰქონ­და ჰქონ­და პრე­ტენ­ზია „რუს­თა­ვი2“-ზე და თუკი მისი ოჯა­ხი რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ და­ვას და­ი­წყებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის გვერ­დში და­უდ­გე­ბა მათ.

„თუ წი­ლობ­რივ და ქო­ნებ­რივ და­ვა­ში ია რა­ი­მე ფორ­მით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი. ეს მისი, რო­გორც სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რის გა­და­სა­წყვე­ტია. ვიცი, რომ ერო­სის ჰქონ­და პრე­ტენ­ზია "რუს­თა­ვი 2"-ზე და თვლი­და, რომ მისი ინ­ტე­რე­სი არ იყო დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა

"ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა

ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.

ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო. ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია დეტალები თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებაზე.

„ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის "რუსთავი 2", როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. „რუსთავი 2"-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა ჰქონდა პრეტენზია „რუსთავი2“-ზე და თუკი მისი ოჯახი რაიმე სამართლებრივ დავას დაიწყებს ამ მიმართულებით, ის გვერდში დაუდგება მათ.

„თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია "რუსთავი 2"-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა. იხილეთ სტატია სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები