პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე
"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

„ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად არ­სა­ით მი­დის და ამა­სო­ბა­ში, მსოფ­ლიო დო­ნის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში­ გა­ურ­კვე­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბია და მათ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს,” - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას. მისი შე­ფა­სე­ბით, ეს რომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა იყოს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ მი­ა­ნი­ჭებ­დნენ. მისი გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც ახლა ხა­ზა­რა­ძი­სა და ჯა­ფა­რი­ძის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, ნორ­მა­ლუ­რი არ არის. ბიზ­ნეს­მე­ნის შე­ფა­სე­ბით, ამ საქ­მეს 2-3 წლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და მის გარ­შე­მო მუდ­მი­ვად ხმა­უ­რი არ სჭირ­დე­ბა.

„თუ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვაა, რა­ტომ აძ­ლე­ვენ მას გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით? თუ ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა­ და პრო­კუ­რა­ტუ­რა მხო­ლოდ იმის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს, მოხ­და თუ არა და­ნა­შა­უ­ლი, რა­ტომ გახ­და ეს თემა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი სა­გა­ნი? სწო­რედ არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იგ­რძნო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, რომ ეს არის ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა მის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ეჭ­ვე­ბი რომ გა­ქარ­წყლდეს, გა­მო­ძი­ე­ბამ ბრა­ლი უნდა და­ა­სა­ბუ­თოს. ის, რაც ახლა ხა­ზა­რა­ძი­სა და ჯა­ფა­რი­ძის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, ნორ­მა­ლუ­რი არ არის.

ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად მი­დის, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, არ­სა­ით და ამა­სო­ბა­ში მსოფ­ლიო დო­ნის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში­ გა­ურ­კვე­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბია და მათ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. ისი­ნი არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან და ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე არი­ან გა­სუ­ლი. მათ იც­ნობს მთე­ლი ბიზ­ნე­სე­ლი­ტა სა­ზღვარ­გა­რეთ, ვი­საც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი აქვს და რა წარ­მოდ­გე­ნა უნდა დარ­ჩეთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე? არ სჭირ­დე­ბა ამ საქ­მეს 2-3-წლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ ეს თემა მუდ­მი­ვად ატ­რი­ა­ლო და შექ­მნა ხმა­უ­რი,” - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

იგი, ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის შექ­მნის და­ა­ნონ­სე­ბას. ჭყო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ მოძ­რა­ო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბიც გა­ერ­თი­ან­დნენ და ეს არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ არის მი­მარ­თუ­ლი.

„შე­წუხ­და ადა­მი­ა­ნი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და თქვა, რომ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ჯან­სა­ღებს დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. რა არის ამა­ში ცუდი? ამ იდე­ის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბე­ბა. ეს არის თემა, რო­მე­ლიც ყვე­ლას აწუ­ხებს. ხა­ზა­რა­ძის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­საძ­ლოა ისე­თი მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც დღეს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში არი­ან. რა თქვა სამ­ტრო და ვინ­მეს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­მუ­კამ? რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და­უ­პი­რის­პირ­და მისი გან­ცხა­დე­ბა? არც ერთს. თუ ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა გარ­და­იქ­მნე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად, ამომ­რჩე­ველს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩი­ოს ისი­ნი, ვინც მათ ოჯახს მო­უ­ტანს კე­თილ­დღე­ო­ბას.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ჯგუ­ფი, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი და უნა­რი ქვე­ყა­ნა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს. წი­ნას­წარ ვიცი, რომ მათ­ზე იტყვი­ან - ოლი­გარ­ქე­ბი არი­ან, ქვეყ­ნის შე­საჭ­მე­ლად მო­დი­ა­ნო და კი­დევ ათას სი­ბინ­ძუ­რეს დას­წა­მე­ბენ, მაგ­რამ, მოდი, მათ და­ვუს­ვათ შე­კი­თხვა, ვინც ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - თვი­თონ რა გა­ა­კე­თეს? ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს ბად­რიმ და მა­მუ­კამ და სა­ერ­თოდ გა­ე­რიდ­ნენ იმ ბიზ­ნესპრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა სა­თა­ვე­შიც იდ­გნენ,” - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

ბიზ­ნეს­მენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ლა­რის კურ­სის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა. ჭყო­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, კობა გვე­ნე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბი­დან, რომ - „ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გაც­ვლი­თი კურ­სია“ - მხო­ლოდ ის დას­კვნა კეთ­დე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მარ­თლაც თა­ვი­სუფ­ლად არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი.

„ლა­რის კურ­სი კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა და მისი გაც­ვლი­თი კურ­სი ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი ეკო­ნო­მი­კის სა­ხეა. არა­და, ლარი და მისი სტა­ბი­ლუ­რო­ბა გან­სა­ზღვრავს ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ამ­ბობს­, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაც­ვლი­თი კურ­სი გვაქ­ვსო, შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ერთი დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნოთ - ლარი მარ­თლაც თავი­სუფ­ლად არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. თა­ვი­სუ­ფალ, მცუ­რავ გაც­ვლით კურსს სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და არ ნიშ­ნავს, რომ მიშ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი გაც­ვლი­თი კურ­სი ისე გეს­მის, რომ ნე­ბა­ზე უნდა მი­უშ­ვა, მა­შინ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, თა­ვი­სი აპა­რა­ტი­თა და ამ­დე­ნი ხარ­ჯით, რის­თვის გვჭირ­დე­ბა? მა­შინ რა არის მისი ფუნ­ქცია?“ - აცხა­დებს თე­მურ ჭყო­ნია.

მან იმ ზე­გავ­ლე­ნა­ზეც ისა­უბ­რა, რაც ბიზ­ნეს­ზე ლა­რის კურ­სის ვარ­დნას აქვს. თე­მურ ჭყო­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია პროგ­რეს­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი მა­შინ, როცა ბიზ­ნეს­მე­ნი იმა­ზე ფიქ­რობს, არ გა­კოტ­რდეს და კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მოძ­ვრეს.

„ძლი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გვყავს და იმ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა გვი­წევს, მინ­და ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს ტაში და­ვუკ­რა ამის­თვის.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პროგ­რეს­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი მა­შინ, როცა იმა­ზე ფიქ­რობ, არ გა­კოტ­რდე, პარტნი­ო­რი არ და­კარ­გო, ხელ­ფა­სე­ბი დრო­ზე გას­ცე, მო­ტი­ვა­ცია არ და­კარ­გო და რო­გორ გა­მოძ­ვრე კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან. ასეთ დროს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არა­ფერს ამ­ბობს და მგო­ნი, არც არა­ფერს აკე­თებს, უნდა გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეს ლა­რის კურ­სის რყე­ვის მი­ზე­ზებ­ზე, პროგ­ნო­ზებ­ზე, ოღონდ რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ გათ­ვლებს უნდა აკე­თებ­დეს. იგი­ვე მო­ე­თხო­ვე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრსაც. ესე­ნი კი დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან და კო­მუ­ნის­ტუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით სა­უბ­რო­ბენ. კო­მუ­ნიზ­მი კარ­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი კი არ და­ინ­გრე­ო­და,” - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

ნა­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

„ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს,” - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას. მისი შეფასებით, ეს რომ ერთი ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა იყოს, საგამოძიებო უწყებები საგანგებო პრესკონფერენციებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ. მისი განცხადებით, ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. ბიზნესმენის შეფასებით, ამ საქმეს 2-3 წლიანი გამოძიება და მის გარშემო მუდმივად ხმაური არ სჭირდება.

„თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი? სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იგი, ასევე, გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებას. ჭყონიას განცხადებით, ამ მოძრაობაში, შესაძლოა, ცნობილ ბიზნესმენებთან ერთად, მმართველი გუნდის წევრებიც გაერთიანდნენ და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„შეწუხდა ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით და თქვა, რომ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააჯანსაღებს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. რა არის ამაში ცუდი? ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან. რა თქვა სამტრო და ვინმეს საწინააღმდეგო მამუკამ? რომელ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდა მისი განცხადება? არც ერთს. თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ისინი, ვინც მათ ოჯახს მოუტანს კეთილდღეობას.

წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ძალიან ცნობილი ბიზნესმენების ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს. წინასწარ ვიცი, რომ მათზე იტყვიან - ოლიგარქები არიან, ქვეყნის შესაჭმელად მოდიანო და კიდევ ათას სიბინძურეს დასწამებენ, მაგრამ, მოდი, მათ დავუსვათ შეკითხვა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს იყო ხელისუფლებაში - თვითონ რა გააკეთეს? ხომ ხედავთ, როგორი სწორი ნაბიჯები გადადგეს ბადრიმ და მამუკამ და საერთოდ გაერიდნენ იმ ბიზნესპროექტებს, რომელთა სათავეშიც იდგნენ,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენმა ინტერვიუში ლარის კურსის შესახებაც ისაუბრა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა. ჭყონიას შეფასებით, კობა გვენეტაძის განცხადებიდან, რომ - „ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი კურსია“ - მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ეროვნული ვალუტა მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული.

„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლარი მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

მან იმ ზეგავლენაზეც ისაუბრა, რაც ბიზნესზე ლარის კურსის ვარდნას აქვს. თემურ ჭყონიას შეფასებით, შეუძლებელია პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბიზნესმენი იმაზე ფიქრობს, არ გაკოტრდეს და კრიზისული ვითარებიდან გამოძვრეს.

„ძლიერი ბიზნესმენები გვყავს და იმ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ბიზნესის წარმოება გვიწევს, მინდა ყველა ბიზნესმენს ტაში დავუკრა ამისთვის.

როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან. ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"