მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ბიჭს ისიც ახსოვს, როგორ გადმოხტა" - ერთ-ერთი ვერსიით, თუშეთში ტრაგედიის მიზეზი ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა
"ჩემს ბიჭს ისიც ახსოვს, როგორ გადმოხტა" - ერთ-ერთი ვერსიით, თუშეთში ტრაგედიის მიზეზი ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა

თუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ზუსტ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი ად­გი­ლობ­რი­ვებს უჭირთ, თუმ­ცა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბაა. ამას­თან, ავა­რი­ი­სას გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან.

"რამ­დენ­ჯერ­მე გას­ჩე­რე­ბი­ათ გზა­ში მან­ქა­ნა. ჩემს ბიჭს დე­ტა­ლებს ვერ ვე­კი­თხე­ბი, არ ახ­სოვს არა­ფე­რი. ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლია. არც ის ახ­სოვს, რო­გორ გად­მოხ­ტა. 17 წლის არის. ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ დრო­ე­ბით კი­თხვე­ბი არ და­ვუს­ვა, რათა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნო", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მა­მამ, ბი­ძი­ნა თორღვა­ი­ძემ.

სო­ფელ ზემო ალ­ვა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ჰყვე­ბი­ან, რომ მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე „კა­მა­ზით“ თუ­შე­თის გზა­ზე პირ­ვე­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბის წაყ­ვა­ნა არ სურ­და. თუმ­ცა, მათ წას­ვლა მა­ინც გა­წყვი­ტეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი ავა­რი­ის ძი­რი­თად მი­ზე­ზად მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ო­ბას და არას­წორ მა­ნევ­რს ასა­ხე­ლებს. მათი თქმით, ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა­აა სა­ჭი­რო. ამას­თან, ხში­რია ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რაც საფრ­თხეს უფრო ზრდის.

თუ­შე­თის თემ­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს ლადო კა­ხო­ი­ძეს მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბა უჭირს,თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე ხში­რია ავა­რი­ე­ბი და მძღო­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ასე­თი მან­ქა­ნით ძი­რი­თა­დად საკ­ვე­ბი და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა გა­დაქვთ. მო­სახ­ლე­ო­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით მოძ­რა­ობს თუ­შე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­შიც პრო­დუქ­ტი მიჰ­ქონ­დათ სო­ფელ ბე­ღე­ლა­ა­ში, სა­დაც დღე­სას­წა­უ­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. რო­გორც მი­თხრეს მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მან­ქა­ნა უკა­ნა სვლით რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და“, - გა­ნა­ცხა­და ლადო კა­ხო­ი­ძემ.

„კა­მა­ზის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 12 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, თუ­შე­თის გზა­ზე ხევ­ში გა­და­ვარ­და. 5-მა ადა­მი­ან­მა გად­მოხ­ტო­მა მო­ა­ხერ­ხა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ავა­რი­ის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი - მამა და ორი შვი­ლი. და­ღუ­პუ­ლია მძღო­ლიც. 2 ადა­მი­ა­ნი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი და გი­გო­ი­ძე­ე­ბი თუ­შე­თო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სო­ფელ ბე­ღე­ლა­ში მი­დი­ო­და. მომ­ხდა­რის გამო სო­ფელ­ში და­გეგ­მი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ჩემს ბიჭს ისიც ახსოვს, როგორ გადმოხტა" - ერთ-ერთი ვერსიით, თუშეთში ტრაგედიის მიზეზი ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა

"ჩემს ბიჭს ისიც ახსოვს, როგორ გადმოხტა" - ერთ-ერთი ვერსიით, თუშეთში ტრაგედიის მიზეზი ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა

თუშეთში მომხდარი ტრაგედიის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც განიხილება, სატვირთო ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. ამასთან, ავარიისას გადარჩენილები, ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან.

"რამდენჯერმე გასჩერებიათ გზაში მანქანა. ჩემს ბიჭს დეტალებს ვერ ვეკითხები, არ ახსოვს არაფერი. ძალიან განერვიულებულია. არც ის ახსოვს, როგორ გადმოხტა. 17 წლის არის. ექიმებმა მითხრეს, რომ დროებით კითხვები არ დავუსვა, რათა ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაშავებულის მამამ, ბიძინა თორღვაიძემ.

სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებლები კი "ინტერპრესნიუსთან" ჰყვებიან, რომ მძღოლი ზაურ გიგოიძე „კამაზით“ თუშეთის გზაზე პირველად იმყოფებოდა, რის გამოც ადამიანების წაყვანა არ სურდა. თუმცა, მათ წასვლა მაინც გაწყვიტეს. შემთხვევის ადგილზე მყოფები ავარიის ძირითად მიზეზად მანქანის ტექნიკურად გაუმართაობას და არასწორ მანევრს ასახელებს. მათი თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაში ყოფნააა საჭირო. ამასთან, ხშირია ამინდის ცვალებადობა, რაც საფრთხეს უფრო ზრდის.

თუშეთის თემში ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს მომხდარის მიზეზების დაკონკრეტება უჭირს,თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნულ გზაზე ხშირია ავარიები და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ასეთი მანქანით ძირითადად საკვები და სამშენებლო მასალა გადაქვთ. მოსახლეობა მიკროავტობუსებით მოძრაობს თუშეთის მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც პროდუქტი მიჰქონდათ სოფელ ბეღელააში, სადაც დღესასწაული უნდა გამართულიყო. როგორც მითხრეს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა უკანა სვლით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა“, - განაცხადა ლადო კახოიძემ.

„კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. 2 ადამიანი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შაბალაიძეები და გიგოიძეები თუშეთობის აღსანიშნავად სოფელ ბეღელაში მიდიოდა. მომხდარის გამო სოფელში დაგეგმილი დღესასწაული აღარ ჩატარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი