პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე მოუსვენარია" - რუსკა მაყაშვილის ოჯახური იდილია (ფოტოები)
"ბავშვი სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე მოუსვენარია" - რუსკა მაყაშვილის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"მას­ტერ­შე­ფის" წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ჩვე­უ­ლი ენერ­გი­უ­ლო­ბით ახა­ლი­სებს შოუს. რო­გორც იცით, აზარ­ტუ­ლი და გემ­რი­ე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან. იმას, თუ ვინ მოხ­ვდე­ბა ფი­ნალ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ და შე­ა­ფა­სე­ბენ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ რუს­კაც არა­ნაკ­ლე­ბი გურ­მა­ნი ყო­ფი­ლა. რუს­კას­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ­მა "გზამ" ჩა­წე­რა:

- რუს­კა, თვი­თონ თუ ხარ გურ­მა­ნი და თუ გიყ­ვარს გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი?

- სხვა­თა შო­რის, ჭამა და გემ­რი­ე­ლი რა­მე­რუ­მე­ე­ბი მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, გა­რეგ­ნუ­ლად არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ ასეა. "მას­ტერ­შე­ფი" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და გემ­რი­ე­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი აკე­თე­ბენ. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გავ­სინ­ჯო. ჩა­წე­რის დროს თით­ქმის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძი და­ვა­გე­მოვ­ნე.

- თვი­თონ რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რი ხარ?

- სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა ვიცი, მაგ­რამ დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, იშ­ვი­ა­თად მი­წევს.

- ესე იგი, პა­ტა­რას ვერ ანე­ბივ­რებ დე­დის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით.

- ილია ისე­თი გურ­მა­ნია, რა უნდა მის­ცე, რომ არ ჭა­მოს, ყვე­ლა­ფერ­ზე პირს აღებს. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე, ბრო­კო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ხინ­კლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს მი­ირ­თმევ­და. ვა­ი­მე, ახლა ეს გა­ვა­კე­თოთ და ახლა ის, ასე არ ხდე­ბა ჩვენ­თან. და­პა­ნი­კე­ბუ­ლი დედა არ ვარ, ზედ­მე­ტად სა­თუ­თად რომ ზრდი­ან შვი­ლებს. სხვა­თა შო­რის, კა­ცუ­რი საჭ­მე­ლე­ბი უფრო უყ­ვარს - ხინ­კა­ლი, მწვა­დი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ხინ­კა­ლი რომ გა­ვა­სინ­ჯე და მო­ე­წო­ნა.

- კი­დევ, რა შე­გიძ­ლია მი­თხრა ილი­ა­ზე, რო­გო­რი ბავ­შვია?

- რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, მარ­თლა (იცი­ნის), სა­სა­ცი­ლოა, კე­თი­ლია. არ მო­მე­რი­დე­ბა და ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ალ­ბათ, ყვე­ლა დე­დის­თვის ასეა, მაგ­რამ... უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია აქვს, ვერ დაღ­ლი. ბავ­შვი ცელ­ქი კი უნდა იყოს, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე­თი ცელ­ქი თუ იქ­ნე­ბო­და. ძიძა არ მყავს, ძი­ძე­ბის ფო­ბია მაქვს და ამი­ტომ, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ მას­თან. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა მინ­და, მაგ­რამ დრო აღარ მრჩე­ბა - ათ­ვლა იწყე­ბა ილი­ა­დან, ჯერ ის არის მთა­ვა­რი. ერთხანს სამ­სა­ხურ­შიც დამ­ყავ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სამ­სა­ხურ­ში მოყ­ვა­ნა, არა­ვის არაფ­რის კე­თე­ბას არ და­აც­დის.

- რას შე­ა­და­რებ დე­დო­ბას?

- მგო­ნია, რომ დე­დაშ­ვი­ლო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად რა­ღაც ახა­ლი სი­ტყვა უნდა მო­ვი­ფიქ­როთ. არც სა­ო­ცა­რი, არც კარ­გი, არც ძლი­ე­რი - არც ერთი სი­ტყვა არ გა­მო­ხა­ტავს დე­დის სიყ­ვა­რულს. ეს გრძნო­ბა სცდე­ბა მთელ გა­ლაქ­ტი­კას. ილია გაჩ­ნდა და დამ­თავ­რდა - მა­ნამ­დე რა იყო, აღარ მახ­სოვს. მგო­ნია, ილი­ას­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე, ალ­ბათ ყვე­ლა დე­დას ასე­თი შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა. ხომ ასე ემო­ცი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ცუ­დად არის, მა­შინ არ ვფო­რი­ა­ქობ, პა­ნი­კა­ში არ ვვარ­დე­ბი. პი­რი­ქით, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ და ჩემი ეს სიმ­შვი­დე, სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩემ­საც უკ­ვირს და ჩემს მე­ო­რე დე­და­საც...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ბავშვი სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე მოუსვენარია" - რუსკა მაყაშვილის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"ბავშვი სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე მოუსვენარია" - რუსკა მაყაშვილის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"მასტერშეფის" წამყვანი, მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჩვეული ენერგიულობით ახალისებს შოუს. როგორც იცით, აზარტული და გემრიელი კულინარიული შოუს მონაწილეები ერთმანეთს კერძების მომზადებაში ეჯიბრებიან. იმას, თუ ვინ მოხვდება ფინალში, პროფესიონალი შეფმზარეულები გადაწყვეტენ და შეაფასებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსკაც არანაკლები გურმანი ყოფილა. რუსკასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა:

- რუსკა, თვითონ თუ ხარ გურმანი და თუ გიყვარს გემრიელობები?

- სხვათა შორის, ჭამა და გემრიელი რამერუმეები მიყვარს. შეიძლება, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ ასეა. "მასტერშეფი" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გემრიელი პროექტია, რომელსაც პროფესიონალები აკეთებენ. ვცდილობ, ყველაფერი გავსინჯო. ჩაწერის დროს თითქმის ყველა მონაწილის გაკეთებული კერძი დავაგემოვნე.

- თვითონ როგორი კულინარი ხარ?

- სადილების მომზადება ვიცი, მაგრამ დროის სიმცირის გამო, იშვიათად მიწევს.

- ესე იგი, პატარას ვერ ანებივრებ დედის მომზადებული კერძებით.

- ილია ისეთი გურმანია, რა უნდა მისცე, რომ არ ჭამოს, ყველაფერზე პირს აღებს. პატარაობიდანვე, ბროკოლიდან დაწყებული, ხინკლით დამთავრებული, ყველაფერს მიირთმევდა. ვაიმე, ახლა ეს გავაკეთოთ და ახლა ის, ასე არ ხდება ჩვენთან. დაპანიკებული დედა არ ვარ, ზედმეტად სათუთად რომ ზრდიან შვილებს. სხვათა შორის, კაცური საჭმელები უფრო უყვარს - ხინკალი, მწვადი. ძალიან პატარა იყო, ხინკალი რომ გავასინჯე და მოეწონა.

- კიდევ, რა შეგიძლია მითხრა ილიაზე, როგორი ბავშვია?

- რაღაცნაირად განსაკუთრებული გამოვიდა, მართლა (იცინის), სასაცილოა, კეთილია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ძალიან საყვარელია. ალბათ, ყველა დედისთვის ასეა, მაგრამ... უზარმაზარი ენერგია აქვს, ვერ დაღლი. ბავშვი ცელქი კი უნდა იყოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ცელქი თუ იქნებოდა. ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის.

- რას შეადარებ დედობას?

- მგონია, რომ დედაშვილობის გამოსახატავად რაღაც ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქროთ. არც საოცარი, არც კარგი, არც ძლიერი - არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს. ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას. ილია გაჩნდა და დამთავრდა - მანამდე რა იყო, აღარ მახსოვს. მგონია, ილიასთან ერთად დავიბადე, ალბათ ყველა დედას ასეთი შეგრძნება ეუფლება. ხომ ასე ემოციურად ვარ განწყობილი, მაგრამ როდესაც ცუდად არის, მაშინ არ ვფორიაქობ, პანიკაში არ ვვარდები. პირიქით, უფრო მობილიზებული ვარ და ჩემი ეს სიმშვიდე, სხვათა შორის, დედაჩემსაც უკვირს და ჩემს მეორე დედასაც...წაიკითეთ სრულად

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

"ნამდვილი მე" - როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის და ფილტრის გარეშე

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი