საზოგადოება
Faceამბები
პოლიტიკა

7

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:33-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. არ უნდა ჭამოთ ზედმეტი. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში. კარგია ყურძნისა და ეგზოტიკური ხილის ჭამა. დღე შეეფერება მივლინებებს, მოგზაურობას, ლაშქრობას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ერთობლივს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია
"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

27 ივ­ლისს, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, ფშა­ვი-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მე-20 კი­ლო­მეტრზე მომ­ხდა­რ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა, გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სულ ხუთ­მა ადა­მი­ან­მა.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. თბი­ლი­სი­დან ასე­ვე გა­ემ­გზავრნენ და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარი გა­მო­უ­ცხა­და.

"უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ თუ­შეთ­ში დღეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ მძი­მე წუ­თებ­ში თა­ნად­გო­მას და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს, და­შა­ვე­ბუ­ლებს კი მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სატ­ვირ­თო­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი თუ­შე­თო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრებ­ლად სო­ფელ ომა­ლო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ოჯა­ხის სამი წევ­რი, მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

"12 ადა­მი­ა­ნით და პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი მარ­თავ­და, მას მო­სახ­ლე­ო­ბა გა­უფრ­თხი­ლე­ბია, რომ მსგავ­სი ტი­პის მან­ქა­ნით პირ­ვე­ლად მი­დი­ო­და ამ გზა­ზე და ღია კა­ბი­ნა­ზე დაჯ­დო­მა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო. თუმ­ცა რო­გორც სო­ფელ­ში მე­უბ­ნე­ბი­ან გზა­დაგ­ზა ხალ­ხი ემა­ტე­ბო­და" - უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ავა­რი­ის შე­დე­გად ხევ­ში ჩა­ვარ­დნი­ლე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს გა­ნახ­ლდა. პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კის ჩარ­თვა გახ­დეს სა­ჭი­რო. რო­გორც ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და გუ­შინ ღა­მით, ოთხი გარ­დაც­ლი­ლი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს, ორი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი გარ­დაც­ლი­ლი კი, რო­მე­ლიც სატ­ვირ­თოს ქვეშ არის მო­ყო­ლო­ლი, მისი გა­მოყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­დე­ბა. შე­საძ­ლოა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მყვინ­თა­ვე­ბიც ჩარ­თვა გახ­დეს სა­ჭი­რო.

27 ივ­ლისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე და ზაურ გი­გო­ი­ძე

ავტორი:

"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

როგორც ცნობილია, სატვირთოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.

"12 ადამიანით და პროდუქტით დატვირთულ მანქანას, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 30 წლამდე მამაკაცი მართავდა, მას მოსახლეობა გაუფრთხილებია, რომ მსგავსი ტიპის მანქანით პირველად მიდიოდა ამ გზაზე და ღია კაბინაზე დაჯდომა საფრთხის შემცველი იყო. თუმცა როგორც სოფელში მეუბნებიან გზადაგზა ხალხი ემატებოდა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები.

ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა. პროცესში შესაძლოა დამატებითი ტექნიკის ჩართვა გახდეს საჭირო. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, Ambebi.ge-ს განუცხადა გუშინ ღამით, ოთხი გარდაცლილი პროზექტურაში გადაასვენეს, ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთი გარდაცლილი კი, რომელიც სატვირთოს ქვეშ არის მოყოლოლი, მისი გამოყვანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოხდება. შესაძლოა სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩართვა გახდეს საჭირო.

27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვებაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარ ფოტოზე: ლევან შაბალაიძე, გაგა შაბალაიძე და ზაურ გიგოიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ