სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება"
"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება"

ათას­ზე მეტი და­კა­ვე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი, ОМОН–ის სპეც­რაზ­მი­თა და გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბით დარ­ბე­უ­ლი აქ­ცია, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი – ასე­თი იყო გუ­შინ­დე­ლი მოს­კო­ვი, სა­დაც ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნით გა­მო­ვი­და.

ყვე­ლა­ფე­რი გა­სულ კვი­რას და­ი­წყო - სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ 30-მდე კან­დი­დატს არ მის­ცა უფ­ლე­ბა, კენ­ჭი ეყა­რა. მი­ზე­ზად მათ მიერ შეგ­რო­ვი­ლი 5 500 ხელ­მო­წე­რის გა­ყალ­ბე­ბა და­ა­სა­ხე­ლა... ძა­ლი­ან მალე ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში კან­დი­და­ტე­ბის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად გა­მო­ვი­და.

იმავდრო­უ­ლად, მთა­ვარ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ მო­სახ­ლე­ო­ბას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თა­ვად ნა­ვალ­ნის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მო­წო­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის 30 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. აქ­ცია მა­ინც ჩა­ტარ­და და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ვიდ­რე ამას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ელოდ­ნენ.

novayagazeta.ru–ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნა 27 ივ­ლი­სის სა­საკ­ლა­ოს გან­მე­ო­რე­ბას და ამ სცე­ნა­რით მოვ­ლე­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ელო­დე­ბა. მისი თქმით, "ახლა და­ი­წყე­ბა და­კა­ვე­ბე­ბის ახა­ლი სე­რია, ტი­ტუშ­კე­ბი, კო­ლექ­ტი­უ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რად­გან პუ­ტი­ნი მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არა­ვის პა­ტი­ობს..."

რო­გორც იცით, გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და კად­რე­ბი თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და სპეც­რაზ­მი ფი­ზი­კუ­რად მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს.

27 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს­ვე ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ ოპო­ზი­ცი­უ­რი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე გა­მო­ცე­მებ­ზეც გა­ი­ლაშ­ქრა. ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი Дожд-ში მა­შინ შე­ვარ­დნენ, რო­დე­საც აქ­ცი­ი­დან პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­და. მათ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ალექ­სან­დრე პე­რე­პო­ლოვს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის უწყე­ბა გა­დას­ცეს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი ცეს­კო-ს მუ­შა­ო­ბა­ში უშ­ლი­ან ხელს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, დი­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კან­დი­და­ტე­ბი ილია ია­ში­ნი, დმიტ­რი გუდ­კო­ვი, იუ­ლია გა­ლი­ა­მი­ნა და ივან ჟდა­ნო­ვი შუ­ა­დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­უ­ბოვ სო­ბო­ლი, მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის 30 ათა­სი რუბ­ლით და­ა­ჯა­რი­მეს. ამის შემ­დეგ, ისი­ნი მოს­კო­ვის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. მათ მო­სახ­ლე­ო­ბაც შე­უ­ერ­თდა. სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­თვის სო­ბო­ლი, გა­ლი­ა­მი­ნი, ჟდა­ნო­ვა და ია­ში­ნი ისევ და­ა­კა­ვეს და პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"სპეც­რაზ­მი და ОМОН-ი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­და, წრე­ში მოგ­ვაქ­ცევ­დნენ, ჯაჭვს გა­ა­კე­თებ­დნენ და წინ წას­ვლის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ"– წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი.

novayagazeta.ru-ს ოპე­რა­ტო­რი ილია აზა­რი, რო­მე­ლიც 27 ივ­ლი­სის დარ­ბე­ვის ღა­მეს და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, წერს:

"ბავ­შვთა სამ­ყა­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე ადა­მი­ან­თან ერ­თად ვი­დე­ქით, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვი­ძახ­დით, "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი!" "შეგ­ვეშ­ვით!" ამ დროს წა­მო­ვი­და ჩვე­ნი­ვე სპეც­რაზ­მი და ხელ­კე­ტე­ბი დაგ­ვი­ში­ნა...

და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გარ­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი, ერთ-ერთი ბიჭი და­მა­მახ­სოვ­რდა, ის ძირს და­ეგ­დოთ და თავ­ში ურტყამ­დნენ. მისი გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, რა დრო­საც მომ­ვარ­დნენ და გა­და­ღე­ბის შე­წყვე­ტა მიბ­რძა­ნეს... შემ­დეგ, ორი ახ­მა­ხი და­მეძ­გე­რა და მან­ქა­ნა­ში ჩა­მაგ­დო, გზა­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნუ ფარ­თხა­ლებთ, ხომ იცით, არა­ფე­რი გა­გი­ვა­თო... მე კი აქ­ცი­ა­ზე უამ­რა­ვი, თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე და ბრძო­ლის ჟი­ნით ან­თე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­ვი­ცა­ნი და მტკი­ცედ მჯე­რა, რომ რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი".

აქ­ცი­ის შე­სა­ხებ იქ მყო­ფე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წე­რენ:

"რო­დე­საც ხელ­კე­ტე­ბით დაგ­ვე­რივ­ნენ, გა­ვი­ქე­ცით. გო­გო­ებს ხელს გვკრავ­დნენ, ბი­ჭებს კი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. უცებ ჩემს წინ მი­მა­ვალ ბიჭს სპეც­რაზ­მელ­მა ზურ­გში ისე ძლი­ე­რად ჩა­არ­ტყა, რომ ის წა­იქ­ცა. თავი რომ წა­მოს­წია, სახე სულ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. მივ­ვარ­დი, რომ წა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ნიღ­ბი­ან­მა მხარ­ში და­მავ­ლო ხელი და ბორ­დი­ურ­ზე და­მა­ხეთ­ქა. ამ დროს გა­ვი­გე ხმა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდა, მან ხელ­კე­ტი წაქ­ცე­ულ ბიჭს ისე მაგ­რად ჩა­არ­ტყა, რომ თავი გა­უ­ხეთ­ქა და ახლა მე­ო­რე მხა­რეს იფეთ­ქა სის­ხლმა... მას გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი და­ე­სივ­ნენ, მაგ­რამ ხელ­კე­ტით იგე­რი­ებ­და, ყვე­ლას ურტყამ­და. ამა­სო­ბა­ში კი­დევ ორი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვარ­და და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ბიჭი სა­დღაც გა­ა­ქა­ნეს... ეს დღე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ეს დღე პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა შერ­ჩეს. პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროა! მოს­კო­ვის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვით რუ­სეთ­ში დიდი გა­მო­ფხიზ­ლე­ბა და­ი­წყო” - წერს ირი­ნა ფე­დო­რო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ეს დღე მოს­კოვ­ში არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ... ძაღ­ლე­ბით დაგ­ვსდევ­დნენ, რო­გორც წლე­ბის წინ ფა­შის­ტე­ბი ებ­რა­ე­ლებ­სა და თა­ვი­ანთ მტრებს... ჟან­დარ­მი, რო­მე­ლიც მა­ფი­ას იცავს, მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­ტი­კად გა­უს­წორ­და, თუმ­ცა მოს­კო­ვე­ლებს უკვე აღარ ეში­ნი­ათ. აქამ­დე არას­დროს მსმე­ნია სი­ტყვე­ბი, "რო­დემ­დე უნდა ვით­მი­ნოთ ეს სა­საკ­ლაო, ამ ოკუ­პან­ტებს პა­სუ­ხი უნდა გავ­ცე­თო... ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კარ­გად ჩანს, რა გვიქ­ნეს, ანა­ხეთ ისი­ნი თქვენს ახ­ლობ­ლებს, რათა მიხ­ვდეთ, რამ­დე­ნად უკე­თე­სი გახ­და მოს­კო­ვი და რუ­სე­თი სა­ბი­ა­ნი­ნი­სა და პუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში..." – წერს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ივან შაბ­ლო­ვი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

ფო­ტო­ე­ბი: novayagazeta.ru

მთა­ვა­რი ფოტო: ივან შაბ­ლო­ვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება"

"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება"

ათასზე მეტი დაკავებული, ნაცემი, ОМОН–ის სპეცრაზმითა და გაწვრთნილი ძაღლებით დარბეული აქცია, დასისხლიანებული ადამიანები – ასეთი იყო გუშინდელი მოსკოვი, სადაც ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნით გამოვიდა.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო - საარჩევნო კომისიამ 30-მდე კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერის გაყალბება დაასახელა... ძალიან მალე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

იმავდროულად, მთავარმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ მოუწოდა. თავად ნავალნის არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდების გავრცელებისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქცია მაინც ჩატარდა და ქალაქის ქუჩებში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ამას პოლიტიკოსები და ექსპერტები ელოდნენ.

novayagazeta.ru–ს მიმომხილველი იულია ლატინინა 27 ივლისის სასაკლაოს განმეორებას და ამ სცენარით მოვლენების გაგრძელებას ელოდება. მისი თქმით, "ახლა დაიწყება დაკავებების ახალი სერია, ტიტუშკები, კოლექტიური სისხლის სამართლის საქმეები, რადგან პუტინი მის წინააღმდეგობას არავის პატიობს..."

როგორც იცით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა კადრები თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ფიზიკურად მშვიდობიან მომიტინგეებს.

27 ივლისის საღამოსვე ადგილობრივმა პოლიციამ ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემებზეც გაილაშქრა. ძალოვანი უწყების თანამშრომლები Дожд-ში მაშინ შევარდნენ, როდესაც აქციიდან პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. მათ ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს ალექსანდრე პერეპოლოვს საგამოძიებო კომიტეტის უწყება გადასცეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ცესკო-ს მუშაობაში უშლიან ხელს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, დილით დაკავებული დამოუკიდებელი ოპოზიციონერი კანდიდატები ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი, იულია გალიამინა და ივან ჟდანოვი შუადღეს გაათავისუფლეს. კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი, მიტინგის ორგანიზებისთვის 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ, ისინი მოსკოვის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ მოსახლეობაც შეუერთდა. საღამოს 8 საათისთვის სობოლი, გალიამინი, ჟდანოვა და იაშინი ისევ დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

"სპეცრაზმი და ОМОН-ი გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას არ გვაძლევდა, წრეში მოგვაქცევდნენ, ჯაჭვს გააკეთებდნენ და წინ წასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ"– წერს გამოცემის ჟურნალისტი.

novayagazeta.ru-ს ოპერატორი ილია აზარი, რომელიც 27 ივლისის დარბევის ღამეს დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, წერს:

"ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 50-მდე ადამიანთან ერთად ვიდექით, ჩვენ ყველა ერთად ვიძახდით, "სამართლიანი არჩევნები!" "შეგვეშვით!" ამ დროს წამოვიდა ჩვენივე სპეცრაზმი და ხელკეტები დაგვიშინა...

დავინახე, როგორ გარბოდნენ ახალგაზრდები, ერთ-ერთი ბიჭი დამამახსოვრდა, ის ძირს დაეგდოთ და თავში ურტყამდნენ. მისი გადაღება დავიწყე, რა დროსაც მომვარდნენ და გადაღების შეწყვეტა მიბრძანეს... შემდეგ, ორი ახმახი დამეძგერა და მანქანაში ჩამაგდო, გზაში მეუბნებოდნენ, ნუ ფართხალებთ, ხომ იცით, არაფერი გაგივათო... მე კი აქციაზე უამრავი, თავისუფლად მოაზროვნე და ბრძოლის ჟინით ანთებული ახალგაზრდა გავიცანი და მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთი აუცილებლად იქნება თავისუფალი".

აქციის შესახებ იქ მყოფები სოციალურ ქსელშიც წერენ:

"როდესაც ხელკეტებით დაგვერივნენ, გავიქეცით. გოგოებს ხელს გვკრავდნენ, ბიჭებს კი სასტიკად უსწორდებოდნენ. უცებ ჩემს წინ მიმავალ ბიჭს სპეცრაზმელმა ზურგში ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ ის წაიქცა. თავი რომ წამოსწია, სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მივვარდი, რომ წამომეყენებინა, ნიღბიანმა მხარში დამავლო ხელი და ბორდიურზე დამახეთქა. ამ დროს გავიგე ხმა, რომელიც არასდროს დამავიწყდა, მან ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა და ახლა მეორე მხარეს იფეთქა სისხლმა... მას გარშემომყოფები დაესივნენ, მაგრამ ხელკეტით იგერიებდა, ყველას ურტყამდა. ამასობაში კიდევ ორი პოლიციელი მოვარდა და დასისხლიანებული ბიჭი სადღაც გააქანეს... ეს დღე არასდროს დამავიწყდება, ეს დღე პუტინის ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს. პასუხის გაცემის დროა! მოსკოვის აქციის დარბევით რუსეთში დიდი გამოფხიზლება დაიწყო” - წერს ირინა ფედოროვა სოციალურ ქსელში.

"ეს დღე მოსკოვში არასდროს დაავიწყდებათ... ძაღლებით დაგვსდევდნენ, როგორც წლების წინ ფაშისტები ებრაელებსა და თავიანთ მტრებს... ჟანდარმი, რომელიც მაფიას იცავს, მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა, თუმცა მოსკოველებს უკვე აღარ ეშინიათ. აქამდე არასდროს მსმენია სიტყვები, "როდემდე უნდა ვითმინოთ ეს სასაკლაო, ამ ოკუპანტებს პასუხი უნდა გავცეთო... ნახეთ ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რა გვიქნეს, ანახეთ ისინი თქვენს ახლობლებს, რათა მიხვდეთ, რამდენად უკეთესი გახდა მოსკოვი და რუსეთი საბიანინისა და პუტინის პირობებში..." – წერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ივან შაბლოვი "ფეისბუქის" გვერდზე.

ფოტოები: novayagazeta.ru

მთავარი ფოტო: ივან შაბლოვი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე