მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში
მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში

მოს­კოვ­ში, ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე 600-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცია იმ ოფის­ში შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც მი­ტინ­გის ტრანსლა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტრას­ლა­ცია ალექ­სეი ნა­ვალ­ნის არხზე „ნა­ვალ­ნი ლა­ი­ვი“ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ვლა­დი­მირ მი­ლოვს მი­ყავ­და,რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა.

აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კან­დი­და­ტი იუ­ლია გა­ლი­ა­მი­ნა სა­სა­მარ­თლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას „არა­სან­ქცი­რე­ბულ მი­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში მო­წო­დე­ბის­თვის“ მუხ­ლით ასა­მარ­თლე­ბენ.

მი­ტინგზე პო­ლი­ცი­ამ ხალ­ხი მცი­რე ჯგუ­ფე­ბად და­შა­ლა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფან­ტა. პო­ლი­ცია ცდი­ლობს დე­მონ­სტრან­ტე­ბი მოს­კო­ვის მე­რი­ის შე­ნო­ბას­თან არ მი­უშ­ვას.

აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ამას­თან, პო­ლი­ცია ტე­ლე­არხ "დოჟ­დის" რე­დაქ­ცი­ა­ში შე­ვი­და, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხია. პო­ლი­ცი­ამ არ­ხის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ალექ­სან­დრა პე­რე­პე­ლო­ვას სა­სა­მარ­თლო­ში მი­სას­ვლე­ლად უწყე­ბა გა­დას­ცა. ის „სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის“ მუხ­ლით აღ­ძრულ საქ­მე­ზე მოწ­მედ არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მოს­კოვ­ში უკვე ორი კვი­რაა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. მათი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო დუ­მის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კან­დი­და­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აკ­რძალ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში

მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიცია იმ ოფისში შევიდა, საიდანაც მიტინგის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ტრასლაცია ალექსეი ნავალნის არხზე „ნავალნი ლაივი“ ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს მიყავდა,რომელიც პოლიციამ დააკავა.

აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ.

მიტინგზე პოლიციამ ხალხი მცირე ჯგუფებად დაშალა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტა. პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები მოსკოვის მერიის შენობასთან არ მიუშვას.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. ამასთან, პოლიცია ტელეარხ "დოჟდის" რედაქციაში შევიდა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური არხია. პოლიციამ არხის მთავარ რედაქტორს ალექსანდრა პერეპელოვას სასამართლოში მისასვლელად უწყება გადასცა. ის „საარჩევნო უფლების განხორციელებისა და საარჩევნო კომისიების მუშაობისთვის ხელის შეშლის“ მუხლით აღძრულ საქმეზე მოწმედ არის დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე