პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"
რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"

რუსი ინ­ვეს­ტო­რი აფხა­ზე­თის აე­რო­პორ­ტში საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა სო­ხუ­მის არ­ძინ­ბას სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტის სტა­ტუ­სი­სა და აფხა­ზე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მად აე­რო­პორ­ტს სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ხელ­მწი­ფო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას მი­ე­ცა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, აე­რო­პორ­ტში გან­თავ­სდე­ბა რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო ავი­ა­ცია – ანუ სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­ნი­ტა­რუ­ლი ავი­ა­ცია.

სო­ხუმ­ში ამ­ბო­ბენ, რომ სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გახ­სნა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის გარ­და, ხელს შე­უ­წყობს აფხა­ზეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას, ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, სო­ხუ­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 კი­ლო­მენ­ტრში, ბა­ბუ­შე­რას და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე­ობ­და აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა, 1993 წელს აფხა­ზეთ­ში ომის დროს გა­ნად­გურ­და და და­ი­ხუ­რა.

რაულ ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბით, შე­თან­ხმე­ბა ჯერ კი­დევ 2014 წელს, სო­ხუმ­სა და მოს­კოვს შო­რის არ­სე­ბობ­და და სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­ქო­ნის გამო, პრო­ექ­ტი არ და­წყე­ბუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, აე­რო­პორ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ორ წელ­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს.

რაულ ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბი­სა და ზო­გა­დად, პრო­ექ­ტის ამუ­შა­ვე­ბის არ სჯე­რათ აფხა­ზებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხა­ჯიმ­ბას პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვა­დით კენ­ჭისყ­რის სურ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა და პი­ა­რის ნა­წი­ლია.

"2014 წელს ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, ახლა გა­ახ­სენ­დათ და აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე თურ­მე ახა­ლი აე­რო­პორ­ტი გვექ­ნე­ბა... ბრა­ვო რაულ, შენს ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არ აქვს, თუმ­ცა, შენს საქ­მეს კი აკე­თებ...”

“ეს იგი­ვეა, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მოგ­წონს და გი­ზი­დავს, ცო­ლო­ბას შეჰ­პირ­დე, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თლა აპი­რებს მის ცო­ლად მოყ­ვა­ნას... ამას მა­შინ და­ვი­ჯე­რებ, რო­დე­საც ახალ აშე­ნე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტის ლენტს პრე­ზი­დენ­ტი, ან სუ­ლაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გაჭ­რის”

"მერე სად ვიფ­რენთ, ლონ­დონ­ში, პა­რიზ­ში თუ ამე­რი­კა­ში?"

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახ­ლა­ხანს გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი კაფე “პინგვი­ნე­ბის” წინ, ძლი­ე­რი წვი­მე­ბის გამო, ას­ფალ­ტი ჩა­ვარ­და, რო­მე­ლიც ვი­თომ ახ­ლა­ხან გა­ა­რე­მონ­ტეს. კი­დევ კარ­გი, წვიმ­და და ხალ­ხი არ იყო... კა­ფეს წინ გზა ვერ და­გი­გი­ათ და აე­რო­პორ­ტს აა­შე­ნებთ?” - წე­რენ აფხა­ზე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტში რუ­სე­თის მიერ საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და და აცხა­დებს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტში ვერც ერთი ავი­ა­კომ­პა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, სა­ნამ ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო და ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ”.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე ავი­ა­კომ­პა­ნია სო­ხუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნებს და­ი­წყებს, - ეს ნიშ­ნავს, რომ ის და­არ­ღვევს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს, ისე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონს, რაც გა­არ­თუ­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოპე­რი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"

რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"

რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის თანახმად აეროპორტს სამოქალაქო და სახელმწიფო საჰაერო ხომალდების მიღების უფლებას მიეცა.

დოკუმენტის თანახმად, აეროპორტში განთავსდება როგორც სამოქალაქო, ასევე, სახელმწიფო ავიაცია – ანუ სამხედრო ავიაცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სანიტარული ავიაცია.

სოხუმში ამბობენ, რომ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისა და საერთაშორისო ფრენების გარდა, ხელს შეუწყობს აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლას, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

საბჭოთა კავშირის დროს, სოხუმიდან დაახლოებით 20 კილომენტრში, ბაბუშერას დასახლებაში მდებარეობდა აეროპორტი, რომელიც იმ წლებში, სრული დატვირთვით მუშაობდა, თუმცა, 1993 წელს აფხაზეთში ომის დროს განადგურდა და დაიხურა.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმება ჯერ კიდევ 2014 წელს, სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებობდა და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო, პროექტი არ დაწყებულა. მისივე თქმით, აეროპორტი, დაახლოებით ორ წელში სრული დატვირთვით იმუშავებს.

რაულ ხაჯიმბას განცხადებისა და ზოგადად, პროექტის ამუშავების არ სჯერათ აფხაზებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ყველაფერი ხაჯიმბას პრეზიდენტობის მეორე ვადით კენჭისყრის სურვილს უკავშირდება და პიარის ნაწილია.

"2014 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, ახლა გაახსენდათ და აგვისტოს ბოლომდე თურმე ახალი აეროპორტი გვექნება... ბრავო რაულ, შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, თუმცა, შენს საქმეს კი აკეთებ...”

“ეს იგივეა, გოგონას, რომელიც მოგწონს და გიზიდავს, ცოლობას შეჰპირდე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა აპირებს მის ცოლად მოყვანას... ამას მაშინ დავიჯერებ, როდესაც ახალ აშენებული აეროპორტის ლენტს პრეზიდენტი, ან სულაც პრემიერ-მინისტრი გაჭრის”

"მერე სად ვიფრენთ, ლონდონში, პარიზში თუ ამერიკაში?"

“რამდენიმე დღის წინ, ახლახანს გარემონტებული კაფე “პინგვინების” წინ, ძლიერი წვიმების გამო, ასფალტი ჩავარდა, რომელიც ვითომ ახლახან გაარემონტეს. კიდევ კარგი, წვიმდა და ხალხი არ იყო... კაფეს წინ გზა ვერ დაგიგიათ და აეროპორტს ააშენებთ?” - წერენ აფხაზები კომენტარებში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოხუმის აეროპორტში რუსეთის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყებას ეხმიანება და და აცხადებს, რომ “საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, - ეს ნიშნავს, რომ ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი