Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ
ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2-ის" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. მათ გან­ცხა­დე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

ძმე­ბი ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ხე­ლით კი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს მი­მარ­თა­ვენ.

„ერთი კვი­რა გა­ვი­და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც მის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე, გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 4 სა­ათ­ში „აღას­რუ­ლა“ ივა­ნიშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

არ დავ­მა­ლავთ, რომ რო­გორც ყვე­ლა, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი და სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩვენც შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით სტრას­ბურ­გის მო­სა­მარ­თლე­თა ჩვენ­თვის აუხ­სნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც შერ­ჩე­ვი­თად ცი­ტი­რებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, არ მსჯე­ლობს საკ­ვან­ძო ფაქ­ტობ­რივ და სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე (რო­გო­რი­ცაა ჩვე­ნი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნის სტა­ტუ­სი) და ამ­ბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყვე­ლამ პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­ხი­ლეთ, არ ყო­ფი­ლა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

გვინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ "რუს­თა­ვი 2-ელს" - სა­უ­კე­თე­სო გუნდს, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე იდგა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ფრონ­ტის ხაზ­ზე და უდი­დე­სი ზე­წო­ლის ფონ­ზე, ობი­ექ­ტუ­რად აშუ­ქებ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ ნიკა გვა­რა­მი­ას, რო­მე­ლიც ამ ბრძო­ლა­ში მარ­თლაც ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო.

მაგ­რამ ეს არ არის დამ­შვი­დო­ბე­ბის მად­ლო­ბა, მე­გობ­რე­ბო. ეს არის მად­ლო­ბა აქამ­დე გა­დახ­დი­ლი ბრძო­ლე­ბის­თვის, რად­გან ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე.

ამას­თან, გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ ყვე­ლა პო­ტენ­ცი­ურ "შემ­ძენს", თავი შე­ი­კა­ვოს სა­დაო ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბი­სა­გან, რად­გან ისი­ნი ჩა­ით­ვლე­ბი­ან არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შემ­ძე­ნე­ბად.

ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას და მივ­მარ­თავთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ მე­თოდს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, რო­გორც ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს დიდ პა­ლა­ტა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში. იმედს ვი­ტო­ვებთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ დიდ პა­ლა­ტა­ში ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლი­ლი.

ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ და­ნე­ბე­ბის, უი­მე­დო­ბის ან უკან და­ხე­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ერ­თად ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ

ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. მათ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ძმები ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი, ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით კი ნიკოლოზ ნაყოფია, საზოგადოებას და "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავენ.

„ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით - გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ "რუსთავი 2-ელს" - საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.

მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.

ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ "შემძენს", თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.

ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ