მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში ავარიის ადგილას მაშველები მუშაობენ
"ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში ავარიის ადგილას მაშველები მუშაობენ

თუ­შეთ­ში, სა­დაც „კა­მა­ზი“ ხევ­ში გა­და­ვარ­და, ამ წუ­თებ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის 2 ეკი­პა­ჟი მუ­შა­ობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ამოყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ჯგუ­ფე­ბი.

თუ­შეთ­ში, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ არის, რის გა­მოც, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა რთუ­ლია.

„სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ არის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ეკი­პა­ჟე­ბი სამ­შვე­ლო ოპე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვი­ცით.

პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, 5 ადა­მი­ა­ნი არის, ვინც მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა მო­ას­წრო. და­ნარ­ჩე­ნი ინ­ფორ­მა­ცია - უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იყო თუ არა, ვიდ­რე მაშ­ვე­ლე­ბი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას არ ჩა­ა­ტა­რე­ბენ და არ ნა­ხა­ვენ, მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ვა­რა­უ­დია“ - გა­ნა­ცხა­და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში 12 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც ხუთ­მა გად­მოხ­ტო­მა მო­ას­წრო, 7 კი სატ­ვირ­თოს­თან ერ­თად ხევ­ში, 400 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე მყო­ფე­ბი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი თუ­შე­თო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრებ­ლად სო­ფელ ომა­ლო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში ავარიის ადგილას მაშველები მუშაობენ

"ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში ავარიის ადგილას მაშველები მუშაობენ

თუშეთში, სადაც „კამაზი“ ხევში გადავარდა, ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

თუშეთში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც, მომხდართან დაკავშირებით, დეტალების გარკვევა რთულია.

„სატელეფონო კავშირი არ არის, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ეკიპაჟები სამშველო ოპერაციას ატარებენ. შესაბამისად, დეტალები ჯერ არ ვიცით.

პირველადი მონაცემებით, 5 ადამიანი არის, ვინც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. დანარჩენი ინფორმაცია - უფრო მეტი ადამიანი იყო თუ არა, ვიდრე მაშველები სამაშველო ოპერაციას არ ჩაატარებენ და არ ნახავენ, მანამდე ყველაფერი ვარაუდია“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ხუთმა გადმოხტომა მოასწრო, 7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში, 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

სატვირთო მანქანაზე მყოფები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია