ავტორი:

C ჰეპატიტისგან საქართველოში 50 000 ადამიანი განიკურნა - 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

C ჰეპატიტისგან საქართველოში 50 000 ადამიანი განიკურნა - 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება.

2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა - "ვიპოვოთ დაკარგული მილიონები". აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის ახალ კამპანიას “შენ C“ იწყებს, იმისთვის რომ იპოვოს ათასობით ინფიცირებული, ვინც ჯერ არ იცის რომ ვირუსის მატარებელია.

ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით.

ვირუსული ჰეპატიტი ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ და აივ ინფეცქია/შიდსთან შედარებით ცხრაჯერ უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუ არ მოხდა სკრინინგის, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მკურნალობაში ჩართვის მნიშვნელოვანი გაძლიერება, დაინფიცირებულთა და ვირუსული ჰეპატიტით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ვირუსული ჰეპატიტი არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98-100% ეფექტურობით ახდენს ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. საქართველოში იმუნიზაციის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2002 წლიდან მიმდინარეობს. B და C ჰეპატიტით ინფიცირების სტატუსის დასადგენად ტარდება ტესტირება.

C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, 2-3 თვიანი პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება სრულიად განიკურნოს. თუმცა, მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტის მქონე პირთა 80%-ს პრევენციულ, ტეტსტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა არ აქვს.

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიცირება ხორციელდება, რომელიც ყველაზე ახლოსაა კრინინგის სამიზნე მაჩვენებელთან და სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებით უფასო მკურნალობის პროგრამით მოცვა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.

არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა სულ 1,5 მილიონ ადამიანს (სამიზნე მაჩვენებლის 54% შესრულდა), პროგრამაში ჩართულია 58 229-მდე პაციენტი, დაასრულა მკურნალობა 53 908-მა (სამიზნე მაჩვენებლის 44% შესრულდა), განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი