პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი
ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი

ქეთა თო­ფუ­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რუ­სულ და ქარ­თულ მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის მი­ზე­ზია. მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლეს - ლევ გე­იხ­მან­სა და შემ­დეგ რე­პერ გუფს და­შორ­და, А-Студио-ს სო­ლის­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბის დროს, ქეთა თო­ფუ­რი­ას მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მე­ო­თხე თით­ზე მა­სი­უ­რი ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს და ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დია. რუ­სულ­მა მე­დი­ა­მაც მა­შინ­ვე და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, ვი­საც ქე­თას ხელი ეკუთ­ვნის - ხომ არ არის ეს კვლავ რე­პე­რი გუფი?

32 წლის ქეთა თო­ფუ­რი­ას ხელ­ზე ბე­ჭე­დი ახალ ფო­ტო­ებ­შიც უკე­თია. ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ ЖАРА 2019-ზე გა­მოს­ვლამ­დე, მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო­კა­მე­რე­ბის წინ იპო­ზი­ო­რა ულა­მა­ზე­სი თეთ­რი კა­ბით და მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე მა­სი­უ­რი ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დით.

А-Студио-ს სო­ლის­ტი ბეჭ­დის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რებს არ აკე­თებს, თუმ­ცა ფა­ნე­ბი მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ:

"ნუთუ გუფს მიჰ­ყვე­ბა?"; "ეს უბ­რა­ლოდ ბე­ჭე­დია თუ და­ი­ნიშ­ნე?"; "გა­მო­ტყდი, რომ გუფ­ზე აპი­რებ და­ქორ­წი­ნე­ბას"; "ქორ­წი­ლი გვე­ლის?"; "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტარ­ძა­ლი იქ­ნე­ბა!" - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში.

თუმ­ცა, რე­პე­რის გარ­და რუ­სუ­ლი მე­დია კი­დევ ერთ შე­საძ­ლო კან­დი­დატ­ზე წერს. ეს მომ­ღე­რა­ლი სერ­გეი ლა­ზა­რე­ვია. ბა­ქო­ში ფეს­ტი­ვა­ლის დროს ქეთა და სერ­გეი ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს, შემ­დეგ კი ლა­ზა­რევ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"ქეთი! ვაღ­მერ­თებ მისი სტი­ლის გამო! ჩვე­ნი სცე­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლის მქო­ნე... და არ და­მი­ლე­ვია, უბ­რა­ლოდ, ქე­თის გვერ­დით ყო­ველ­თვის სა­ხა­ლი­სოა..."

ჯერ­ჯე­რო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და ფა­ნე­ბიც მხო­ლოდ ეჭ­ვებს გა­მოთ­ქვა­მენ, ვიდ­რე ქეთა არ იტყვის - ეს უბ­რა­ლოდ სამ­კა­უ­ლია, თუ ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება რუსულ და ქართულ მედიაში მუდმივად განხილვის მიზეზია. მას შემდეგ, რაც მეუღლეს - ლევ გეიხმანსა და შემდეგ რეპერ გუფს დაშორდა, А-Студио-ს სოლისტის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს, ქეთა თოფურიას მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე მასიური ბეჭედი შენიშნეს და ყველამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნობის ბეჭედია. რუსულმა მედიამაც მაშინვე დაიწყო მოკვლევა, ვინ შეიძლება იყოს ის, ვისაც ქეთას ხელი ეკუთვნის - ხომ არ არის ეს კვლავ რეპერი გუფი?

32 წლის ქეთა თოფურიას ხელზე ბეჭედი ახალ ფოტოებშიც უკეთია. ბაქოში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ ЖАРА 2019-ზე გამოსვლამდე, მომღერალმა ფოტოკამერების წინ იპოზიორა ულამაზესი თეთრი კაბით და მარჯვენა ხელზე მასიური ბრილიანტის ბეჭდით.

А-Студио-ს სოლისტი ბეჭდის თაობაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა ფანები მოსაზრებებს გამოთქვამენ:

"ნუთუ გუფს მიჰყვება?"; "ეს უბრალოდ ბეჭედია თუ დაინიშნე?"; "გამოტყდი, რომ გუფზე აპირებ დაქორწინებას"; "ქორწილი გველის?"; "არაჩვეულებრივი პატარძალი იქნება!" - წერენ სოციალური ქსელების კომენტარებში.

თუმცა, რეპერის გარდა რუსული მედია კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატზე წერს. ეს მომღერალი სერგეი ლაზარევია. ბაქოში ფესტივალის დროს ქეთა და სერგეი ერთად დააფიქსირეს, შემდეგ კი ლაზარევმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა:

"ქეთი! ვაღმერთებ მისი სტილის გამო! ჩვენი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე... და არ დამილევია, უბრალოდ, ქეთის გვერდით ყოველთვის სახალისოა..."

ჯერჯერობით ჟურნალისტებიც და ფანებიც მხოლოდ ეჭვებს გამოთქვამენ, ვიდრე ქეთა არ იტყვის - ეს უბრალოდ სამკაულია, თუ ნიშნობის ბეჭედი...

ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება - მომღერლის ოჯახური იდილია და სიყვარულის ამბავი

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"