მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"
რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"

ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნია, თუმ­ცა ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი იჩენს თავს - სად წა­ვიყ­ვა­ნოთ და­სას­ვე­ნებ­ლად ბავ­შვე­ბი. მა­შინ, როცა დედა მუ­შა­ობს და მისი შვე­ბუ­ლე­ბა 2 კვი­რით, ან უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ერთი თვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, და­ნარ­ჩენ ორ თვეს ვის­თან ერ­თად გა­ვუშ­ვათ შვი­ლე­ბი ამა თუ იმ კუ­რორტზე. ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას შვი­ლე­ბი სა­კუ­თარ სო­ფელ­ში ყოვლწლი­უ­რად დაჰ­ყავს და ფიქ­რობს, რომ სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის ნახ­ვა და შეგ­რძნო­ბა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად, ახერ­ხებს იმა­საც, რომ ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვებ­მა მთი­სა და ზღვის ჰა­ე­რი გა­მო­იც­ვა­ლონ. თუმ­ცა, წელს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. თუ რა­ტომ, ამის შე­სა­ხებ ის mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- ერეკ­ლემ პირ­ვე­ლი კლა­სი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა, დიდი ხნის გან­მავ­ლობ­ში გვინ­დო­და მისი პა­რიზ­ში წაყ­ვა­ნა და სას­წავ­ლო წლის კარგ შე­დე­გებ­ზე დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თეთ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი იყო. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, რომ გა­მო­ხა­ტავ­და მოგ­ზა­უ­რო­ბით მი­ღე­ბულ ემო­ცი­ებს, ვფიქ­რობ, დიდ­ხანს გაჰ­ყვე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს თა­ვი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნე­თი, ერეკ­ლე ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი ერთი კვი­რა იყო, რაც კი მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი შვი­ლე­ბით ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რეს ბავ­შვებ­მა დრო.

- მე­უღ­ლე არ გახ­ლდათ, ხომ? ეს შენი და ერეკ­ლეს მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო...

- კი, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ჩემი მე­უღ­ლეც წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც საფ­რან­გე­თი არ უყ­ვარს, რა­ტომ არ ვიცი, შე­სა­ბა­მი­სად გა­დავ­წყვი­ტეთ, მე და ერეკ­ლე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. თან ლი­ლეს­თა­ნაც ცოტა მოგ­ვე­რი­და, ყვე­ლა რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა (იღი­მის). თა­ვი­დან­ვე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, გვევ­ლო ბევ­რი და დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა მეტი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, სხვა­თა შო­რის, ერ­კე­ლე ამ მხრი­ვაც კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ლილე ამ დროს მა­მი­კოს­თან იყო.

- ახლა რო­გორ ატა­რე­ბენ ბავ­შვე­ბი ზა­ფხულს. მო­მუ­შა­ვე დე­დე­ბის­თვის ზა­ფხულ­ში ბავ­შვე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად გაშ­ვე­ბა პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხია...

- ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმი­ტომ, რომ ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი, ასე­ვე ჩემი მული ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, მათ­თან ერ­თად გა­ვუშ­ვა ბავ­შვე­ბი, როცა მე ვმუ­შა­ობ და პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა ჩა­ვა­კი­თხო. ახ­ლაც აბას­თუ­მან­ში წა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც ორ კვი­რას გა­ა­ტა­რე­ბენ, ესაა ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ყო­ველ წელს, უც­ვლე­ლად ვას­რუ­ლებთ. აბას­თუ­მა­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გია და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ორი კვი­რით ბავ­შვე­ბი ჩა­ვიყ­ვა­ნოთ. ტრა­ცი­დი­უ­ლად ჩემ­თან თი­ა­ნეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ წელ­საც, ოღონდ მე რომ შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვიქ­ნე­ბი, მა­შინ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"

რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"

ზაფხული დასვენების სეზონია, თუმცა ახალი თავსატეხი იჩენს თავს - სად წავიყვანოთ დასასვენებლად ბავშვები. მაშინ, როცა დედა მუშაობს და მისი შვებულება 2 კვირით, ან უკეთეს შემთხვევაში ერთი თვით განისაზღვრება, ამ ყველაფერს ემატება იმაზე ფიქრი, დანარჩენ ორ თვეს ვისთან ერთად გავუშვათ შვილები ამა თუ იმ კურორტზე. ტელეწამყვან გვანცა დარასელიას შვილები საკუთარ სოფელში ყოვლწლიურად დაჰყავს და ფიქრობს, რომ სოფლის ცხოვრების ნახვა და შეგრძნობა ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთან ერთად, ახერხებს იმასაც, რომ ზაფხულობით ბავშვებმა მთისა და ზღვის ჰაერი გამოიცვალონ. თუმცა, წელს ზღვაზე დასვენებაზე უარს ამბობს. თუ რატომ, ამის შესახებ ის mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს:

- ერეკლემ პირველი კლასი წარმატებით დაასრულა, დიდი ხნის განმავლობში გვინდოდა მისი პარიზში წაყვანა და სასწავლო წლის კარგ შედეგებზე დასრულების შემდეგ, საჩუქარი გავუკეთეთ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო. გახარებული ვიყავი იმით, რომ გამოხატავდა მოგზაურობით მიღებულ ემოციებს, ვფიქრობ, დიდხანს გაჰყვება შთაბეჭდილებები. მოგზაურობის დროს თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ერეკლე ძალიან კომფორტული და კარგი ადამიანია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩემთვის ეს ყველაზე დაუვიწყარი ერთი კვირა იყო, რაც კი მქონია ცხოვრებაში. მე და ჩემი მეგობარი შვილებით ვიყავით წასულები, ძალიან მხიარულად გაატარეს ბავშვებმა დრო.

- მეუღლე არ გახლდათ, ხომ? ეს შენი და ერეკლეს მოგზაურობა იყო...

- კი, ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც წამოსულიყო, მაგრამ რატომღაც საფრანგეთი არ უყვარს, რატომ არ ვიცი, შესაბამისად გადავწყვიტეთ, მე და ერეკლე წავსულიყავით. თან ლილესთანაც ცოტა მოგვერიდა, ყველა რომ წავსულიყავით და დაგვეტოვებინა (იღიმის). თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, გვევლო ბევრი და დაგვეთვალიერებინა მეტი ღირსშესანიშნაობა, სხვათა შორის, ერკელე ამ მხრივაც კომფორტული აღმოჩნდა. ლილე ამ დროს მამიკოსთან იყო.

- ახლა როგორ ატარებენ ბავშვები ზაფხულს. მომუშავე დედებისთვის ზაფხულში ბავშვების დასასვენებლად გაშვება პრობლემატური საკითხია...

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის მშობლები, ასევე ჩემი მული ძალიან მეხმარებიან. მაქვს იმის ფუფუნება, მათთან ერთად გავუშვა ბავშვები, როცა მე ვმუშაობ და პარასკევი, შაბათი, კვირა ჩავაკითხო. ახლაც აბასთუმანში წავიყვანე, სადაც ორ კვირას გაატარებენ, ესაა ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს, უცვლელად ვასრულებთ. აბასთუმანი ყველანაირად კარგია და ყოველთვის ვცდილობთ, ორი კვირით ბავშვები ჩავიყვანოთ. ტრაციდიულად ჩემთან თიანეთში აუცილებლად წავალთ წელსაც, ოღონდ მე რომ შვებულებაში ვიქნები, მაშინ...წაიკითხეთ სრულად

რას აცხადებენ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

"ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის განსხვავებას განმარტავს