საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს
"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს

თუ ჩვენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის­გან არ გვექ­ნე­ბა გა­რან­ტია იმი­სა, რომ „რუს­თა­ვი 2“ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ფლაგ­მა­ნის როლს, ჩვენ არ მი­ვი­ღებთ არა­ნა­ირ წი­ნა­და­დე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2”-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, და­ვით დვალ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ ჯარ­ჯი აქი­მი­ძეს­თან ერ­თად დე­პუ­ტა­ტებს ხვდე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „რუს­თა­ვი 2“ იმ სა­ხით შე­ნარ­ჩუნ­დეს, რო­გო­რი სა­ხი­თაც დღეს არ­სე­ბობს.

„უკი­დუ­რე­სად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, მი­თუ­მე­ტეს ისე­თი მძლავ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით, რო­გო­რიც არის „რუს­თა­ვი 2“. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ვთქვათ, ხალ­ვაშ­თან შეხ­ვედ­რა­ზე რა მოხ­დე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გაც­ნობთ, როცა შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. გვაქვს მკა­ფიო წი­თე­ლი ხაზი, რომ­ლის იქით ვე­რა­ნა­ირ წი­ნა­და­დე­ბას ვერ მი­ვი­ღებთ. თუ არ იქ­ნე­ბა ჩვენს ხელ­ში ბერ­კე­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­რან­ტია იმი­სა, რომ „რუს­თა­ვი 2“ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ფლაგ­მა­ნის როლს, ჩვენ არ მი­ვი­ღებთ არა­ნა­ირ წი­ნა­და­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დვალ­მა, რა­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ითხოვს, და­ი­დოს დას­კვნა, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო თუ არა მათ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვა. რო­გორც დვალ­მა აღ­ნიშ­ნა, „დუ­მი­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის სრუ­ლი­ად აუ­ტა­ნე­ლი და და­ცინ­ვაა იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და“.

„ხალ­ვა­შის­გან რაც არ უნდა მი­სა­ღე­ბი წი­ნა­და­დე­ბა იყოს, ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ ხალ­ვა­შის­გან სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბის. ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვთვლით, რომ ეს არის ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია. ჩვენ 10 წელი ვა­კე­თეთ და მარ­თლა ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ: სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რით, სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნით, ჩვენ იქ ვცხოვ­რობ­დით დღე-ღა­მეს ვას­წო­რებ­დით, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია რა­ღაც სტან­დარ­ტამ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევ­ძე­ლით, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია უხე­შად წაგ­ვარ­თვეს და ჩვენ გვინ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც მობ­რძან­და და­პი­რე­ბით, რომ სა­მარ­თალს აღად­გენ­და, ნება იბო­ძოს და და­დოს დას­კვნა თე­მა­ზე, ეს ტე­ლე­ვი­ზია სა­მარ­თლი­ა­ნად წა­ი­ღეს ჩვენ­გან თუ არა. ჩვენ არ ვი­თხოვთ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, რომ არი­ქა, მოგ­ვა­ნი­ჭეთ ჩვენ ეს ტე­ლე­ვი­ზია, არა, ჩვენ ვი­თხოვთ პა­სუხს. თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩათ­ვლის, რომ არ გვე­კუთ­ვნო­და და თურ­მე სა­მარ­თლი­ა­ნად წა­უ­ღი­ათ, ეგ მა­ინც ით­ქვას. დუ­მი­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის სრუ­ლი­ად აუ­ტა­ნე­ლი და და­ცინ­ვაა იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და. მად­ლო­ბა სა­ჩუქ­რის­თვის, მაგ­რამ ჩვენ სა­ჩუ­ქა­რი არ გვინ­და“, - გა­ნა­ცხა­და დვალ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს

"მადლობა, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა" - რა პირობას უყენებს დავით დვალი ქიბარ ხალვაშს

თუ ჩვენ ქიბარ ხალვაშისგან არ გვექნება გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ტელევიზიის თანადამფუძნებელ ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დეპუტატებს ხვდება.

როგორც მან აღნიშნა, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იმ სახით შენარჩუნდეს, როგორი სახითაც დღეს არსებობს.

„უკიდურესად მნიშნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის „რუსთავი 2“. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან ძნელია ვთქვათ, ხალვაშთან შეხვედრაზე რა მოხდება. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ, როცა შეხვედრა გვექნება ქიბარ ხალვაშთან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას“, - განაცხადა დვალმა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ითხოვს, დაიდოს დასკვნა, სამართლიანი იყო თუ არა მათთვის ტელევიზიის ჩამორთმევა. როგორც დვალმა აღნიშნა, „დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა“.

„ხალვაშისგან რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ: სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, - განაცხადა დვალმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები