მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე
"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე

სიმ­ღე­რა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა ჰქონ­და, რად­გა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ მა­მის და­კარ­გვის შემ­დეგ, მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა...

დრო­ე­ბით თავი და­ა­ნე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურს, ბენ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლი მუ­სი­კას და­უბ­რუნ­და.

ის მსმე­ნელ­მა სრუ­ლი­ად პა­ტა­რა გა­იც­ნო, დღეს უკვე 28 წლის არის და ამ­ბობს, რომ მა­მის - გიო ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მა­მის მიერ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­მართ. ცდი­ლობს, ამ ყვე­ლა­ფერს გა­უმკლავ­დეს და ისე­ვე იცხოვ­როს, რო­გორც მა­მა­მის­მა...

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ცო­ცხა­ლი ბენ­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მოკ­ლედ, გვერ­დით კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი და­მიდ­გნენ და ბენ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან - ლე­ვან ჩა­ხა­ი­ძე (კლა­ვი­ში), და­ვით ლონ­და­რი­ძე (სოლო გი­ტა­რა), რეზი ედ­გა­რი­ძე (დრა­მი), გი­ორ­გი ნა­უ­ჭი­ძე (ბას-გი­ტა­რა), ანა­ნო ღიბ­რა­ძე (ვო­კა­ლი) - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. ვცდი­ლობთ, ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა შევ­ქმნათ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­მოგ­ვდის.

კარ­გია ცო­ცხალ ბენდთან მუ­შო­ბა, ცო­ცხა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით შეს­რუ­ლე­ბა. აქამ­დე ამას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია. ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნად ვას­რუ­ლებთ, რაც მი­ხა­რია. თან, ოჯა­ხი­ვით ვართ და მუ­სი­კა­საც ეტყო­ბა ეს - მსმე­ნელ­საც მოს­წონს.

- რა ჰქვია თქვენს ბენ­დს?

- დიდი ხანი ვფიქ­რობ­დით, კონ­კურ­სი გა­მო­ვა­ცხა­დეთ კი­დეც სა­ხელ­ზე, მაგ­რამ სა­ხე­ლი ვერ შე­არ­ჩი­ეს. ბო­ლოს „ზუკა და ბენ­დი“ გა­მო­ვი­და. სა­დაც გვე­ძა­ხი­ან, მივ­დი­ვართ და კონ­ცერტს ვმარ­თავთ. ცოტა ხნის წინ ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით, კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და. სექ­ტემ­ბერ­ში უმე­ტე­სად თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ, ზა­ფხულ­ში რე­გი­ო­ნებს ვსტუმ­რობთ.

ყო­ველ კვი­რა თბი­ლი­სის გარ­შე­მო მე­რი­ის მიერ ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი და მათ დაგვპა­ტი­ჟეს, მთლი­ა­ნი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ თემ­ქა­ზე. გუ­ლი­ა­ნი კონ­ცერ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, ხალ­ხი მო­ვი­და. მო­ე­წო­ნათ, რად­გა­ნაც აკ­ლია ქა­ლაქს მსგავ­სი რამ და მე­რი­ის ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ უნდა შე­ჩერ­დეს...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სიმ­ღე­რებს და ჟან­რებს, ვა­მა­ყობ, რომ ერთ ჟანრს არ ვუკ­რავთ და ვმღე­რით. ქარ­თუ­ლი, საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, უცხო­უ­რი ვერ­სი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არის როკი, ჯაზი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მუ­სი­კა... მთა­ვა­რია, რომ ხა­რის­ხი­ა­ნად, ლა­მა­ზად წარ­მო­ვად­გი­ნოთ, ადა­მი­ა­ნე­ბი ავა­ცეკ­ვოთ, გა­ვა­ხა­ლი­სოთ, ავამ­ღე­როთ, გა­ვა­ღი­მოთ და იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და­ი­ვი­წყონ - ჩვენ­თვის ესაა მთა­ვა­რი! მოკ­ლედ, ჩემი მი­ზა­ნია, სი­ხა­რუ­ლი, კარ­გი მუ­სი­კა და ბედ­ნი­ე­რე­ბა ვა­ჩუ­ქო ხალ­ხს.

- გა­მო­დის, რომ აგ­რძე­ლებ მა­მის, გიო ხუ­ციშ­ვი­ლის და­წყე­ბულ საქ­მეს. მისი ბენ­დი კი­დევ არ­სე­ბობს?

- იცით, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. გიოს სულ უნ­დო­და, ხელს მი­წყობ­და იმა­ში, რომ მემ­ღე­რა. თუმ­ცა, მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ისე მოხ­და, რომ სიმ­ღე­რა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე, გა­ნათ­ლე­ბას მოვ­კი­დე ხელი, მერე ვმუ­შა­ობ­დი, არა­და, გიოს უნ­დო­და, რომ მუ­სი­კა­ში რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრო... ახლა მჯე­რა, გრძნობს და ხე­დავს, რა­საც ვა­კე­თებ... ალ­ბათ მიწ­ვდე­ბა ხმა იქ, სა­დაც არის და ია­მა­ყებს და გა­უ­ხარ­დე­ბა.

ამ ნა­ბიჯს მო­მი­წო­ნებს და არ და­მი­წუ­ნებს... სა­ერ­თოდ კი, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს ოჯა­ხის წი­ნა­შე, უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი მსმე­ნე­ლის მი­მართ. გიოს რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რას, რაც პროგ­რა­მა­ში მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ტო­ვებ, რი­თაც სულ გიოს გა­ვიხ­სე­ნებთ. მისი პროგ­რა­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არ ვცდი­ლობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხალ­ხმა ის ისე შე­იყ­ვა­რა და ისე მოს­წონს. მხო­ლოდ ჩემი მცი­რე­დი ინ­ტერპრე­ტა­ცია მინ­და მივ­ცე, არც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და არც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი...

გიოს ბენ­დს რაც შე­ე­ხე­ბა, მა­მა­ჩემს მათ­თან და­სამ­თავ­რე­ბე­ლი ჰქონ­და პროგ­რა­მა, რაც სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ას­წრო. ამ ბენდთან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ და როცა პროგ­რა­მა ამო­ი­წუ­რა, ჯგუ­ფი თა­ვის­თვის წა­ვი­და... გიოს კვა­ლის და საქ­მის ზუს­ტად გაგ­რძე­ლე­ბა არ მინ­დო­და. მა­მის ქე­ბას არ და­ვი­წყებ, უხერ­ხუ­ლია, თუ რო­გო­რი მა­გა­რი იყო, ყვე­ლამ იცის და მას არც შე­ვედ­რე­ბი. მე სხვა გზა მაქვს. ამი­ტომ, ის უძ­ლი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სე­ბი თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ, ოღონდ, გიოს პროგ­რა­მას არა, უბ­რა­ლოდ, ბენ­დი იმ ფორ­მით არ მუ­შა­ობს.

- რო­გო­რი იყო გიოს გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წელი?

- სიმ­ღე­რის კი არა, არაფ­რის თავი არ მქონ­და... ამი­ტომ, ეს ერთი წელი ჩემ­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა და მივ­ხვდი, რომ თუ რა­მეს ვა­კე­თებ და გა­მომ­დის, ეს გი­ოს­გან მო­დის, იმი­ტომ, რომ ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო, მას­შტა­ბუ­რი, ენერ­გი­უ­ლი, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი! სი­ცო­ცხლე­ში და ახ­ლაც არ მომ­ცემ­და უფ­ლე­ბას, დავ­ნე­ბე­ბო­დი პრობ­ლე­მას, არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა.

რაც მან და­ტო­ვა მო­სავ­ლე­ლი - ოჯა­ხი იქ­ნე­ბა ეს, თუ სხვა საქ­მე­ე­ბი, ყვე­ლა­ფერს უნდა მივ­ხე­დო... ასეთ დროს ვიცი, ქე­ჩო­ში მომ­კი­დებ­და ხელს, შე­მა­ჯან­ჯღა­რებ­და, ცოტა გა­მო­ფხიზ­ლდიო - მე­ტყო­და. მოკ­ლედ, ამ რთუ­ლი პე­რი­ო­დის მერე მინ­და, რომ ჩე­მით ია­მა­ყოს. მჯე­რა, ჩემი მოქ­მე­დე­ბა და აქ­ტი­ვო­ბა მხო­ლოდ მო­ე­წო­ნე­ბო­და და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩათ­ვლი­და.

- რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ახ­ლაც ეკი­თხე­ბი აზ­რებს, ანუ ით­ვა­ლის­წი­ნებ იმას, ასეთ დროს რას იტყო­და?

- გიო ჩემ­თვის მო­სი­ა­რუ­ლე გაკ­ვე­თი­ლი იყო. ერთ წე­ლი­წად­ში 10 წლის საქ­მეს ას­წრებ­და. ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი, ცო­ცხალ გაკ­ვე­თი­ლებს მა­ნა­ხებ­და, ოღონდ, ისე არა, რომ და­ვეს­ვი და ჭკუა ეს­წავ­ლე­ბი­ნა, უბ­რა­ლოდ, ვუ­ყუ­რებ­დი მას და ვი­გებ­დი, რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა. ასე რომ, სა­ნამ მას კი­თხვას და­ვუს­ვამ, მისი ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის არის ყო­ვე­ლი ახა­ლი ნა­ბი­ჯი და მა­გა­ლი­თი.

- დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურს მთლი­ა­ნად ჩა­მო­შორ­დი?

- 6 წელი გა­ვა­ტა­რე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტში. გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მათ­თან დიდი სკო­ლა გა­ვი­ა­რე. ყვე­ლას­გან რა­ღაც ვის­წავ­ლე. პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტი ვარ და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს საქ­მე, მაგ­რამ სიმ­ღე­რა და მუ­სი­კაც ჩე­მია ბავ­შვო­ბი­დან, ოჯა­ხი­დან, სის­ხლში მაქვს გამ­ჯდა­რი.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლას ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა არ შევ­წყვი­ტო. შე­იძ­ლე­ბა დავ­ბრუნ­დე სა­მი­ნის­ტრო­ში მხო­ლოდ მა­შინ, როცა მივ­ხვდე­ბი, რომ ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ტაიმ-აუტი მაქვს აღე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე საქ­მის ერ­თად კე­თე­ბა და მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა არ იქ­ნე­ბა. რა­ღა­ცას რომ და­ვი­წყებ, არა­ფე­რი არ უნდა მიშ­ლი­დეს ხელს, რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო.

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე ოჯა­ხის და გიოს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­მარ­თო. არ გი­ჭირს ამ ყვე­ლაფ­რის გამ­კლა­ვე­ბა?

- გიო რო­გო­რიც იყო, ასე­თი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია, ბევ­რი რამ ჰქონ­და მხრებ­ზე აღე­ბუ­ლი, უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და. ვცდი­ლობ, სხვებ­მა უგი­ო­ო­ბა ვერ იგ­რძნონ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გაგ­რძელ­დეს ცხოვ­რე­ბა ისე, რო­გორც მის სი­ცო­ცხლე­ში... ახლა მივ­ხვდი - თურ­მე რო­გო­რი რთუ­ლი ყო­ფი­ლა ცხოვ­რე­ბა და რამ­დენ რა­მეს უმკლავ­დე­ბო­და...

ყვე­ლა გვერ­დით გვიდ­გას - ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მა­მა­ჩემს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე იხ­სე­ნე­ბენ, ახ­სოვთ, მე­ხუ­ტე­ბი­ან - ეს არის გიო და აქე­დან ბევრ რა­მეს ვხვდე­ბი! შე­ვეც­დე­ბი ისე ამა­ყად და კა­ცუ­რად ვი­ცხოვ­რო, რო­გორც მან იცხოვ­რა. მისი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე სა­ო­ცა­რი რამ ვნა­ხე: ხალ­ხმა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­უბ­რუ­ნა... ის ხომ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რულს, მე­გობ­რო­ბას თე­სავ­და. მეც მინ­და, ასე გუ­ლი­ა­ნად ვი­ცხოვ­რო, თან, გიოს შემ­დეგ არ მაქვს უფ­ლე­ბა, ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე

"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე

სიმღერაში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ამბობს, რომ გამოცდილება შეიძინა, მაგრამ მამის დაკარგვის შემდეგ, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...

დროებით თავი დაანება დიპლომატიურ სამსახურს, ბენდი ჩამოაყალიბა და ზუკა ხუციშვილი მუსიკას დაუბრუნდა.

ის მსმენელმა სრულიად პატარა გაიცნო, დღეს უკვე 28 წლის არის და ამბობს, რომ მამის - გიო ხუციშვილის გარდაცვალების შემდეგ, სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოჯახის, საზოგადოების და მამის მიერ დაწყებული საქმეების მიმართ. ცდილობს, ამ ყველაფერს გაუმკლავდეს და ისევე იცხოვროს, როგორც მამამისმა...

"ყოველთვის მინდოდა, ცოცხალი ბენდი გამეკეთებინა. მოკლედ, გვერდით კარგი მუსიკოსები დამიდგნენ და ბენდი ჩამოვაყალიბეთ. ჯგუფის წევრები არიან - ლევან ჩახაიძე (კლავიში), დავით ლონდარიძე (სოლო გიტარა), რეზი ედგარიძე (დრამი), გიორგი ნაუჭიძე (ბას-გიტარა), ანანო ღიბრაძე (ვოკალი) - ადამიანი, რომელიც ძალიან მეხმარება, ნიჭიერი გოგონაა. ვცდილობთ, ხარისხიანი მუსიკა შევქმნათ და განსხვავებული ნამუშევრებიც გამოგვდის.

კარგია ცოცხალ ბენდთან მუშობა, ცოცხალი ინსტრუმენტების თანხლებით შესრულება. აქამდე ამასთან შეხება არ მქონია. ძალიან გულიანად ვასრულებთ, რაც მიხარია. თან, ოჯახივით ვართ და მუსიკასაც ეტყობა ეს - მსმენელსაც მოსწონს.

- რა ჰქვია თქვენს ბენდს?

- დიდი ხანი ვფიქრობდით, კონკურსი გამოვაცხადეთ კიდეც სახელზე, მაგრამ სახელი ვერ შეარჩიეს. ბოლოს „ზუკა და ბენდი“ გამოვიდა. სადაც გვეძახიან, მივდივართ და კონცერტს ვმართავთ. ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიყავით, კონცერტები გვქონდა. სექტემბერში უმეტესად თბილისში გავაგრძელებთ, ზაფხულში რეგიონებს ვსტუმრობთ.

ყოველ კვირა თბილისის გარშემო მერიის მიერ ტარდება კონცერტები და მათ დაგვპატიჟეს, მთლიანი კონცერტი ჩავატარეთ თემქაზე. გულიანი კონცერტი გამოგვივიდა, ხალხი მოვიდა. მოეწონათ, რადგანაც აკლია ქალაქს მსგავსი რამ და მერიის ასეთი ინიციატივა არ უნდა შეჩერდეს...

რაც შეეხება ჩვენს სიმღერებს და ჟანრებს, ვამაყობ, რომ ერთ ჟანრს არ ვუკრავთ და ვმღერით. ქართული, საყვარელი სიმღერებიდან დაწყებული, უცხოური ვერსიებით დამთავრებული. არის როკი, ჯაზი, ყველანაირი მუსიკა... მთავარია, რომ ხარისხიანად, ლამაზად წარმოვადგინოთ, ადამიანები ავაცეკვოთ, გავახალისოთ, ავამღეროთ, გავაღიმოთ და იმ მომენტში ყველა არსებული პრობლემა დაივიწყონ - ჩვენთვის ესაა მთავარი! მოკლედ, ჩემი მიზანია, სიხარული, კარგი მუსიკა და ბედნიერება ვაჩუქო ხალხს.

- გამოდის, რომ აგრძელებ მამის, გიო ხუციშვილის დაწყებულ საქმეს. მისი ბენდი კიდევ არსებობს?

- იცით, რომ ბავშვობიდან ვმღერი. გიოს სულ უნდოდა, ხელს მიწყობდა იმაში, რომ მემღერა. თუმცა, მისი ცხოვრების ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ სიმღერა ვეღარ მოვახერხე, განათლებას მოვკიდე ხელი, მერე ვმუშაობდი, არადა, გიოს უნდოდა, რომ მუსიკაში რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოესწრო... ახლა მჯერა, გრძნობს და ხედავს, რასაც ვაკეთებ... ალბათ მიწვდება ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს და გაუხარდება.

ამ ნაბიჯს მომიწონებს და არ დამიწუნებს... საერთოდ კი, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ოჯახის წინაშე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა კი მსმენელის მიმართ. გიოს რამდენიმე სიმღერას, რაც პროგრამაში მაქვს, აუცილებლად დავიტოვებ, რითაც სულ გიოს გავიხსენებთ. მისი პროგრამის გაუმჯობესებას არ ვცდილობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ის ისე შეიყვარა და ისე მოსწონს. მხოლოდ ჩემი მცირედი ინტერპრეტაცია მინდა მივცე, არც გაუმჯობესებული და არც გაუარესებული...

გიოს ბენდს რაც შეეხება, მამაჩემს მათთან დასამთავრებელი ჰქონდა პროგრამა, რაც სამწუხაროდ ვერ მოასწრო. ამ ბენდთან ერთად რამდენიმე წარმატებული კონცერტი ჩავატარეთ და როცა პროგრამა ამოიწურა, ჯგუფი თავისთვის წავიდა... გიოს კვალის და საქმის ზუსტად გაგრძელება არ მინდოდა. მამის ქებას არ დავიწყებ, უხერხულია, თუ როგორი მაგარი იყო, ყველამ იცის და მას არც შევედრები. მე სხვა გზა მაქვს. ამიტომ, ის უძლიერესი მუსიკოსები თავის საქმეს აკეთებენ, ოღონდ, გიოს პროგრამას არა, უბრალოდ, ბენდი იმ ფორმით არ მუშაობს.

- როგორი იყო გიოს გარეშე გატარებული ერთი წელი?

- სიმღერის კი არა, არაფრის თავი არ მქონდა... ამიტომ, ეს ერთი წელი ჩემთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა და მივხვდი, რომ თუ რამეს ვაკეთებ და გამომდის, ეს გიოსგან მოდის, იმიტომ, რომ ნიჭიერი კაცი იყო, მასშტაბური, ენერგიული, სხვანაირი ადამიანი! სიცოცხლეში და ახლაც არ მომცემდა უფლებას, დავნებებოდი პრობლემას, არ გამეგრძელებინა ცხოვრება.

რაც მან დატოვა მოსავლელი - ოჯახი იქნება ეს, თუ სხვა საქმეები, ყველაფერს უნდა მივხედო... ასეთ დროს ვიცი, ქეჩოში მომკიდებდა ხელს, შემაჯანჯღარებდა, ცოტა გამოფხიზლდიო - მეტყოდა. მოკლედ, ამ რთული პერიოდის მერე მინდა, რომ ჩემით იამაყოს. მჯერა, ჩემი მოქმედება და აქტივობა მხოლოდ მოეწონებოდა და მნიშვნელოვნად ჩათვლიდა.

- რთულ სიტუაციებში ახლაც ეკითხები აზრებს, ანუ ითვალისწინებ იმას, ასეთ დროს რას იტყოდა?

- გიო ჩემთვის მოსიარულე გაკვეთილი იყო. ერთ წელიწადში 10 წლის საქმეს ასწრებდა. ყოველთვის აქტიური, ცოცხალ გაკვეთილებს მანახებდა, ოღონდ, ისე არა, რომ დავესვი და ჭკუა ესწავლებინა, უბრალოდ, ვუყურებდი მას და ვიგებდი, როგორ უნდა მეცხოვრა. ასე რომ, სანამ მას კითხვას დავუსვამ, მისი ცხოვრება ჩემთვის არის ყოველი ახალი ნაბიჯი და მაგალითი.

- დიპლომატიურ სამსახურს მთლიანად ჩამოშორდი?

- 6 წელი გავატარე საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტში. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, პროფესიონალები, მათთან დიდი სკოლა გავიარე. ყველასგან რაღაც ვისწავლე. პროფესიით დიპლომატი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე, მაგრამ სიმღერა და მუსიკაც ჩემია ბავშვობიდან, ოჯახიდან, სისხლში მაქვს გამჯდარი.

დიპლომატიური მიმართულებით სწავლას ისევ გავაგრძელებ, რომ პროფესიული განვითარება არ შევწყვიტო. შეიძლება დავბრუნდე სამინისტროში მხოლოდ მაშინ, როცა მივხვდები, რომ ქვეყანას გამოვადგები. ჯერჯერობით ტაიმ-აუტი მაქვს აღებული იმიტომ, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება და მიფუჩეჩება არ იქნება. რაღაცას რომ დავიწყებ, არაფერი არ უნდა მიშლიდეს ხელს, რომ ბოლომდე დავიხარჯო.

- პასუხისმგებლობა ავიღე ოჯახის და გიოს დაწყებული საქმეების მიმართო. არ გიჭირს ამ ყველაფრის გამკლავება?

- გიო როგორიც იყო, ასეთი ადამიანი იშვიათია, ბევრი რამ ჰქონდა მხრებზე აღებული, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. ვცდილობ, სხვებმა უგიოობა ვერ იგრძნონ, მაქსიმალურად გაგრძელდეს ცხოვრება ისე, როგორც მის სიცოცხლეში... ახლა მივხვდი - თურმე როგორი რთული ყოფილა ცხოვრება და რამდენ რამეს უმკლავდებოდა...

ყველა გვერდით გვიდგას - ქუჩაში რომ გავდივარ, მამაჩემს ყოველ ნაბიჯზე იხსენებენ, ახსოვთ, მეხუტებიან - ეს არის გიო და აქედან ბევრ რამეს ვხვდები! შევეცდები ისე ამაყად და კაცურად ვიცხოვრო, როგორც მან იცხოვრა. მისი ვარსკვლავის გახსნაზე საოცარი რამ ვნახე: ხალხმა დიდი სიყვარული დაუბრუნა... ის ხომ, მთელი ცხოვრება სიყვარულს, მეგობრობას თესავდა. მეც მინდა, ასე გულიანად ვიცხოვრო, თან, გიოს შემდეგ არ მაქვს უფლება, ფარ-ხმალი დავყარო...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს