საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."
რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა თა­ვის პი­რად დაც­ვა­ში 6 წლის გროზ­ნო­ე­ლი ბი­ჭუ­ნა - მა­გო­მედ ემი გა­ზი­ე­ვი და­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ Газета.Ru რამ­ზან კა­დი­რო­ვის "ინ­სტრაგ­რამ­ზე" დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ რაც კა­დი­როვ­მა მო­ზარ­დის მშობ­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა, სა­დაც ბავ­შვი კა­დი­რო­ვის ფო­ტოს კოც­ნის და აც­რემ­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ოც­ნე­ბობს კა­დი­რო­ვის დაც­ვა­ზე და დედ-მა­მას სთხოვს, ამის უფ­ლე­ბა მის­ცენ, გა­და­წყვი­ტა, ბიჭს ნატ­ვრა აუს­რუ­ლოს.

"დღე­ი­დან აღა­რა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დაც­ვა გა­მო­მიჩ­ნდა - 6 წლის მა­გო­მე­დი. ბევ­რი იტყვის, რომ ის ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა სპეც­რაზ­მის­თვის, მაგ­რამ მისი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად ბიჭი მა­მა­ცი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. ის მზა­დაა ჩემს გამო ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ოს! მე ის ჩემ­თან მო­ვიწ­ვიე და ჩა­ვა­ბა­რე პი­რა­დი დაც­ვის მე­თა­უ­რის პოს­ტი. ბიჭი აღ­ჭურ­ვი­ლია სრუ­ლი ამუ­ნი­ცი­ით - გროზ­ნოს ბავ­შვთა მა­ღა­ზი­ებ­ში მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ია­რა­ღი და ტრან­სპორ­ტია შე­ძე­ნი­ლი.

ვუ­ლო­ცავ მა­გო­მედს ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პოსტს და ვუ­სურ­ვებ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი და ერის დამ­ცვე­ლი გა­ი­ზარ­დოს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის ოფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­დი­რო­ვის მსგავს ნა­ბი­ჯებს "უნი­ჭო პი­არს" უწო­დე­ბენ, რად­გან მა­თი­ვე ცნო­ბით, ის ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იყე­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა მათ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მუდ­მი­ვი თავ­დას­ხმის­თვის "ტე­რო­რის­ტებ­ზე უა­რე­სი" უწო­და, რაც არა მხო­ლოდ ჩეჩ­ნეთ­ში, რუ­სე­თის თით­ქმის ყვე­ლა რეს­პუბ­ლი­კა­ში მათ პირ­და­პირ მუ­ქა­რად მი­ი­ღეს.

"ეს კა­ცი­ჭი­მია ასე­თი მდა­ბიო პი­არსვლე­ბით იმ კოშ­მა­რის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობს, რაც ჩეჩ­ნეთ­ში ხდე­ბა... ვი­ღა­ცე­ე­ბი წე­რენ: მო­ტივს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მთა­ვა­რია, კარგ საქ­მეს აკე­თებ­სო. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! ჯერ კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ, რას აკე­თებს ჩეჩ­ნეთ­ში და მერე ისა­უბ­რეთ..." - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

"კა­დი­როვ­ცე­ბის" კვალს უნდა ვე­ლო­დოთ ყველ­გან, მთელ რუ­სეთ­ში... ჩვენ კარ­გად ვი­ცით რა დგას ასე­თი სი­ტყვე­ბის უკან. მსგავ­სი პა­თო­სი იყო 2009 წელ­საც მისი მხრი­დან, მა­ში­ნაც ტე­რო­რის­ტებს შეგ­ვა­და­რა, რა­საც ძა­ლი­ან მალე ელე­ნა ეს­ტე­მი­რო­ვას მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა... ახლა კი, კა­დი­როვ­მა ეს სი­ტყვე­ბი ისევ გა­ი­მე­ო­რა... ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად ამ­ბო­ბენ, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი ყო­ველ­გვა­რი გა­სა­მარ­თლე­ბის გა­რე­შე, უკ­ვა­ლოდ უნდა გაქ­რნენ, ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ..." - აცხა­დებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ოლეგ ორ­ლო­ვი Кавказский Узел-თან სა­უ­ბარ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა, გროზ­ნო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი ძა­ლით ათხო­ვებ­დნენ, მო­ზარ­დმა კი დახ­მა­რე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

"ეს გო­გო­ნა მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და თა­ვის მშობ­ლებ­თან. ამათ კი ატე­ხეს ერთი ამ­ბა­ვი - მშობ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბენ, სცე­მენ, გა­თხო­ვე­ბას აი­ძუ­ლე­ბე­ნო... ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ შვილს ჭკუა და­ა­რი­გო? ვის უნდა შე­ვუ­თან­ხმოთ ჩვე­ნი ადა­თი და რწმე­ნა? ვინ არი­ან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი? ტე­რო­რის­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებს ხო­ცა­ვენ, ისი­ნი კი მათ იცა­ვენ. ტე­რო­რის­ტებ­ზე უა­რე­სე­ბი არი­ან! ისი­ნი კი არა, ჩვენ ვართ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი" - ამ­ბობს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი.

უფრო ადრე, ჩეჩ­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ხოჟ-ბა­უ­დი და­ა­დევ­მა ჩე­ჩენ პოპ-მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გე­ლო­ბენ, მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სიმ­ღე­რე­ბის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ინ­ტერ­ნეტ­გა­მოს­ვლე­ბი აუკ­რძა­ლა.

და­ა­დე­ვის თქმით, მომ­ღერ­ლებ­მა რე­პერ­ტუ­ა­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას­თან უნდა შე­ა­თან­ხმონ, რად­გან ხში­რად მათი გა­მოს­ვლე­ბი ჩეჩ­ნეთს გა­რეთ, თუნ­დაც ქორ­წი­ლებ­ში, სა­მარ­ცხვი­ნოა და მი­უ­ღე­ბე­ლია ისე იმ­ღე­რონ და ის იმ­ღე­რონ, რო­გორც მათ სურთ. შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ღერ­ლე­ბი მი­ნისტრს შეჰ­პირ­დნენ, რომ სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას­თან შე­უ­თან­ხმე­ბელ სიმ­ღე­რის ტექსტს აღარ იმ­ღე­რე­ბენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."

რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."

ჩეჩნეთის ლიდერმა თავის პირად დაცვაში 6 წლის გროზნოელი ბიჭუნა - მაგომედ ემი გაზიევი დანიშნა. ამის შესახებ Газета.Ru რამზან კადიროვის "ინსტრაგრამზე" დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც კადიროვმა მოზარდის მშობლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნახა, სადაც ბავშვი კადიროვის ფოტოს კოცნის და აცრემლებული ამბობს, რომ ოცნებობს კადიროვის დაცვაზე და დედ-მამას სთხოვს, ამის უფლება მისცენ, გადაწყვიტა, ბიჭს ნატვრა აუსრულოს.

"დღეიდან აღარაფერზე ვნერვიულობ. მე პროფესიონალი დაცვა გამომიჩნდა - 6 წლის მაგომედი. ბევრი იტყვის, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა სპეცრაზმისთვის, მაგრამ მისი ასაკის მიუხედავად ბიჭი მამაცი და მიზანდასახულია. ის მზადაა ჩემს გამო ნებისმიერი თავდასხმა მოიგერიოს! მე ის ჩემთან მოვიწვიე და ჩავაბარე პირადი დაცვის მეთაურის პოსტი. ბიჭი აღჭურვილია სრული ამუნიციით - გროზნოს ბავშვთა მაღაზიებში მისთვის აუცილებელი იარაღი და ტრანსპორტია შეძენილი.

ვულოცავ მაგომედს ამ საპასუხისმგებლო პოსტს და ვუსურვებ ნამდვილი პატრიოტი და ერის დამცველი გაიზარდოს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კადიროვის ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.

უფლებადამცველები კადიროვის მსგავს ნაბიჯებს "უნიჭო პიარს" უწოდებენ, რადგან მათივე ცნობით, ის ყველაფერს თავისი ძალაუფლებისთვის იყენებს. რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა მათ ჩეჩნეთის ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმისთვის "ტერორისტებზე უარესი" უწოდა, რაც არა მხოლოდ ჩეჩნეთში, რუსეთის თითქმის ყველა რესპუბლიკაში მათ პირდაპირ მუქარად მიიღეს.

"ეს კაციჭიმია ასეთი მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება... ვიღაცეები წერენ: მოტივს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, კარგ საქმეს აკეთებსო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ჯერ კარგად გაერკვიეთ, რას აკეთებს ჩეჩნეთში და მერე ისაუბრეთ..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"კადიროვცების" კვალს უნდა ველოდოთ ყველგან, მთელ რუსეთში... ჩვენ კარგად ვიცით რა დგას ასეთი სიტყვების უკან. მსგავსი პათოსი იყო 2009 წელსაც მისი მხრიდან, მაშინაც ტერორისტებს შეგვადარა, რასაც ძალიან მალე ელენა ესტემიროვას მკვლელობა მოჰყვა... ახლა კი, კადიროვმა ეს სიტყვები ისევ გაიმეორა... ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მუდმივად ამბობენ, რომ ტერორისტები ყოველგვარი გასამართლების გარეშე, უკვალოდ უნდა გაქრნენ, ასეთივე დამოკიდებულება აქვთ უფლებადამცველების მიმართ..." - აცხადებს უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი Кавказский Узел-თან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა, გროზნოში დასასვენებლად ჩასული გოგონას შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ძალით ათხოვებდნენ, მოზარდმა კი დახმარებისთვის უფლებადამცველებს მიმართა.

"ეს გოგონა მოსკოვიდან ჩამოვიდა თავის მშობლებთან. ამათ კი ატეხეს ერთი ამბავი - მშობლები ძალადობენ, სცემენ, გათხოვებას აიძულებენო... ნუთუ არ შეიძლება საკუთარ შვილს ჭკუა დაარიგო? ვის უნდა შევუთანხმოთ ჩვენი ადათი და რწმენა? ვინ არიან უფლებადამცველები? ტერორისტები ადამიანებს ხოცავენ, ისინი კი მათ იცავენ. ტერორისტებზე უარესები არიან! ისინი კი არა, ჩვენ ვართ უფლებადამცველები" - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

უფრო ადრე, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა ხოჟ-ბაუდი დაადევმა ჩეჩენ პოპ-მომღერლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგელობენ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე სიმღერების საჯაროდ გამოქვეყნება და ინტერნეტგამოსვლები აუკრძალა.

დაადევის თქმით, მომღერლებმა რეპერტუარი კულტურის სამინისტროს სპეციალურ კომისიასთან უნდა შეათანხმონ, რადგან ხშირად მათი გამოსვლები ჩეჩნეთს გარეთ, თუნდაც ქორწილებში, სამარცხვინოა და მიუღებელია ისე იმღერონ და ის იმღერონ, როგორც მათ სურთ. შეხვედრაზე მომღერლები მინისტრს შეჰპირდნენ, რომ სპეციალურ კომისიასთან შეუთანხმებელ სიმღერის ტექსტს აღარ იმღერებენ...

კორონავირუსით დაავადებული 32 წლის ექიმი აღწერს, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს ინფიცირების შემდეგ

იტალიაში პატიმრები აბუნტდნენ - რა შედეგები მოჰყვა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ციხეებში

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა