საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრედო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება
კრედო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება

2019 წელს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი „ფუ­ძე­ო­ბა“, კრე­დო ბან­კის და Check in Georgia-ს პარტნი­ო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 6 ქა­ლაქ­სა და და­ბა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და დე­და­ქა­ლა­ქი­დან ჩა­სულ სტუმ­რებს აერ­თი­ა­ნებს, მჭიდ­რო კავ­შირ­შია ტუ­რიზმსა და ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 25 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­ზეც და­ა­ნონსდა ფეს­ტი­ვა­ლი „ფუ­ძე­ო­ბის“ ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნე­ბი და დე­ტა­ლე­ბი. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რის, კრე­დო ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

კრე­დო ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მეგი გურ­გენ­ძემ, ისა­უბ­რა კერ­ძო სექ­ტო­რის როლ­ზე, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„კრე­დო ბან­კის, რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წინსვლა­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ გვჯე­რა, რომ მო­ცე­მუ­ლი მი­ზა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მიღ­წე­ვა­დია, თუ ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვიზ­რუ­ნებთ. სწო­რედ ეს არის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, კრე­დო ბან­კის პარტნი­ო­რო­ბის მო­ტი­ვიც.“

ფეს­ტი­ვა­ლი „ფუ­ძე­ო­ბის“ წა­რო­მად­გე­ნელ­მა - ქრის­ტი­ნა კო­ბა­ხი­ძემ ხაზი გა­უს­ვა ფეს­ტი­ვა­ლის მი­სი­ას და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კრე­დო ბანკს თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. ამას­თან და­ა­ა­ნონ­სა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ლო­კა­ცი­ე­ბი და თა­რი­ღე­ბი:

ბა­კუ­რი­ა­ნი - 3 აგ­ვის­ტო;

ამ­ბრო­ლა­უ­რი - 27 აგ­ვის­ტო;

ბოლ­ნი­სი - 14 სექ­ტემ­ბე­რი;

შუ­ა­ხე­ვი - 28 სექ­ტემ­ბე­რი;

მცხე­თა - 14 ოქ­ტომ­ბე­რი;

ყვა­რე­ლი - 8 ნო­ემ­ბე­რი.

Check in Georgia-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნანა დო­ლი­ძემ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა „ფუ­ძე­ო­ბის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

„პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზა­ნია წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად ქცე­ვა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა, რა­საც უკვე მე­ო­თხე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა.“

ფეს­ტი­ვა­ლი „ფუ­ძე­ო­ბის“ შე­სა­ხებ

„ფუ­ძე­ო­ბა“ რე­გი­ო­ნუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია და მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. 2014-2016 წლებ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ყვე­ლა­ზე დიდ სა­ავ­ტო­რო სო­ცი­ა­ლურ პო­ექტს, სა­ხე­ლად „ფოლკ­ლო­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი რე­გი­ო­ნებ­ში“. ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მა­ტე­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნად­გო­მით, 2017 წელს პრო­ექტს „ფუ­ძე­ო­ბა“ და­ერ­ქვა და 2017 და 2018 წლებ­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ლე­და რო­გორც სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მოდ ჩა­ტარ­და და აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ცხრა რე­გი­ონ­ში.

კრე­დო ბან­კის შე­სა­ხებ

კრე­დო ბან­კი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მფლო­ბე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნის ინ­ვეს­ტორ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მი.

კრე­დო ბან­კი მდგრა­დი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სებს, ასე­ვე ფი­ზი­კურ პი­რებს. ბან­კი მომ­ხმა­რებ­ლებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მებს სთა­ვა­ზობს.

Check in Georgia-ს შე­სა­ხებ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით 2016 წელს მაშ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი „Check in Georgia” შე­იქ­მნა. იგი მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­ას მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში იმარ­თე­ბა. პრო­ექ­ტი ტრა­დი­ცი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებს და პროგ­რა­მა ყო­ველ­წლი­უ­რად კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად ქცე­ვა­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

კრედო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება

კრედო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება

2019 წელს რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, კრედო ბანკის და Check in Georgia-ს პარტნიორობით საქართველოს 6 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება. ღონისძიება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში, რადგან გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს აერთიანებს, მჭიდრო კავშირშია ტურიზმსა და ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 25 ივლისს გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც დაანონსდა ფესტივალი „ფუძეობის“ ჩატარების მიზნები და დეტალები. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და გენერალური პარტნიორის, კრედო ბანკის წარმომადგენელი.

კრედო ბანკის წარმომადგენელმა, მეგი გურგენძემ, ისაუბრა კერძო სექტორის როლზე, მსგავსი ღონისძიებებისა და ტურისტული ბიზნესის განვითარებაში.

„კრედო ბანკის, როგორც ფესტივალის გენერალური სპონსორის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ წინსვლასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული მიზანი მაქსიმალურად სწრაფად მიღწევადია, თუ ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ვიზრუნებთ. სწორედ ეს არის ფესტივალის ფარგლებში, კრედო ბანკის პარტნიორობის მოტივიც.“

ფესტივალი „ფუძეობის“ წარომადგენელმა - ქრისტინა კობახიძემ ხაზი გაუსვა ფესტივალის მისიას და მადლობა გადაუხადა კრედო ბანკს თანადგომისათვის. ამასთან დააანონსა ღონისძიებების ჩატარების ლოკაციები და თარიღები:

ბაკურიანი - 3 აგვისტო;

ამბროლაური - 27 აგვისტო;

ბოლნისი - 14 სექტემბერი;

შუახევი - 28 სექტემბერი;

მცხეთა - 14 ოქტომბერი;

ყვარელი - 8 ნოემბერი.

Check in Georgia-ს წარმომადგენელმა ნანა დოლიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა „ფუძეობის“ მნიშვნელობა ტურიზმის განვითარების კუთხით.

„პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, რასაც უკვე მეოთხე წელია წარმატებით ვახორციელებთ და რაზეც მეტყველებს ჩატარებული უამრავი ღონისძიება.“

ფესტივალი „ფუძეობის“ შესახებ

„ფუძეობა“ რეგიონული ფოლკლორული ფესტივალია და მიზნად ისახავს ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენასა და შენარჩუნებას და საქართველოს რეგიონულ განვითარებას. 2014-2016 წლებში საფუძველი ჩაეყარა ყველაზე დიდ საავტორო სოციალურ პოექტს, სახელად „ფოლკლორული ფესტივალი რეგიონებში“. ფესტივალის წარმატებიდან და საზოგადოების უდიდესი ინტერესიდან გამომდინარე, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანადგომით, 2017 წელს პროექტს „ფუძეობა“ დაერქვა და 2017 და 2018 წლებში წარმატებით განხორცილედა როგორც სახალხო დღესასწაული, ასევე სოციალური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც საზეიმოდ ჩატარდა და აღინიშნა საქართველოს ცხრა რეგიონში.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმი.

კრედო ბანკი მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ბანკი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომებს სთავაზობს.

Check in Georgia-ს შესახებ

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წელს მაშტაბური პროექტი „Check in Georgia” შეიქმნა. იგი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევასა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვას. ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობასა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი