ავტორი:

ნიკა წულუკიძემ დიღომში "პატარა სამოთხე" მოიწყო - "დღეში 15 წუთითაც რომ მივდივარ, ყველანაირი სტრესი მეხსნება"

ნიკა წულუკიძემ დიღომში "პატარა სამოთხე" მოიწყო - "დღეში 15 წუთითაც რომ მივდივარ, ყველანაირი სტრესი მეხსნება"

თეატრმცოდნეს, ტელეწამყვანსა და მსახიობს ნიკა წულუკიძეს კიდევ ერთი გატაცება და საყვარელი საქმიანობა აღმოაჩნდა - სოფლის მეურნეობა. დიღომში 1000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი პატარა სამოთხედ აქცია, შრომა აქ არავის ეზარება. აქვთ ბოსტანი, ხეხილი და რაც მთავარია, ყველაფერი საკუთარი ხელით მოწეული და ეკოლოგიურად სუფთა.

ის ამ თემაზე პირველად "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს და თავისი გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.

- ჩვენს ოჯახს ეს ეზო დიღომში, დიდი დიღმის მხარეს, დაახლოებით 30 წელია გვაქვს. ამ დასახლების კვალობაზე კარგ ადგილას არის, მაგრამ ადრე აქაურობას ასეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, როგორც ახლა.

ამის მიზეზი ჩვენს გადაცემაში ერთი პედიატრის სტუმრობა გახდა, რომელმაც ასეთი რამ თქვა, ახლა მსოფლიო გზავნილი ბავშვების აღზრდაში ე.წ. სუფთა-ჭუჭყიანი ხელებია - ხელები ბავშვმა ეზოში მებაღეობის დროს უნდა გაიჭუჭყიანოს, რომ ბაქტერიებით, ჩხირებითა და ვიტამინებით იმუნიტეტი გაძლიერდესო. ჩემს შვილს ბებია-ბაბუა სოფელში არ ჰყავს, ისინი თბილისში ცხოვრობენ, ამიტომ სოფლისა და ქალაქის ინტეგრირებისთვის ამ ეზოს მივმართეთ.

ბავშვმა საკუთარი ხელით დათესა მცენარეები. რომ ნახა, როგორ ამოდის და იზრდება, როგორ ასხია ხეს ხეხილი, გაიხარა. მერე ჭუკები მომთხოვა. მოვუყვანე და ახლა უკვე იხვები არიან. მათაც უვლის - აჭმევს და მცენარეებსაც რწყავს. უკვე უამრავი რამ დათესა თავისი ხელით და ეს საქმე ძალიან ახარებს. ჩემს დისშვილთან ერთად ყვავილებსაც უვლის. ქოთნის ყვავილებიც გვაქვს.

ეზოში გვაქვს ჩვენი ბოსტნეული - სტაფილო, ბოლოკი, კიტრი, პამიდორი, მწვანე სალათა, ყველანაირი მწვანილი - ტარხუნა, რეჰანი, ქინძი, ოხრახუში, კამა, ქონდარი...

- ეზოში პატარა სახლიც გაქვთ, ეტყობა, ახალი აშენებულია...

- კი, თავიდან პატარა ქოხი იდგა, რასაც ეს პატარა ოთახი მივამატეთ - ბლოკით ავაშენეთ. სახლს იმერული ორნამენტებით აივანი გავუკეთეთ. ღანირში იმერული ოდა-სახლები რომაა, იმის ანალოგიით. ახლახან შევღებეთ, შევალამაზეთ და უკვე მზად არის, რომ სტუმრებს უმასპინძლოს. მშვენიერი მოსასვენებელი ადგილია. ორი ოთახია და ამ ეტაპზე საკმარისია.

ჩემი და, დისშვილი, ჩემი შვილი - მთელი დღე იქ არიან. სოფელივით აქვთ იქაურობა. გვინდა მომავალ ზაფხულს უკეთ მომზადებული დავხვდეთ, ამიტომ ახლა ვალაგებთ ყველაფერს.

- ქალაქში ხარ დაბადებულ-გაზრდილი, სამეურნეო სამუშაოები გეხერხება და იცი?

- კი მიყვარს ჩემი პლეხანოვი და ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ყველანაირ მცენარეს "ვგრძნობ" ფოთლით. ნებისმიერი მცენარის თესლი რომ მაჩვენო, გეტყვი, არ შემეშლება და არ დავფიქრდები, რისია. ბავშვობიდან მაქვს ასეთი დამოკიდებულება, სულ მაინტერესებდა. ამის დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენს ბოსტანში ხარობს ყაბაყი, გოგრა, ბადრიჯანი. იქ დღეში 15 წუთითაც რომ მივდივარ, ისეთ თერაპიას გავდივარ, სულ მეხსნება ყველანაირი სტრესი და დაღლილობა... წაიკითხეთ ვრცლად

ქუთაისში 62 წლის ეპიდემიოლოგი კორონავირუსს ემსხვერპლა

საქართველოში ინფიცირებული 942 პირის მდგომარეობა მძიმეა, 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე