პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა" - ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შესაქმნელად დახმარებას ითხოვს
"ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა" - ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შესაქმნელად დახმარებას ითხოვს

"რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ რამ­დე­ნი­მე პარტნი­ორ­თან ერ­თად ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გახ­სნას გეგ­მავს:

"მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმ­ცა ძა­ლი­ან მძი­მე და ინ­ტენ­სი­უ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია.

ბევრ ფიქ­რს მოყ­ვა ბევ­რი კონ­სულ­ტა­ცია: პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან, პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ, და, რაც მთა­ვა­რია, ამ ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტებ­თან და დე­მოკ­რა­ტი­ის გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან.

გა­დავ­წყვი­ტე: რამ­დე­ნი­მე პარტნი­ორ­თან ერ­თად, გა­ვა­კე­თო ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზია, მთა­ვა­რი და სა­უ­კე­თე­სო. უკე­თე­სი, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა. უკე­თე­სი, ვიდ­რე ის, რო­მე­ლიც აქამ­დე ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მგო­ნია.

ჩემ­თვის ეს, ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა - მე კრი­ზის-მე­ნე­ჯე­რი ვარ, არ მიყ­ვარს რუ­ტი­ნა და არას­დროს მი­შე­ნე­ბია ნუ­ლი­დან. მე შე­მიძ­ლია გა­ვა­ცო­ცხლო მკვდა­რი კომ­პა­ნია, მაგ­რამ არას­დროს მი­მი­ცია და­სა­ბა­მი ახა­ლი კომ­პა­ნი­ის სი­ცო­ცხლის­თვის. ამ გა­მოწ­ვე­ვა­ში ზუს­ტად ვიცი, ვისი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, ვინ იქ­ნე­ბა ჩემი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი - ჩემი გუნ­დი.

ჩემი ამ­ბი­ცია მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სოს გა­კე­თე­ბაა და სა­უ­კე­თე­სოს, ცხა­დია, მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ.

ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, უკი­დუ­რე­სად დაღ­ლილ­მა, ერ­თად ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ფიქ­რე ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე და და­ლა­გე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ზე მშვიდ ქვე­ყა­ნა­ში. ახლა, ამ დღის გამო, სა­ჯა­როდ ბო­დიშს ვუხ­დი სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ ოჯახს და ყვე­ლას, ვინც ელო­დით ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვინც გულ­შე­მატ­კივ­რობთ ჩემს საქ­მეს, ვინც ფიქ­რობთ, რომ პატ­რი­ო­ტებ­მა და მე­და­სავ­ლე­თე­ებ­მა ქვე­ყა­ნა არ უნდა დავ­თმოთ, ვინც ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლად მო­ი­აზ­რებთ სა­კუ­თარ თავს.

თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ჩემს თხოვ­ნა­საც გა­ვაჟ­ღე­რებ: სრუ­ლი­ად არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ ძა­ლი­ან მალე ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია ქვეყ­ნის მთა­ვა­რი არხი გახ­დე­ბა და მის შე­მო­სავ­ლებს უკი­დუ­რე­სად ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ. თუმ­ცა, თა­ვი­დან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ხარ­ჯი უფრო მე­ტია, რო­გორც ყო­ველ­თვის. ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყებთ სა­ჯა­რო კამ­პა­ნი­ას ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის და­სახ­მა­რებ­ლად. დიდი იმე­დი მაქვს თქვე­ნი:

ვინც გულ­შე­მატ­კივ­რობთ ჩვენს საქ­მეს;

ვინც ფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა დარ­ჩეს სი­მარ­თლის ხმა­მაღ­ლა მთქმე­ლის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გუ­შა­გის გა­რე­შე;

ვინც ფიქ­რობთ, რომ დე­მოკ­რა­ტი­ას სხვაგ­ვა­რად მო­მა­ვა­ლი არა აქვს;

ვინც ფიქ­რობთ, რომ სწორს ვა­კე­თებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძო­ლას გან­ვაგ­რძობთ;

ვინც ფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი გზა და­სავ­ლე­თია და ამა­ზე ყო­ველ­დღე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ;

ვინც ფიქ­რობთ, რომ დამ­ნა­შა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხი­ლე­ბა მე­დი­ის მთა­ვა­რი საქ­მეა და დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თე;

ვინც ფიქ­რობთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი ეგ­ზიტ­პო­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია;

ვინც ფიქ­რობთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბა რე­ა­ლუ­რია და იგი ახ­ლო­საა;

ვინც ფიქ­რობთ, რომ უზურ­პა­ტო­რი უნდა წა­ვი­დეს

ამ კამ­პა­ნი­ას მალე და­ვი­წყებთ იმ იმე­დით, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით, რო­გორც შეძ­ლებთ. გპირ­დე­ბით, თქვენს შე­მო­წი­რუ­ლო­ბას ვაქ­ცევთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ად ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­ში, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ში.

საქ­მე ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ დრო ძა­ლი­ან ცოტა. გპირ­დე­ბით, სა­უ­კე­თე­სო ეთე­რი გე­ლით, და გპირ­დე­ბით, უფრო მალე, ვიდ­რე გგო­ნი­ათ. წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ერ­თობ­ლივ ბრძო­ლას! ერ­თად მო­ვი­პო­ვოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა!" - წერს გვა­რა­მია.

ავტორი:

"ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა" - ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შესაქმნელად დახმარებას ითხოვს

"ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა" - ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შესაქმნელად დახმარებას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახალი ტელეკომპანიის გახსნას გეგმავს:

"მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბევრ ფიქრს მოყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან.

გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი.

ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ.

ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. ახლა, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ საკუთარ თავს.

თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი:

ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს;

ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე;

ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს;

ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ;

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ;

ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე;

ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია;

ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა;

ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს

ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ. წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება!" - წერს გვარამია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს