მოვარდნენ 5 მანქანით, ცდილობდნენ სურათის შექმნას, თითქოს მოძალადეს აკავებდნენ, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
"ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით, რომ ბოლო დროის მოვლენები განგვეხილა. ასე დადგეს სპექტაკლი, სადამსჯელო ოპერაცია იყო. ეს იყო სხვების შეშინების მცდელობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავის ეშინია, პოლიტიკოსს არასდროს ეშინია დაჭერის", - აღნიშნა კემულარიამ.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.