პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს აქციაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი გახდა
შსს აქციაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი გახდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნეს, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე მი­ტა­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი შტურ­მის დროს, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად, მო­უ­წო­დებ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და თა­ვა­დაც ცდი­ლობ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ძა­ლა­დობ­რივ შეჭ­რას. ასე­ვე, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფურ ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დღეს კი­დევ 4 პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, შტურ­მით ცდი­ლობ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას.

კერ­ძოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ჯ., რო­მელ­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ურტყამ­და მათ პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წარ­თმე­ულ ფარს და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფურ ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ. დ., რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და და თავს ეს­ხმო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. მან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ერთ-ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი გა­ათ­რია ხალ­ხის მა­სა­ში.

1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. მ. რო­მე­ლიც ინ­ტენ­სი­უ­რად ძა­ლა­დობ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფურ ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. ლ. რო­მე­ლიც ასე­ვე, გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ, სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მათ და ძა­ლა­დო­ბით ცდი­ლობ­და კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი - ნი­კა­ნორ მე­ლია, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას 20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 315-ე მუხ­ლე­ბით.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნეს უწყე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

შსს აქციაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი გახდა

შსს აქციაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს 20 ივნისის აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი გახდა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას" - აღნიშნეს უწყებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს