პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები
როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები

და­ო­ბე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი ბევ­რის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მაა. გარ­და იმი­სა, რომ უსი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია, ობის სო­კოს სპო­რე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას, სპო­რე­ბი იწ­ვევს: იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მოშ­ლას, ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს, ხვე­ლას, სურ­დოს, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბას. ხში­რად, ეს სიმპტო­მე­ბი ქრო­ნი­კულ ხა­სი­ათს იძენს და მხო­ლოდ მა­შინ გვარ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ობსა და მისი წარ­მოქ­მნის მი­ზე­ზებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აღ­მოვ­ფხვრით.

მხო­ლოდ ობის მო­ცი­ლე­ბა არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. მის­გან სა­მუ­და­მოდ რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ, სა­ჭი­როა პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და­ვად­გი­ნოთ და გა­დავ­ჭრათ. თა­ვის მხრივ, ობი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­კოა, რო­მელ­საც ნეს­ტი­ა­ნი გა­რე­მო უყ­ვარს. მისი მიკ­როს­კო­პუ­ლი სპო­რე­ბი ყველ­გა­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და რო­გორც კი სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს შე­ვუქ­მნით, მა­შინ­ვე იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას და გავ­რცე­ლე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ობი ხში­რად გვხვდე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, აბა­ზა­ნა­ში, ოთა­ხებ­ში, სა­დაც ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცია არ ხდე­ბა, კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი ხა­ლი­ჩე­ბის უკან, სა­რე­ცხის მან­ქა­ნებ­ში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ფილტრებ­ში და ა.შ.

თუ სახ­ლში ობი გაჩ­ნდა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ტოქ­სი­კუ­რია და სა­თა­ნა­დო სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. გა­მო­ყე­ნე­ბის წინ ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად წა­ი­კი­თხეთ ინ­სტრუქ­ცია და ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ მას­ში მი­თი­თე­ბულ სიფრ­თხი­ლის ზო­მებს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ნესტთან და ობ­თან ბრძო­ლის­თვის, გამ­წო­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბაა. იმის­თვის, რომ ობი სა­ერ­თოდ არ წარ­მო­იქ­მნას.

თუმ­ცა, ობის მო­სა­შო­რებ­ლად, არ­სე­ბობს სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც:

მა­თეთ­რე­ბე­ლი

1/4 ჭიქა მა­თეთ­რე­ბე­ლი გა­ა­ზა­ვეთ 2 ჭიქა წყალ­ში. ჩა­ას­ხით ხსნა­რი პულ­ვე­რი­ზა­ტორ­ში და და­ა­მუ­შა­ვეთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ზე­და­პი­რი. 10-15 წთ-ის შემ­დეგ წყლით ჩა­მო­რე­ცხეთ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ი­მე­ო­რეთ პრო­ცე­დუ­რა. თუმ­ცა, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ მა­თეთ­რებ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო, შე­ღე­ბი­ლი ზე­და­პი­რი გა­ღი­ავ­დე­ბა. მო­ე­რი­დეთ ხსნა­რის მოხ­ვედ­რას კან­ზე ან თვალ­ში, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი სა­თავ­სო კარ­გად უნდა ნი­ავ­დე­ბო­დეს.

ძმა­რი

სუფ­რის ძმა­რი კარ­გად უმკლავ­დე­ბა ობს. ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და ერ­თა­დერ­თი, რაც შე­გა­წუ­ხებთ, მისი სუ­ნია. ძმ­რით და­ა­მუ­შა­ვეთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ზე­და­პი­რი, 1 სა­ა­თის შემ­დეგ კი წყლით ჩა­მო­რე­ცხეთ და ოთა­ხიც გა­ა­ნი­ა­ვეთ. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, შე­გიძ­ლი­ათ რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თოთ ამ მე­თოდს.

წყალ­ბა­დის ზეჟან­გი

წყალ­ბა­დის ზეჟან­გის 3%-იანი ხსნა­რის შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ აფ­თი­აქ­ში შე­გიძ­ლი­ათ. არც ტოქ­სი­კუ­რია და არც სპე­ცი­ფი­უ­რი სუ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა მა­თეთ­რებ­ლის ეფექ­ტი აქვს და ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ფე­რად ზე­და­პირ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. სპრე­ის სა­ხით თუ შე­ი­ძენთ, უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. და­ა­მუ­შა­ვეთ ობი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი წყალ­ბა­დის ზეჟან­გით, 1 სთ-ის შემ­დეგ ჩა­მო­რე­ცხეთ.

სოდა

საჭ­მე­ლი სოდა წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ამ პრობ­ლე­მას. 1 ჩ.ჭ. წყალ­ში გახ­სე­ნით 1 ჩ.კ. სოდა და და­ა­მუ­შა­ვეთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ჩა­მო­რე­ცხვის შემ­დეგ, თუ სო­დის ნა­წი­ლა­კე­ბი დარ­ჩა, ნუ ეც­დე­ბით მათ მო­შო­რე­ბას. ისი­ნი ხელს შე­უშ­ლი­ან სო­კოს ხე­ლახ­ლა გავ­რცე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბი შე­გიძ­ლი­ათ პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, ისევ და ისევ მო­გი­წევთ ობ­თან ბრძო­ლა, თუ მის გა­მომ­წვევ მი­ზეზს არ აღ­მოვ­ფხვრით. მა­ნამ­დე შე­გიძ­ლი­ათ ეს მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რათა ობის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოთ: თუ გამ­წო­ვი არ გაქვთ, აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­მო­ა­ღეთ კარი ან ფან­ჯა­რა, და­ტო­ვეთ ან­თე­ბუ­ლი შუქი 30 წთ-ით მა­ინც. ნუ გა­აშ­რობთ სა­რე­ცხს ოთახ­ში, არ და­ტო­ვოთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი სა­ა­ბა­ზა­ნო­ში. უარი თქვით კედ­ლებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხა­ლი­ჩებ­ზე. ხში­რად გა­ა­ნი­ა­ვეთ ოთა­ხე­ბი. სა­რე­ცხის და­რე­ცხვის შემ­დეგ, ჩვრით ამოწ­მინ­დეთ მან­ქა­ნის კა­რის დამ­ცავ რე­ზი­ნის რკალ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სი­თხე და არ და­ხუ­როთ მან­ქა­ნის კარი, და­ა­ცა­დეთ გა­ნი­ავ­დეს და გაშ­რეს. საჭ­მლის კე­თე­ბის დროს, ორ­თქლი რომ არ დად­გეს, გა­მო­ა­ღეთ სამ­ზა­რე­უ­ლოს კარი ან ფან­ჯა­რა. შე­საძ­ლოა საჭ­მლის სუნი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ან არა­ეს­თე­ტი­უ­რია, თუმ­ცა არა იმ­დე­ნად, რო­გორც ობმა შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­შიც ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა და გამ­წო­ვი, არის კონ­დენ­სა­ტი, ანუ წყლის წვე­თე­ბი ტუ­ა­ლეტ­სა თუ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში არ­სე­ბულ მი­ლებ­ზე.

დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის ეს ნამ­დვი­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლია, რად­გან, ჯერ ერთი, ია­ტაკ­ზე წვე­თავს და ხში­რად ხდე­ბა მო­საწ­მედ­ნი; მე­ო­რეც, კონ­დენ­სა­ტის გამო მი­ლე­ბიც მწყობ­რი­დან მალე გა­მო­დის; კონ­დენ­სა­ტი უწყობს სწო­რედ ხელს ობის წარ­მოქ­მნა­საც და ბო­ლოს, მი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი წყლის წვე­თე­ბი, უბ­რა­ლოდ არა­ეს­თე­ტი­კუ­რია. კონ­დენ­სა­ტის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მეა, ამი­ტომ სა­ნამ მი­ლებ­ზე კონ­დენ­სა­ტის დაგ­რო­ვე­ბის თა­ვი­დან აც­ლე­ბას გა­და­წყვეტთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი წარ­მოქ­მნის მი­ზე­ზი დად­გინ­დეს.

კონ­დენ­სა­ტის გა­ჩე­ნის ზო­გა­დი მი­ზე­ზი ის არის, რომ სახ­ლის მილ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას უფრო და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, ვიდ­რე ბი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბის გამო კი, მი­ლე­ბის ზე­და­პირ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა წყლის პა­ტა­რა წვე­თე­ბი.

რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან კონ­დენ­სა­ტის წარ­მოქ­მნა

თუ სა­ა­ბა­ზა­ნო­სა თუ ტუ­ა­ლეტ­ში მე­ტა­ლის მი­ლე­ბი გაქვთ, წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­და­ღე­ბეთ ისი­ნი. სა­ღე­ბა­ვი უნდა და­ი­ტა­ნოთ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ცივი წყა­ლი მო­კე­ტი­ლია, მი­ლე­ბი კი სრუ­ლი­ად მშრა­ლი უნდა იყოს. ცივი წყლის მი­ლებ­ზე კონ­დენ­სა­ტის წარ­მოქ­მნას ხელს უწყობს უნი­ტა­ზის ჩამ­შვე­ბი ავ­ზი­დან ან სა­ა­ბა­ზა­ნოს ონ­კა­ნი­დან წყლის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ჟონ­ვაც. ცივი წყლის ჟონ­ვა ხელს უწყობს მი­ლე­ბის ზე­და­პირ­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ხში­რად საკ­მა­რი­სია გა­ჟონ­ვის შე­ჩე­რე­ბა უნი­ტა­ზის ავ­ზი­დან ან ონ­კა­ნის შე­კე­თე­ბა.

თუ კონ­დენ­სა­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა ცივი წყლის დგარ­ზე (სტა­ი­აკ­ზე), მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს იგი­ვე, ოღონდ მე­ზობ­ლებ­თან. ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სია ღა­მით, როცა წყლის მოხ­მა­რე­ბა ნაკ­ლე­ბია, "მო­უს­მი­ნოთ" მილს. თუ მას­ში გა­მუდ­მე­ბით ის­მის წყლის ხმა, ესე იგი, თქვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის სან­ტექ­ნი­კა წეს­რიგ­ში არ არის. სა­ნამ ისი­ნი არ შე­ა­კე­თე­ბენ თა­ვი­ანთ წყალ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სის­ტე­მას, თქვენ­თან კონ­დენ­სა­ტის წარ­მოქ­მნა არ შე­ჩერ­დე­ბა.

კონ­დენ­სა­ტის წარ­მოქ­მნის კი­დევ ერთი მი­ზე­ზია შე­ნო­ბა­ში მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა. ნორ­მა­ლუ­რად ით­ვლე­ბა 40-50% ტე­ნი­ა­ნო­ბა. ჩა­ა­ტა­რეთ მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტი: იმ ოთახ­ში, რო­მელ­შიც კონ­დენ­სა­ტი გროვ­დე­ბა, ღა­მით კარი ღია და­ტო­ვეთ. თუ დი­ლის­თვის მი­ლე­ბი მშრა­ლი იქ­ნე­ბა, საქ­მე ცუდ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლა.

ვენ­ტი­ლა­ცი­ის შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­ი­ტა­ნეთ სა­ვენ­ტი­ლა­ციო მე­სერ­თან წვრილ ზო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი სი­გა­რე­ტის ქა­ღალ­დი. თუ ქა­ღალ­დი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ ან სა­ერ­თოდ არ ინ­ძრე­ვა, ესე იგი ვენ­ტი­ლა­ცია ცუ­დად მუ­შა­ობს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი გა­მარ­თვა.

თუ პა­სი­უ­რი ვენ­ტი­ლა­ცია ცუ­დად მუ­შა­ობს ან საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ვენ­ტი­ლა­ციო მეს­რის ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­მო­ნაჟ­დეს გამ­წო­ვი ვენ­ტი­ლა­ცია, რომ­ლის ჩარ­თვაც შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ხე­ლით, ასე­ვე ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, ტა­ი­მერ­ზე ან ჰიგ­რო­მეტრზე (ტე­ნი­ა­ნო­ბის გა­სა­ზო­მი ხელ­სა­წყო) და­ყე­ნე­ბით.

მი­ლებ­ზე კონ­დენ­სა­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, მი­ლე­ბის შე­ფუთ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლით.

თუმ­ცა, თუ ასე­თი მა­სა­ლა ხელთ არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ­ნა­ი­რად მო­იქ­ცეთ: შე­ი­ძი­ნოთ სა­მო­ნა­ჟე ქაფი და გოფ­რი. ამ უკა­ნას­კნე­ლით შე­ფუ­თავთ პრობ­ლე­მურ მო­ნაკ­ვეთს, შემ­დეგ მილ­თა­შო­რის ად­გილს ამო­ავ­სებთ სა­მო­ნა­ჟე ქა­ფით.

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ხერ­ხე­ბი და წვა­ლე­ბა უბ­რა­ლოდ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, თუ სახ­ლის ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა და ტე­ნი­ა­ნო­ბას მუდ­მი­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები

როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები

დაობებული კედლები ბევრისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სანახავია, ობის სოკოს სპორები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, სპორები იწვევს: იმუნური სისტემის მოშლას, ალერგიულ რეაქციებს, ხველას, სურდოს, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას. ხშირად, ეს სიმპტომები ქრონიკულ ხასიათს იძენს და მხოლოდ მაშინ გვარდება, როდესაც საცხოვრებელში გავრცელებულ ობსა და მისი წარმოქმნის მიზეზებს საფუძვლიანად აღმოვფხვრით.

მხოლოდ ობის მოცილება არაფერს მოგვიტანს. მისგან სამუდამოდ რომ გავთავისუფლდეთ, საჭიროა პრობლემის გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ და გადავჭრათ. თავის მხრივ, ობი ჩვეულებრივი სოკოა, რომელსაც ნესტიანი გარემო უყვარს. მისი მიკროსკოპული სპორები ყველგანაა გავრცელებული და როგორც კი სასათბურე პირობებს შევუქმნით, მაშინვე იწყებენ გამრავლებას და გავრცელებას. სწორედ ამიტომ, ობი ხშირად გვხვდება სამზარეულოში, აბაზანაში, ოთახებში, სადაც ჰაერის ცირკულაცია არ ხდება, კედელზე გაკრული ხალიჩების უკან, სარეცხის მანქანებში, კონდიციონერის ფილტრებში და ა.შ.

თუ სახლში ობი გაჩნდა, სამშენებლო მასალების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საშუალებები, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მათი უმრავლესობა ტოქსიკურია და სათანადო სიფრთხილე გმართებთ მათთან მუშაობისას. გამოყენების წინ ზედმიწევნით კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია და ნუ უგულებელყოფთ მასში მითითებულ სიფრთხილის ზომებს. რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური საშუალება ნესტთან და ობთან ბრძოლისთვის, გამწოვი მოწყობილობის დამონტაჟებაა. იმისთვის, რომ ობი საერთოდ არ წარმოიქმნას.

თუმცა, ობის მოსაშორებლად, არსებობს სხვა საშუალებებიც:

მათეთრებელი

1/4 ჭიქა მათეთრებელი გააზავეთ 2 ჭიქა წყალში. ჩაასხით ხსნარი პულვერიზატორში და დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი. 10-15 წთ-ის შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მათეთრებლის ზემოქმედების გამო, შეღებილი ზედაპირი გაღიავდება. მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას კანზე ან თვალში, მუშაობის პროცესში კი სათავსო კარგად უნდა ნიავდებოდეს.

ძმარი

სუფრის ძმარი კარგად უმკლავდება ობს. ყველასთვის ხელმისაწვდომია და ერთადერთი, რაც შეგაწუხებთ, მისი სუნია. ძმრით დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი, 1 საათის შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ და ოთახიც გაანიავეთ. პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ რეგულარულად მიმართოთ ამ მეთოდს.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. არც ტოქსიკურია და არც სპეციფიური სუნით გამოირჩევა, თუმცა მათეთრებლის ეფექტი აქვს და ეს გაითვალისწინეთ ფერად ზედაპირთან მუშაობისას. სპრეის სახით თუ შეიძენთ, უფრო გაგიადვილდებათ მისი გამოყენება. დაამუშავეთ ობიანი ადგილები წყალბადის ზეჟანგით, 1 სთ-ის შემდეგ ჩამორეცხეთ.

სოდა

საჭმელი სოდა წარმატებით უმკლავდება ამ პრობლემას. 1 ჩ.ჭ. წყალში გახსენით 1 ჩ.კ. სოდა და დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები. ჩამორეცხვის შემდეგ, თუ სოდის ნაწილაკები დარჩა, ნუ ეცდებით მათ მოშორებას. ისინი ხელს შეუშლიან სოკოს ხელახლა გავრცელებას.

აღნიშნული მეთოდები შეგიძლიათ პერიოდულად გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ გახსოვდეთ, ისევ და ისევ მოგიწევთ ობთან ბრძოლა, თუ მის გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით. მანამდე შეგიძლიათ ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ, რათა ობის გავრცელებას ხელი შეუშალოთ: თუ გამწოვი არ გაქვთ, აბაზანის მიღების შემდეგ გამოაღეთ კარი ან ფანჯარა, დატოვეთ ანთებული შუქი 30 წთ-ით მაინც. ნუ გააშრობთ სარეცხს ოთახში, არ დატოვოთ სველი პირსახოცი სააბაზანოში. უარი თქვით კედლებზე ჩამოკიდებულ ხალიჩებზე. ხშირად გაანიავეთ ოთახები. სარეცხის დარეცხვის შემდეგ, ჩვრით ამოწმინდეთ მანქანის კარის დამცავ რეზინის რკალში ჩარჩენილი სითხე და არ დახუროთ მანქანის კარი, დააცადეთ განიავდეს და გაშრეს. საჭმლის კეთების დროს, ორთქლი რომ არ დადგეს, გამოაღეთ სამზარეულოს კარი ან ფანჯარა. შესაძლოა საჭმლის სუნი არასასიამოვნო ან არაესთეტიურია, თუმცა არა იმდენად, როგორც ობმა შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობასა და საცხოვრებელზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის თავიდან აცილებაშიც ასევე დაგეხმარებათ სავენტილაციო სისტემა და გამწოვი, არის კონდენსატი, ანუ წყლის წვეთები ტუალეტსა თუ სააბაზანოში არსებულ მილებზე.

დიასახლისებისთვის ეს ნამდვილი თავის ტკივილია, რადგან, ჯერ ერთი, იატაკზე წვეთავს და ხშირად ხდება მოსაწმედნი; მეორეც, კონდენსატის გამო მილებიც მწყობრიდან მალე გამოდის; კონდენსატი უწყობს სწორედ ხელს ობის წარმოქმნასაც და ბოლოს, მილებზე არსებული წყლის წვეთები, უბრალოდ არაესთეტიკურია. კონდენსატის გაჩენის მიზეზი რამდენიმეა, ამიტომ სანამ მილებზე კონდენსატის დაგროვების თავიდან აცლებას გადაწყვეტთ, აუცილებელია მისი წარმოქმნის მიზეზი დადგინდეს.

კონდენსატის გაჩენის ზოგადი მიზეზი ის არის, რომ სახლის მილგაყვანილობას უფრო დაბალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე ბინაში არსებული ტემპერატურაა. ტემპერატურული სხვაობის გამო კი, მილების ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის პატარა წვეთები.

როგორ ავიცილოთ თავიდან კონდენსატის წარმოქმნა

თუ სააბაზანოსა თუ ტუალეტში მეტალის მილები გაქვთ, წელიწადში ერთხელ გადაღებეთ ისინი. საღებავი უნდა დაიტანოთ მხოლოდ მაშინ, როცა ცივი წყალი მოკეტილია, მილები კი სრულიად მშრალი უნდა იყოს. ცივი წყლის მილებზე კონდენსატის წარმოქმნას ხელს უწყობს უნიტაზის ჩამშვები ავზიდან ან სააბაზანოს ონკანიდან წყლის გამუდმებული ჟონვაც. ცივი წყლის ჟონვა ხელს უწყობს მილების ზედაპირზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას. ამის თავიდან ასაცილებლად, ხშირად საკმარისია გაჟონვის შეჩერება უნიტაზის ავზიდან ან ონკანის შეკეთება.

თუ კონდენსატი წარმოიქმნება ცივი წყლის დგარზე (სტაიაკზე), მიზეზი შეიძლება იყოს იგივე, ოღონდ მეზობლებთან. ამისათვის საკმარისია ღამით, როცა წყლის მოხმარება ნაკლებია, "მოუსმინოთ" მილს. თუ მასში გამუდმებით ისმის წყლის ხმა, ესე იგი, თქვენი მეზობლების სანტექნიკა წესრიგში არ არის. სანამ ისინი არ შეაკეთებენ თავიანთ წყალგამანაწილებელ სისტემას, თქვენთან კონდენსატის წარმოქმნა არ შეჩერდება.

კონდენსატის წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზია შენობაში მაღალი ტენიანობა. ნორმალურად ითვლება 40-50% ტენიანობა. ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი: იმ ოთახში, რომელშიც კონდენსატი გროვდება, ღამით კარი ღია დატოვეთ. თუ დილისთვის მილები მშრალი იქნება, საქმე ცუდ ვენტილაციაში ყოფილა.

ვენტილაციის შესამოწმებლად მიიტანეთ სავენტილაციო მესერთან წვრილ ზოლებად დაჭრილი სიგარეტის ქაღალდი. თუ ქაღალდი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ინძრევა, ესე იგი ვენტილაცია ცუდად მუშაობს და აუცილებელია მისი გამართვა.

თუ პასიური ვენტილაცია ცუდად მუშაობს ან საკმარისი არ არის, სავენტილაციო მესრის ადგილზე შეიძლება დამონაჟდეს გამწოვი ვენტილაცია, რომლის ჩართვაც შეიძლება როგორც ხელით, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ტაიმერზე ან ჰიგრომეტრზე (ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო) დაყენებით.

მილებზე კონდენსატის თავიდან ასაცილებლად შეიძლება, ასევე, მილების შეფუთვა სპეციალური საიზოლაციო მასალით.

თუმცა, თუ ასეთი მასალა ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: შეიძინოთ სამონაჟე ქაფი და გოფრი. ამ უკანასკნელით შეფუთავთ პრობლემურ მონაკვეთს, შემდეგ მილთაშორის ადგილს ამოავსებთ სამონაჟე ქაფით.

ზემოჩამოთვლილი ხერხები და წვალება უბრალოდ არ დაგჭირდებათ, თუ სახლის ვენტილაციის სისტემა გამართული იქნება და ტენიანობას მუდმივად დაარეგულირებთ.

"აცრამდე გაიხუმრა, აცრის მერე რო ამბობ, კი კი კარგად ვგრძნობ თავსო და ესეთი ხარო" - რას წერს ფოტოგრაფი, რომელმაც არველაძეების ვაქცინაცია აღბეჭდა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "