პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს
ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს

"17 წე­ლი­წა­დია, იტა­ლი­ა­ში ვარ და აქე­დან 14 წე­ლი­წა­დია, ზე­თის­ხი­ლი მომ­ყავს", - გვე­უბ­ნე­ბა ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე, ხო­ნე­ლი ქალი, რო­მე­ლიც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს - "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვის ვაჟ­თან, შო­თას­თან ერ­თად გა­იც­ნო. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა წლე­ბია, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს.

სა­ქარ­თვე­ლო­დან 2004 წელს იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. უცხო­ეთ­ში ჩა­სულ­მა სა­მარ­თალმცოდ­ნემ და პე­და­გოგ­მა ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა თა­ვი­დან და­ი­წყო, რად­გან მიხ­ვდა, სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დო­და. დღეს აქვს თა­ვი­სი ფირ­მა, სახ­ლი ფლო­რენ­ცი­ა­ში, მა­მუ­ლი ტოს­კა­ნა­ში და ბა­ღის გა­შე­ნე­ბის სურ­ვი­ლიც გა­უჩ­ნდა...

- იტა­ლი­ა­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ზე­თის­ხილს ოქ­როს შემ­ცვლელს, "მწვა­ნე ოქ­როს" უწო­დე­ბენ. სა­ნამ ამ მცე­ნა­რეს ხელს მოჰ­კი­დებ, უნდა იცო­დე, სად გა­ა­შე­ნო, რა ნი­ა­დაგ­ზე, რა ჯი­შის და რო­გორ მო­უ­ა­რო. სპე­ცი­ა­ლურ ად­გილ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი და მოყ­ვა­ნი­ლი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და მისი ერთი ლიტ­რი ზეთი შე­იძ­ლე­ბა 20 ევ­რო­დაც გა­ი­ყი­დოს. ფასი ჯი­შე­ბის მი­ხედ­ვით ედე­ბა.

იტა­ლი­ა­ში, ჩემს სა­ბუ­ღალ­ტრო ფირ­მა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი - ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ზე­თის­ხი­ლის დიდი ბა­ღე­ბი ჰქონ­დათ. ამ საქ­მემ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. რო­გორც ქარ­თვე­ლი, ყუ­რძნი­თაც ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვა­ზის გა­შე­ნე­ბა ზე­თის­ხილ­ზე ძვი­რი აღ­მოჩ­ნდა.

ზე­თის­ხი­ლის მოვ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი არ არის, არც პრობ­ლე­მუ­რი, თუმ­ცა ბევ­რი სა­მუ­შაო კია. ნა­ყო­ფი წვრი­ლია და მის მოკ­რე­ფას დიდი დრო უნდა. სამი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: სა­ნამ ნერ­გებს შე­ი­ძენთ, მიწა უნდა და­მუ­შავ­დეს, მომ­ზად­დეს; არ უყ­ვარს ნეს­ტი­ან-ჭა­ო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი, მშრალ ნი­ა­დაგ­ში თავს უკეთ გრძნობს.

წყა­ლიც უყ­ვარს, მაგ­რამ ნი­ა­და­გი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ნეს­ტი­ა­ნი უნდა იყოს. ის უნდა შე­ი­ცავ­დეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კალ­ცი­უმს, მა­გა­ლი­თად, კირს. ზე­თის­ხი­ლი უნდა დავრგოთ შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზე, გო­რა­კებ­ზე, ოღონდ სწორ ნი­ა­დაგ­ზე და ზღვის დო­ნი­დან არა უმე­ტეს 800 მ-ისა. ნერ­გე­ბიც კარ­გად უნდა აირ­ჩეს (გა­აჩ­ნია, ნა­ყოფს რის­თვის ვი­ყე­ნებთ - კონ­სერ­ვის­თვის, ზე­თის­თვის თუ სხვა­დას­ხვა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად).

ზე­თის­ხი­ლი ბევ­რნა­ი­რი არ­სე­ბობს. მე მაქვს ისე­თი, რომ­ლის­გან ზეთს ხდი­ან, ანუ ბერ­ძნუ­ლი, ძა­ლი­ან მსხვი­ლი, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო ზო­მი­საც. ნა­ყოფს მა­შინ ვკრეფთ, როცა მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბა აქვს. ბაღი 15 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე ათა­სი ძი­რია. მან­ძი­ლი ორ ხეს შო­რის 5 მეტ­რია, რად­გან ბუჩ­ქად იზ­რდე­ბა და ერ­თმა­ნეთს ხელი უნდა არ შე­უ­შა­ლოს.

- ტოს­კა­ნის კლი­მა­ტი, ალ­ბათ, ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ზე­თის­ხი­ლის­თვის

- ტოს­კა­ნა ისე­თი ზო­ნაა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმე­რე­თი. იმ და­სახ­ლე­ბას ბუტი ჰქვია, სულ მთი­ან-ბორ­ცვი­ა­ნი ად­გი­ლე­ბია და ზე­თის­ხი­ლი ხა­რობს. მშრა­ლი, ოდ­ნავ ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ვაა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­ში, მაგ­რამ რად­გან გო­რა­კებ­ზეა, ტე­რა­სე­ბი გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ნერგს მო­სა­მაგ­რებ­ლად პირ­ველ ეტაპ­ზე წყა­ლი მე­ტად სჭირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი გაკ­რე­ჭა-ფორ­მი­რე­ბაც. ლა­მა­ზი ფორ­მა უნდა მივ­ცეთ, რომ გრძე­ლი და უფორ­მო არ გა­ი­ზარ­დოს. გამ­რავ­ლე­ბა და დარ­გვა შე­მოდ­გო­მით ხდე­ბა. მი­წას მაის-ივ­ნის­ში ვამ­ზა­დებთ.

მაქვს პა­ტა­რა სა­ნერ­გეც, სა­დაც და­ვი­წყე ისე­თი რამ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნა­ხე - მი­წას პლასტმა­სის ბოთ­ლებ­ში ჩავ­ყრით, ღე­როს ჩავრგავთ და და­ფეს­ვი­ან­დე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძი­რია, ნა­ყოფ­საც გვაძ­ლევს. იტა­ლი­ე­ლე­ბი სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლას უკ­ვირ­და.

ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ოჯახ­თან ერ­თად

- რას ურ­ჩევ­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ?

- ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სფე­როა! ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წე­ბი ისე და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი არ იყოს, რო­გორც ახლა. რომ ვუ­ყუ­რებ, გული მიკ­ვდე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ შრო­მო­ბენ, მაგ­რამ არ უფას­დე­ბათ. თუ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას უნდა შე­უ­წყოს ხელი. საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში და­უ­მუ­შა­ვე­ბელ და მოც­დე­ნილ მი­წას ვერ ნა­ხავთ. ხალ­ხს ხელს უწყო­ბენ. თუ გლეხს, ფერ­მერს ასე­თი მხარ­და­ჭე­რა არ ექნა, არა­ფე­რი გა­მო­ვა. მათ­თვის ბევ­რი რამ უნდა გა­კეთ­დეს. განა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა ზე­თის­ხი­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა? ყველ­გან მო­დის, კლი­მა­ტიც ხელს უწყობს.

იტა­ლი­ა­ში ემიგ­რან­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნი­სას დაბ­რკო­ლე­ბა არ მქო­ნია. იქ მე იტა­ლი­ე­ლებს ვა­მუ­შა­ვებ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ჩა­მო­ვი­დეს, აი­ღოს ნაკ­ვე­თი. აქაც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ - და­ა­საქ­მონ ქარ­თვე­ლე­ბი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს

ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს

"17 წელიწადია, იტალიაში ვარ და აქედან 14 წელიწადია, ზეთისხილი მომყავს", - გვეუბნება ნანა ხაჭაპურიძე, ხონელი ქალი, რომელიც კულინარიული შოუს - "სამზარეულოს ომების" მაყურებელმა თავის ვაჟთან, შოთასთან ერთად გაიცნო. ქალბატონი ნანა წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და საქმიანობს.

საქართველოდან 2004 წელს იტალიაში გაემგზავრა. უცხოეთში ჩასულმა სამართალმცოდნემ და პედაგოგმა ყველაფრის სწავლა თავიდან დაიწყო, რადგან მიხვდა, სხვაგვარად არაფერი გამოუვიდოდა. დღეს აქვს თავისი ფირმა, სახლი ფლორენციაში, მამული ტოსკანაში და ბაღის გაშენების სურვილიც გაუჩნდა...

- იტალიასა და საბერძნეთში ზეთისხილს ოქროს შემცვლელს, "მწვანე ოქროს" უწოდებენ. სანამ ამ მცენარეს ხელს მოჰკიდებ, უნდა იცოდე, სად გააშენო, რა ნიადაგზე, რა ჯიშის და როგორ მოუარო. სპეციალურ ადგილზე გაშენებული და მოყვანილი ძალიან ძვირი ღირს და მისი ერთი ლიტრი ზეთი შეიძლება 20 ევროდაც გაიყიდოს. ფასი ჯიშების მიხედვით ედება.

იტალიაში, ჩემს საბუღალტრო ფირმაში ბევრი ადამიანი გავიცანი - ჩვენი კლიენტები, რომლებსაც ზეთისხილის დიდი ბაღები ჰქონდათ. ამ საქმემ ძალიან დამაინტერესა. როგორც ქართველი, ყურძნითაც ვიყავი დაინტერესებული, თუმცა ვაზის გაშენება ზეთისხილზე ძვირი აღმოჩნდა.

ზეთისხილის მოვლა ძალიან რთული არ არის, არც პრობლემური, თუმცა ბევრი სამუშაო კია. ნაყოფი წვრილია და მის მოკრეფას დიდი დრო უნდა. სამი რამ არის გასათვალისწინებელი: სანამ ნერგებს შეიძენთ, მიწა უნდა დამუშავდეს, მომზადდეს; არ უყვარს ნესტიან-ჭაობიანი ადგილი, მშრალ ნიადაგში თავს უკეთ გრძნობს.

წყალიც უყვარს, მაგრამ ნიადაგი რაც შეიძლება ნაკლებად ნესტიანი უნდა იყოს. ის უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგალითად, კირს. ზეთისხილი უნდა დავრგოთ შემაღლებულ ადგილებზე, გორაკებზე, ოღონდ სწორ ნიადაგზე და ზღვის დონიდან არა უმეტეს 800 მ-ისა. ნერგებიც კარგად უნდა აირჩეს (გააჩნია, ნაყოფს რისთვის ვიყენებთ - კონსერვისთვის, ზეთისთვის თუ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დასამზადებლად).

ზეთისხილი ბევრნაირი არსებობს. მე მაქვს ისეთი, რომლისგან ზეთს ხდიან, ანუ ბერძნული, ძალიან მსხვილი, ასევე საშუალო ზომისაც. ნაყოფს მაშინ ვკრეფთ, როცა მწვანე შეფერილობა აქვს. ბაღი 15 ჰექტარზეა გაშენებული და რამდენიმე ათასი ძირია. მანძილი ორ ხეს შორის 5 მეტრია, რადგან ბუჩქად იზრდება და ერთმანეთს ხელი უნდა არ შეუშალოს.

- ტოსკანის კლიმატი, ალბათ, ზედგამოჭრილია ზეთისხილისთვის

- ტოსკანა ისეთი ზონაა, როგორიც საქართველოში იმერეთი. იმ დასახლებას ბუტი ჰქვია, სულ მთიან-ბორცვიანი ადგილებია და ზეთისხილი ხარობს. მშრალი, ოდნავ ნესტიანი ჰავაა, როგორც საქართველოს დასავლეთში, მაგრამ რადგან გორაკებზეა, ტერასები გვაქვს გაკეთებული. ნერგს მოსამაგრებლად პირველ ეტაპზე წყალი მეტად სჭირდება. მნიშვნელოვანია მათი გაკრეჭა-ფორმირებაც. ლამაზი ფორმა უნდა მივცეთ, რომ გრძელი და უფორმო არ გაიზარდოს. გამრავლება და დარგვა შემოდგომით ხდება. მიწას მაის-ივნისში ვამზადებთ.

მაქვს პატარა სანერგეც, სადაც დავიწყე ისეთი რამ, რაც საქართველოში ვნახე - მიწას პლასტმასის ბოთლებში ჩავყრით, ღეროს ჩავრგავთ და დაფესვიანდება. ეს ჩვეულებრივი ძირია, ნაყოფსაც გვაძლევს. იტალიელები სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას უკვირდა.

ნანა ხაჭაპურიძე ოჯახთან ერთად

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში საქართველოში მუშაობენ?

- ეს არაჩვეულებრივი სფეროა! ვისურვებდი, საქართველოში მიწები ისე დაუმუშავებელი არ იყოს, როგორც ახლა. რომ ვუყურებ, გული მიკვდება. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ შრომობენ, მაგრამ არ უფასდებათ. თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, პირველ რიგში, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას უნდა შეუწყოს ხელი. საფრანგეთსა და იტალიაში დაუმუშავებელ და მოცდენილ მიწას ვერ ნახავთ. ხალხს ხელს უწყობენ. თუ გლეხს, ფერმერს ასეთი მხარდაჭერა არ ექნა, არაფერი გამოვა. მათთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. განა საქართველოში არ შეიძლება ზეთისხილის ბაღების გაშენება? ყველგან მოდის, კლიმატიც ხელს უწყობს.

იტალიაში ემიგრანტი ვიყავი, მაგრამ ნაკვეთის შეძენისას დაბრკოლება არ მქონია. იქ მე იტალიელებს ვამუშავებ. საქართველოშიც შეიძლება ვინმე ჩამოვიდეს, აიღოს ნაკვეთი. აქაც შეიძლება ასეთი რამ - დაასაქმონ ქართველები წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ