ავტორი:

"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ

"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ

თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის წარდგნილ ბრალდებას არ აღიარებს. გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მე ის ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე მომიწერია ხელი, არ ვეთანხმები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს, მირტყამდნენ ყველგან - თვალში, თავში, ზურგში. რომ ვთქვი ყველაფერი მტკივა-მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამართალი?" - აღნიშნა დაკავებულმა, ომარ გამყრელიძემ.

დღესვე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს