პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა
ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფმა" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ნიშ­ნა თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ უფ­რო­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე.

გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, არ­ჩე­ვა­ნი ენუ­ქი­ძე­ზე გა­კეთ­და მისი სა­ბან­კო საქ­მე­ე­ბის ღრმა ცოდ­ნი­დან და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი 2013 წლი­და­ნაა.

ენუ­ქი­ძე და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში, არის სა­ქარ­თვე­ლოს და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე. 1993 წელს და­ას­რუ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი, 1996 წელს კი მი­ი­ღო ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის (MBA) დიპ­ლო­მი მე­რი­ლენ­დის უნი­ვეს­ტი­ტეტ­ში.

ენუ­ქი­ძე იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ფი­ნან­სე­ბის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი Concorde Capital-ში, უკ­რა­ი­ნის წამ­ყვან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კში; ასე­ვე, 4 წლის მან­ძილ­ზე იყო ABN AMRO-ს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ფი­ნან­სე­ბის დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე ლონ­დონ­ში; ასე­ვე, რეს­ტონ­ში, ვირ­ჯი­ნი­ა­ში Global One Communications LLC-ის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი; მან სამი წელი იმუ­შა­ვა ABN AMRO-ს მოს­კო­ვის ოფის­ში, კორ­პო­რა­ტი­ულ ფი­ნან­სებ­ში.

ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ, ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე გახ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რე საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. ის იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის იყო, ვი­საც წამ­ყვა­ნი როლი ეკა­ვა ბან­კის ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გას­ვლა­ში - ეს იყო პირ­ვე­ლი სა­წყი­სი სა­ჯა­რო შე­თა­ვა­ზე­ბა კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სდა.

2008 წელს ენუ­ქი­ძე და­ი­ნიშ­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და ბანკს უძღვე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო და ლო­კა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი პე­რი­ოდ­ში.

ენუ­ქი­ძე, რო­გორც Nine Oaks Advisors-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არის ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის პრო­ექ­ტე­ბის ინ­ვეს­ტო­რი და ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი. 2011 წლი­დან ის ასე­ვე, არის TMM Real Estate Development PLC – 2007 წლი­დან გერ­მა­ნი­ის სა­ფონ­დი ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის - სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის და აუ­დი­ტის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ხოლო 2014 წლი­დან არის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ის მი­ნე­რა­ლე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რე საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ „თი­ბი­სი ბან­კის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბები და­ტო­ვეს. რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მა­ნამ­დე არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა

ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე.

განცხადების მიხედვით, არჩევანი ენუქიძეზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი 2013 წლიდანაა.

ენუქიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1996 წელს კი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) დიპლომი მერილენდის უნივესტიტეტში.

ენუქიძე იყო კორპორატიული ფინანსების მმართველი დირექტორი Concorde Capital-ში, უკრაინის წამყვან საინვესტიციო ბანკში; ასევე, 4 წლის მანძილზე იყო ABN AMRO-ს კორპორატიული ფინანსების დირექტორის თანაშემწე ლონდონში; ასევე, რესტონში, ვირჯინიაში Global One Communications LLC-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი; მან სამი წელი იმუშავა ABN AMRO-ს მოსკოვის ოფისში, კორპორატიულ ფინანსებში.

ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ნიკოლოზ ენუქიძე გახდა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ის იმ ადამიანებს შორის იყო, ვისაც წამყვანი როლი ეკავა ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებულად გასვლაში - ეს იყო პირველი საწყისი საჯარო შეთავაზება კავკასიაში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

2008 წელს ენუქიძე დაინიშნა "საქართველოს ბანკის" საბჭოს თავმჯდომარედ და ბანკს უძღვებოდა საერთაშორისო და ლოკალური ფინანსური კრიზისი პერიოდში.

ენუქიძე, როგორც Nine Oaks Advisors-ის დამფუძნებელი, არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი. 2011 წლიდან ის ასევე, არის TMM Real Estate Development PLC – 2007 წლიდან გერმანიის საფონდი ბირჟაზე განთავსებული უკრაინული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის და აუდიტის კომიტეტის წევრი. ხოლო 2014 წლიდან არის სააქციო საზოგადოება კავკასიის მინერალების სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობები დატოვეს. როგორც ხაზარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, თანამდებობებზე მანამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ