საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა
პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და - BBC-ს რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბი­უ­რო წერს, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა არის კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი კი­ბოს­თან ბრძო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაა, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან და ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია.

ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „რო­სია 1“-ის ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით „რუ­სეთ­ში ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნის უნი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა“. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პე­ტერ­ბურგთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას 2021 წელს და­ი­წყებს. ვო­რონ­ცო­ვა კი კომ­პა­ნია „ნო­მე­კოს“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. პუ­ტი­ნის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა „ბი­ბი­სის­თან“ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა ნამ­დვი­ლად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია.

ვლა­დი­მერ პუ­ტინს შვი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არა­სო­დეს უყ­ვარ­და. ვო­რონ­ცო­ვას ბი­ოგ­რა­ფი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი მისი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

მა­რია ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 34 წლი­საა. 2011 წელს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი გა­ი­ა­რა ორ­დი­ნა­ტუ­რა სა­ბავ­შვო ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის გან­ხრით. სწავ­ლობ­და ას­პი­რან­ტუ­რა­შიც, ორი წლის წინ კი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა.

ჟურ­ნა­ლი The New Times და სა­ა­გენ­ტო „რო­ი­ტერ­სი“ წერ­დნენ, რომ ვო­რონ­ცო­ვას ქმა­რი ჰო­ლან­დი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იო­რიტ იოსტ ფა­ა­სე­ნია. 2006 წლის აპ­რილ­ში ის რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და, რათა ეთა­ნამ­შრომ­ლა „გა­ზპ­რომ­თან“, 2008 წელს კი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის გან­ხრით დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. ამ დრო­ის­თვის ჰო­ლან­დი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი უკვე იც­ნობ­და პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს, თუმ­ცა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ჯერ არ იყ­ვნენ.

მა­რია ვო­რონ­ცო­ვა სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებს ხში­რად ქმრის გვა­რით აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა

პუტინის "გასაიდუმლოებული" შვილი წარმატებული ექიმია - ნახეთ, რას საქმიანობს მარია ვორონცოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის საქმიანობა ცნობილი გახდა - BBC-ს რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ მარია ვორონცოვა არის კომპანიის თანამფლობელი, რომელიც ჯანდაცვის კერძო საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობს. პროექტის მიზანი კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დამუშავებაა, მისი მხარდამჭერები რუსი მაღალჩინოსნები არიან და ღირებულება 40 მილიარდი რუბლია.

ივლისის დასაწყისში ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „რუსეთში ბირთვული მედიცინის უნიკალური ცენტრი გაიხსნება“. ჟურნალისტების ინფორმაციით, დაწესებულება პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს და ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს. ვორონცოვა კი კომპანია „ნომეკოს“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია. პუტინის ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა „ბიბისისთან“ დაადასტურეს, რომ მარია ვორონცოვა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტის შვილია.

ვლადიმერ პუტინს შვილებზე საუბარი არასოდეს უყვარდა. ვორონცოვას ბიოგრაფიის შესახებ დეტალები მისი საკანდიდატო დისერტაციის საშუალებით გახდა ცნობილი.

მარია ახლა, სავარაუდოდ, 34 წლისაა. 2011 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი გაიარა ორდინატურა საბავშვო ენდოკრინოლოგიის განხრით. სწავლობდა ასპირანტურაშიც, ორი წლის წინ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

ჟურნალი The New Times და სააგენტო „როიტერსი“ წერდნენ, რომ ვორონცოვას ქმარი ჰოლანდიელი ბიზნესმენი იორიტ იოსტ ფაასენია. 2006 წლის აპრილში ის რუსეთში ჩავიდა, რათა ეთანამშრომლა „გაზპრომთან“, 2008 წელს კი ბიზნესის განვითარების განხრით დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ამ დროისთვის ჰოლანდიელი ბიზნესმენი უკვე იცნობდა პრეზიდენტის ქალიშვილს, თუმცა დაქორწინებულები ჯერ არ იყვნენ.

მარია ვორონცოვა სამეცნიერო ნაშრომებს ხშირად ქმრის გვარით აქვეყნებს.

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!