პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი" - რატომ თვლის ნუცა შანშიაშვილი თავს შეუმდგარ ქალად და რას იხსენებს პუგაჩოვასთან შეხვედრიდან
"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი" - რატომ თვლის ნუცა შანშიაშვილი თავს შეუმდგარ ქალად და რას იხსენებს პუგაჩოვასთან შეხვედრიდან

"სულ 10 დღეა, რაც ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ უამ­რა­ვი საქ­მის გა­კე­თე­ბა უკვე მო­ას­წრო. რო­გორ გახ­და თაღ­ლი­თი პა­ტარ­ძა­ლი, რისი ეში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მელ დღეს ამოშ­ლი­და სა­კუ­თა­რი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან და ვინ ცდი­ლობ­და მას­ში წი­ნათ­გრძნო­ბის უნა­რი ჩა­ეხ­შო? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ:

ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ვარ ნი­ჭი­ე­რი. პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან ხაზ­გას­მა ჩემს კარგ ხა­სი­ათ­ზე ხდე­ბა, ყვე­ლა­ზე ხში­რად მეს­მის სი­ტყვა "პო­ზი­ტი­უ­რი" და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ვარ ნუცა, რომ და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვინ­მეს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­ე­ცა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბას ისურ­ვებ­დიო? აუ­ცი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. დღეს ხში­რად მეს­მის, წუ­წუ­ნე­ბენ, რა­ტომ და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში? ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. მე ვგიჟ­დე­ბი იე­რუ­სა­ლიმ­ზე, მაგ­რამ ჩემი გული არის სა­ქარ­თვე­ლო. მთე­ლი მსოფ­ლიო მოვ­ლი­ლი მაქვს, მსგავ­სი მშვე­ნი­ე­რი მიწა-წყა­ლი არ­სად არ­სე­ბობს; მსგავ­სი კე­თი­ლი ენერ­გი­ის მქო­ნე, ხა­სი­ა­თი­სა და ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ო­ში იშ­ვი­ა­თო­ბაა. მად­ლო­ბა უფალს, რომ აქ მო­მავ­ლი­ნა. თუმ­ცა, ამე­რი­კა ბევ­რის­თვის ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა, იქ ბო­ლომ­დე გეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნო. თუ რამე გინ­და და იშ­რო­მებ, ნე­ბის­მი­ერ მი­ზანს მი­აღ­წევ!

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს რწმე­ნას ღმერ­თის მი­მართ. ეს ენერ­გია და ძალა, რო­მელ­საც მე სიყ­ვა­რულს ვუ­წო­დებ, არის ღმერ­თი. ამო­უც­ნო­ბია, ის მა­ტა­რებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­თვის ჩემს გულ­ში ვგრძნობ. მას­თან უხი­ლა­ვი, უწყვე­ტი კავ­ში­რი მაქვს. ყვე­ლა პრობ­ლე­მა ზე­მო­დან მო­დის და ვე­სა­უბ­რე­ბი, რომ მოგ­ვა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­როს. შე­საძ­ლოა, ეს ვი­ღა­ცის­თვის სი­გი­ჟეა.

- წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში ახ­ლა­ხან მქონ­და...

- ...2019 წლის აპ­რილ­ში, გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი მქონ­და, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას, მე­გობ­რო­ბის გაღ­ვი­ვე­ბას მი­ვუ­ძღვე­ნი. ამე­რი­კა­ში მა­მა­ჩე­მის - ჯე­მალ შან­ში­აშ­ვი­ლის სკულპ­ტუ­რა "ხელი" წა­ვი­ღე, რო­მე­ლიც მა­მას მე­გო­ბარ­მა, მო­ქან­და­კე თე­მურ ლო­მი­ძემ ჩა­მო­ას­ხა. ეს ქან­და­კე­ბა ნიუ-იორკში და­იდ­გმე­ბა. სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა მარ­გა­რი­ტა კა­გა­ნიმ გა­უ­წია. ამე­რი­კელ ჯაზ-ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ბევ­რი ქარ­თუ­ლი კომ­პო­ზი­ცია გა­ვაჟ­ღე­რე. ჩემი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, უკვე რი­გით მე­ო­რე ჯილ­დო (პირ­ვე­ლი ჯილ­დო პო­ლი­ცი­ი­დან იყო - "ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი სა­პა­ტიო ხე­ლო­ვა­ნი" - ამ ჯილ­დოს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გას­ცე­მენ) გად­მო­მე­ცა. ეს გახ­ლდათ ჯილ­დო კონ­გრე­სი­დან და მი­ვი­ღე მე­სა­მე ჯილ­დოც, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ხე­ლით გად­მომ­ცეს, ამ­ჯე­რად "ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის­თვის" და­მა­ჯილ­დო­ეს. ეს არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ვფიქ­რობ, ჩემი ქვეყ­ნის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ახლა თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, რად­გან...

- ...ვთა­მა­შობ გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის კო­მე­დი­ა­ში, ეს უკვე რი­გით მე­ო­თხე კო­მე­დი­აა. არ­ნა­ხულ ტემპში ვმუ­შა­ობთ. სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვალ, სულ 8 ფილმში გა­და­ღე­ბა მაქვს და­გეგ­მი­ლი. იმ ეპი­ზო­დე­ბის გა­და­ღე­ბა მოხ­დე­ბა, სა­დაც ჩემი სცე­ნა იქ­ნე­ბა. ეს რთუ­ლია, მაგ­რამ სხვა გზა არ გვაქვს. ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მოგ­ვწონს. ეს არის ფილ­მე­ბი: "იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხი", "ოქ­როს გა­სა­ღე­ბი", "ბან­დი­ტე­ბი", "თაღ­ლი­თე­ბი". ახლა სწო­რედ "თაღ­ლი­თებს" ვი­ღებთ. არის სა­ინ­ტე­რე­სო კოს­ტი­უ­მე­ბი, ძვე­ლი თბი­ლი­სის კად­რე­ბი, გაქ­ცე­ვე­ბი... მე გახ­ლა­ვართ თაღ­ლი­თი პა­ტარ­ძა­ლი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო სცე­ნე­ბია. მი­ხა­რია, რომ ამ ფილ­მე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ვარ. გვინ­და, ხალ­ხს ღი­მი­ლი ვა­ჩუ­ქოთ და ცხოვ­რე­ბა გა­ვუ­ხა­ლი­სოთ. თბი­ლის­ში აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე ვიქ­ნე­ბი.

- ყო­ველ წელს, ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ...

- ...რად­გან ეს ქა­ლა­ქი, ჩემი სახ­ლი, მა­მა­ჩე­მის სახლ-მუ­ზე­უ­მი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან. თბი­ლის­ში ყო­ველ­თვის მომ­ყავს ჩემი შვი­ლი. მას დედა ქარ­თვე­ლი ჰყავს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა უყ­ვარ­დეს ეს ქვე­ყა­ნა, აქა­უ­რო­ბის მად­ლი უნდა შე­იგ­რძნოს. ნიკა ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კე­ლი ბავ­შვია. ხში­რად მე­კი­თხე­ბა, - დე, თბი­ლის­ში რო­დის წა­ვალ­თო? ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ნინო ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­ვი­ზარ­დე, ამე­რი­კა­ში ჩვენს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. ვე­რა­ზეც და ნიუ-იორკშიც მე­ზობ­ლე­ბი ვართ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც მე­გობ­რო­ბენ. ახლა მათ­თან რა­ჭა­ში მივ­დი­ვარ, მერე - ქო­ბუ­ლეთ­ში, ჩემს დას­თან.

- უცხო­ელ მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბის­კენ...

- ...ხში­რად მო­ვუ­წო­დებ. ამ მხრივ ძა­ლი­ან ვაქ­ტი­უ­რობ და ვუ­ერ­თდე­ბი კამ­პა­ნი­ას "გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლის დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში". ვთვლი, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნდა მი­ი­კე­ტონ თა­ვი­ან­თი კა­რე­ბი, საქ­მე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ჩვენს გა­რე­შე არ­კვი­ონ, მო­ქა­ლა­ქე­ებს თავი დაგ­ვა­ნე­ბონ. მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ვუ­წო­დებ, ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ისი­ა­მოვ­ნონ. ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის აღე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ამ სა­მო­თხე­ზე ყველ­გან ვლა­პა­რა­კობ, სა­დაც კი ხმა მი­მიწ­ვდე­ბა. ვინც აქ ერთხელ მა­ინც ჩა­მო­სუ­ლა, უთ­ქვამთ, სად არ ვი­ყა­ვით და თვალ­წინ სულ თბი­ლი­სი და სა­ქარ­თვე­ლო გვიდ­გა­სო. მა­გა­ლი­თად, ფლო­რი­და­ში სულ ქვი­შაა, იმ ად­გი­ლის გა­სა­კე­თილ­შო­ბი­ლებ­ლად მი­ლი­არ­დე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი და იქ რომ ხარ, სწო­რედ ამ მი­ლი­არ­დე­ბის კომ­ფორ­ტს გრძნობ. ჩვენ ღმერ­თმა სა­მო­თხე ბუ­ნებ­რი­ვად მოგ­ვცა. ახლა ჩემი ერთი პრო­დი­უ­სე­რი აქ არის, მე­ო­რე ჩა­მო­დის. კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა. პუ­ტი­ნის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის გამო, ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტია გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბას ოჯახ­თან ერ­თად გეგ­მავ­და, რუ­სეთ­ში მი­ტინ­გებს აწყო­ბენ, ეს რა გაგ­ვი­კე­თეთ, ჩვენ ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვინ­დაო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი და ვთვლი, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გია. იუ­მო­რის გრძნო­ბა კი ბევრ რა­მე­ში მშვე­ლის. იმ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლი ვარ, სხვე­ბის კრი­ტი­კა მამ­შვი­დებს კი­დეც.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...არა­კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბა. ხან­და­ხან ბევრ ამ­ბავს "ვა­ტა­რებ". ვთვლი, რომ ეს სა­სურ­ვე­ლი თვი­სე­ბა არ არის.

- ვრის­კავ, როცა...

- ...ახლა - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ წარ­სულ­ში გა­უ­აზ­რე­ბე­ლი რის­კე­ბიც ხში­რად მქონ­და.

- რო­დე­საც და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს...

- ...თა­ვით ვეშ­ვე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ეს არის ჩემი სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბა არის ერ­თა­დერ­თი გა­სა­ღე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში, როცა იხ­სნე­ბა კარი და ყო­ველ­გვა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იკარ­გე­ბა.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ვი­თა­მა­შო სცე­ნა­ზე, ვი­თა­მა­შო ფილმში და­უს­რუ­ლებ­ლად, შე­უ­ჩე­რებ­ლად. ვხა­ტო, ხე­ლოვ­ნე­ბას ვემ­სა­ხუ­რო. მსა­ხი­ო­ბო­ბას სიმ­ღე­რა­ზე წი­ნაც კი ვა­ყე­ნებ.

- მე­ში­ნია...

- ...ახ­ლობ­ლე­ბის ტკი­ვი­ლის, და­კარ­გვის.

- ბო­ლოს ვი­ტი­რე...

- ...გუ­შინ, გა­და­ღე­ბა­ზე. ხში­რად ვტი­რი. უი, უნდა მო­მე­ყო­ლა და და­მა­ვი­წყდა. ამ ათ დღე­ში, რაც თბი­ლის­ში ვარ, უამ­რა­ვი რამ მო­ვას­წა­რი. ვი­თა­მა­შე დრა­მა­ში, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­ზეა. მთა­ვარ როლ­ში ზურა ინ­გო­როყ­ვა, ლე­ვან ლაშ­ხი და მე ვართ. ეს არის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის სცე­ნა­რით. მე ქმრის­გან მივ­დი­ვარ, მიყ­ვარ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მწე­რა­ლია და ბო­ლოს ხდე­ბა ტრა­გე­დია... და­ნარ­ჩენს ვერ გი­ამ­ბობთ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ახლო მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, თან მინ­და ვი­მუ­შაო.

- ვნა­ნობ...

- ...თუკი რამ შემ­შლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან და შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი აღარ მაქვს.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ქალი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი, ქმა­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. ტვი­ნით, აზ­როვ­ნე­ბით მგო­ნია, რომ მა­მა­კა­ცი ვარ, ქა­ლის სხე­ულ­ში. ქალი უნდა იყოს ნაზი, ფა­ფუ­კი ფი­სო­სა­ვით, სულ სახ­ლში. ქალი არის ბედ­ნი­ე­რი, როცა მისი "ხე­ლოვ­ნე­ბა" არის სახ­ლი. ჩემი "ხე­ლოვ­ნე­ბა" არის ქუჩა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, თა­მა­ში, ხატ­ვა... მე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შემ­დგა­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ, მაგ­რამ რო­გორც ქალი - შე­უმ­დგა­რი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი" - რატომ თვლის ნუცა შანშიაშვილი თავს შეუმდგარ ქალად და რას იხსენებს პუგაჩოვასთან შეხვედრიდან

"დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი" - რატომ თვლის ნუცა შანშიაშვილი თავს შეუმდგარ ქალად და რას იხსენებს პუგაჩოვასთან შეხვედრიდან

"სულ 10 დღეა, რაც ნუცა შანშიაშვილი თბილისში იმყოფება, მაგრამ უამრავი საქმის გაკეთება უკვე მოასწრო. როგორ გახდა თაღლითი პატარძალი, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი მეხსიერებიდან და ვინ ცდილობდა მასში წინათგრძნობის უნარი ჩაეხშო? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ:

ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ნიჭიერი. პიროვნული თვისებებიდან ხაზგასმა ჩემს კარგ ხასიათზე ხდება, ყველაზე ხშირად მესმის სიტყვა "პოზიტიური" და ეს ძალიან მსიამოვნებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარ ნუცა, რომ დავიბადე საქართველოში. ვინმეს არჩევანის საშუალება რომ მოეცა, რომელ ქვეყანაში დაბადებას ისურვებდიო? აუცილებლად საქართველოს დავასახელებდი. დღეს ხშირად მესმის, წუწუნებენ, რატომ დავიბადე საქართველოში? ეს არასწორი მიდგომაა. მე ვგიჟდები იერუსალიმზე, მაგრამ ჩემი გული არის საქართველო. მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მსგავსი მშვენიერი მიწა-წყალი არსად არსებობს; მსგავსი კეთილი ენერგიის მქონე, ხასიათისა და ნიჭის მქონე ადამიანები მსოფლიოში იშვიათობაა. მადლობა უფალს, რომ აქ მომავლინა. თუმცა, ამერიკა ბევრისთვის ოცნების ქვეყანაა, იქ ბოლომდე გეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო. თუ რამე გინდა და იშრომებ, ნებისმიერ მიზანს მიაღწევ!

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ. ეს ენერგია და ძალა, რომელსაც მე სიყვარულს ვუწოდებ, არის ღმერთი. ამოუცნობია, ის მატარებს მთელი ცხოვრება და ყოველთვის ჩემს გულში ვგრძნობ. მასთან უხილავი, უწყვეტი კავშირი მაქვს. ყველა პრობლემა ზემოდან მოდის და ვესაუბრები, რომ მოგვარებაში დამეხმაროს. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის სიგიჟეა.

- წარმატება, რომელიც ნიუ-იორკში ახლახან მქონდა...

- ...2019 წლის აპრილში, გრანდიოზული კონცერტი მქონდა, რომელიც ქართველი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობას, მეგობრობის გაღვივებას მივუძღვენი. ამერიკაში მამაჩემის - ჯემალ შანშიაშვილის სკულპტურა "ხელი" წავიღე, რომელიც მამას მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ლომიძემ ჩამოასხა. ეს ქანდაკება ნიუ-იორკში დაიდგმება. საღამოს ორგანიზება ჩემმა პროდიუსერმა მარგარიტა კაგანიმ გაუწია. ამერიკელ ჯაზ-ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ბევრი ქართული კომპოზიცია გავაჟღერე. ჩემი ფერწერული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე რიგით მეორე ჯილდო (პირველი ჯილდო პოლიციიდან იყო - "ნიუ-იორკში მცხოვრები საპატიო ხელოვანი" - ამ ჯილდოს პოლიციელები გასცემენ) გადმომეცა. ეს გახლდათ ჯილდო კონგრესიდან და მივიღე მესამე ჯილდოც, რომელიც ნიუ-იორკის კულტურის სამსახურისა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების სახელით გადმომცეს, ამჯერად "ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" დამაჯილდოეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.

- ახლა თბილისში ვიმყოფები, რადგან...

- ...ვთამაშობ გიორგი ჯაფარიძის კომედიაში, ეს უკვე რიგით მეოთხე კომედიაა. არნახულ ტემპში ვმუშაობთ. სანამ ამერიკაში წავალ, სულ 8 ფილმში გადაღება მაქვს დაგეგმილი. იმ ეპიზოდების გადაღება მოხდება, სადაც ჩემი სცენა იქნება. ეს რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან მოგვწონს. ეს არის ფილმები: "იდეალური ოჯახი", "ოქროს გასაღები", "ბანდიტები", "თაღლითები". ახლა სწორედ "თაღლითებს" ვიღებთ. არის საინტერესო კოსტიუმები, ძველი თბილისის კადრები, გაქცევები... მე გახლავართ თაღლითი პატარძალი. ძალიან სახალისო სცენებია. მიხარია, რომ ამ ფილმების მთავარი პერსონაჟი ვარ. გვინდა, ხალხს ღიმილი ვაჩუქოთ და ცხოვრება გავუხალისოთ. თბილისში აგვისტოს ბოლომდე ვიქნები.

- ყოველ წელს, ამერიკიდან საქართველოში ჩამოვდივარ...

- ...რადგან ეს ქალაქი, ჩემი სახლი, მამაჩემის სახლ-მუზეუმი, ახლობლები, მეგობრები ძალიან მენატრებიან. თბილისში ყოველთვის მომყავს ჩემი შვილი. მას დედა ქართველი ჰყავს და აუცილებლად უნდა უყვარდეს ეს ქვეყანა, აქაურობის მადლი უნდა შეიგრძნოს. ნიკა ქართულად ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ბავშვია. ხშირად მეკითხება, - დე, თბილისში როდის წავალთო? ჩემი ბავშვობის მეგობარი ნინო ლობჟანიძე, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ამერიკაში ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ვერაზეც და ნიუ-იორკშიც მეზობლები ვართ. ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. ახლა მათთან რაჭაში მივდივარ, მერე - ქობულეთში, ჩემს დასთან.

- უცხოელ მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ...

- ...ხშირად მოვუწოდებ. ამ მხრივ ძალიან ვაქტიურობ და ვუერთდები კამპანიას "გაატარე ზაფხულის დღეები საქართველოში". ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა უნდა მიიკეტონ თავიანთი კარები, საქმეები ერთმანეთში ჩვენს გარეშე არკვიონ, მოქალაქეებს თავი დაგვანებონ. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ისიამოვნონ. ამ ქვეყანაში საოცარი ენერგიის აღება შეიძლება. ამ სამოთხეზე ყველგან ვლაპარაკობ, სადაც კი ხმა მიმიწვდება. ვინც აქ ერთხელ მაინც ჩამოსულა, უთქვამთ, სად არ ვიყავით და თვალწინ სულ თბილისი და საქართველო გვიდგასო. მაგალითად, ფლორიდაში სულ ქვიშაა, იმ ადგილის გასაკეთილშობილებლად მილიარდებია დახარჯული და იქ რომ ხარ, სწორედ ამ მილიარდების კომფორტს გრძნობ. ჩვენ ღმერთმა სამოთხე ბუნებრივად მოგვცა. ახლა ჩემი ერთი პროდიუსერი აქ არის, მეორე ჩამოდის. კიდევ ერთი მეგობარი, ოჯახთან ერთად ჩამოვა. პუტინის მიერ გამოცხადებული აკრძალვის გამო, ბევრი რუსი ტურისტია განაწყენებული. ისინი, ვინც საქართველოში დასვენებას ოჯახთან ერთად გეგმავდა, რუსეთში მიტინგებს აწყობენ, ეს რა გაგვიკეთეთ, ჩვენ ქართველებთან ურთიერთობა გვინდაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარი თავისადმი კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია. იუმორის გრძნობა კი ბევრ რამეში მშველის. იმდენად კრიტიკული ვარ, სხვების კრიტიკა მამშვიდებს კიდეც.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...არაკატეგორიულობა. ხანდახან ბევრ ამბავს "ვატარებ". ვთვლი, რომ ეს სასურველი თვისება არ არის.

- ვრისკავ, როცა...

- ...ახლა - ნაკლებად, მაგრამ წარსულში გაუაზრებელი რისკებიც ხშირად მქონდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...თავით ვეშვები ხელოვნებაში. ეს არის ჩემი საუკეთესო წამალი. ხელოვნება არის ერთადერთი გასაღები ცხოვრებაში, როცა იხსნება კარი და ყოველგვარი დაძაბულობა იკარგება.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვითამაშო სცენაზე, ვითამაშო ფილმში დაუსრულებლად, შეუჩერებლად. ვხატო, ხელოვნებას ვემსახურო. მსახიობობას სიმღერაზე წინაც კი ვაყენებ.

- მეშინია...

- ...ახლობლების ტკივილის, დაკარგვის.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ, გადაღებაზე. ხშირად ვტირი. უი, უნდა მომეყოლა და დამავიწყდა. ამ ათ დღეში, რაც თბილისში ვარ, უამრავი რამ მოვასწარი. ვითამაშე დრამაში, რომელიც სიყვარულზეა. მთავარ როლში ზურა ინგოროყვა, ლევან ლაშხი და მე ვართ. ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი, გიორგი ჯაფარიძის სცენარით. მე ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც მწერალია და ბოლოს ხდება ტრაგედია... დანარჩენს ვერ გიამბობთ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ახლო მეგობრების გარემოცვაში, თან მინდა ვიმუშაო.

- ვნანობ...

- ...თუკი რამ შემშლია იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან და შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მაქვს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ქალი. მიუხედავად იმისა რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ქმარი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. ტვინით, აზროვნებით მგონია, რომ მამაკაცი ვარ, ქალის სხეულში. ქალი უნდა იყოს ნაზი, ფაფუკი ფისოსავით, სულ სახლში. ქალი არის ბედნიერი, როცა მისი "ხელოვნება" არის სახლი. ჩემი "ხელოვნება" არის ქუჩა, მოგზაურობა, თამაში, ხატვა... მე თავიდან ბოლომდე შემდგარი პიროვნება ვარ, მაგრამ როგორც ქალი - შეუმდგარი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ