პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაში - "კურიერი" ძალიან მომწონს... არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ
ქიბარ ხალვაში - "კურიერი" ძალიან მომწონს... არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ

"რუს­თა­ვი 2”-ში მი­ვალ, როცა მი­მიწ­ვე­ვენ და პი­რო­ბას მომ­ცე­მენ, რომ არ და­მახ­რჩო­ბენ კა­მე­რე­ბით. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ, - ეს გან­ცხა­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ “რუს­თა­ვი 2”-ის მფლო­ბელ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, არ გეგ­მავს “კუ­რი­ე­რის” და არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს.

„კუ­რი­ე­რი მომ­წონს ძა­ლი­ან, ვუ­ყუ­რებ ხში­რად. არა­ფერს არ შევ­ცვლი­დი, მშვე­ნი­ე­რია. ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა მაქვს. არც ერთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ანს სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ, ვინც კომ­პა­ნი­ას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნის დონე გან­სა­ზღვრავს კომ­პა­ნი­ის დო­ნეს. რა არის გა­რან­ტია რომ არა­ფერს შევ­ცვლი?! თუ ჩა­უღ­რმავ­დე­ბით და ვიწ­როდ არ გა­ნი­ხი­ლავთ, მიხ­ვდე­ბით - იმის­თვის, რომ ბიზ­ნე­სი დიდ­ხანს იყოს და მომ­გე­ბი­ა­ნი იყოს, სა­ჭი­როა კად­რე­ბი იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ხალ­ხმა უყუ­როს, არხს ჰქონ­დეს რე­ი­ტინ­გი და ადა­მი­ან­მა იყი­დოს რეკ­ლა­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­მე­ნე­ჯერს, ჯერ შერ­ჩე­უ­ლი არ მყავს და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ მაქვს და­წყე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე: აქვს თუ არა არხს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ხალ­ვაშ­მა „რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლისტს მი­მარ­თა:

„თქვენ თუ არ გა­ა­კოტ­რებთ კომ­პა­ნი­ას, თქვე­ნი შრო­მით მე არ გა­ვა­კოტ­რებ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კოტ­როთ?! - სა­ბო­ტა­ჟით, შე­იძ­ლე­ბა არ იმუ­შა­ოთ, კო­ლექ­ტივ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ სა­ერ­თო საქ­მე. ნამ­დვი­ლად მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუმ­ცა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი­აო, არ გვით­ქვამს“, - გა­ნა­ცხა­და ხალ­ვაშ­მა და იქვე არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­საძ­ლოა, „რუს­თა­ვი 2“-ში დღეს­ვე მი­ვი­დეს, თუმ­ცა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ა­ტა სა­ლი­ას მის­ვლის შემ­დეგ იგი კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ქიბარ ხალვაში - "კურიერი" ძალიან მომწონს... არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ

ქიბარ ხალვაში - "კურიერი" ძალიან მომწონს... არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ

"რუსთავი 2”-ში მივალ, როცა მიმიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად მივალ, - ეს განცხადება ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ “რუსთავი 2”-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისივე თქმით, არ გეგმავს “კურიერის” და არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ფინანსური პრობლემების მოგვარებაც გადაწყვეტილი აქვს.

„კურიერი მომწონს ძალიან, ვუყურებ ხშირად. არაფერს არ შევცვლიდი, მშვენიერია. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც კომპანიას სარგებელს მოუტანს, იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. რა არის გარანტია რომ არაფერს შევცვლი?! თუ ჩაუღრმავდებით და ვიწროდ არ განიხილავთ, მიხვდებით - იმისთვის, რომ ბიზნესი დიდხანს იყოს და მომგებიანი იყოს, საჭიროა კადრები იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს, არხს ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა.

რაც შეეხება მედიამენეჯერს, ჯერ შერჩეული არ მყავს და მოლაპარაკებები არ მაქვს დაწყებული“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: აქვს თუ არა არხს ფინანსური პრობლემები, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა:

„თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას, თქვენი შრომით მე არ გავაკოტრებ. როგორ შეიძლება გააკოტროთ?! - საბოტაჟით, შეიძლება არ იმუშაოთ, კოლექტივზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე. ნამდვილად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა გამოუსწორებელიაო, არ გვითქვამს“, - განაცხადა ხალვაშმა და იქვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „რუსთავი 2“-ში დღესვე მივიდეს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პაატა სალიას მისვლის შემდეგ იგი კომპანიაში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართულია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები