10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს "კლასობრივი" უთანასწორობა..." - რატომ უპირისპირდებიან "კავკასიის უნივერსიტეტს" სტუდენტები
"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს "კლასობრივი" უთანასწორობა..." - რატომ უპირისპირდებიან "კავკასიის უნივერსიტეტს" სტუდენტები

"კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს" და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. მთა­ვა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რა­ზეც ისი­ნი სა­ჯა­როდ სა­უბ­რო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის ცერ­მო­ნი­ალს ე.წ. "გრე­დუ­ე­ი­შენ­სა" და დიპ­ლო­მე­ბის გა­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი აპ­რო­ტეს­ტებს იმას, რომ და­მამ­თავ­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სას­წავ­ლებ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია სტუ­დენტს 390 ლა­რის გა­დახ­დას სთხოვს, 120 ლა­რის გა­დახ­და კი დიპ­ლო­მის ასა­ღე­ბად უწევთ. მათი თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ დღე­ზე ნა­წილ­დე­ბა: დიპ­ლო­მე­ბის გა­და­ცე­მა და ქუ­დე­ბის აყრა, მე­ო­რე დღეს კი წვე­უ­ლე­ბა ანუ After Party. კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ნა­ტა­ლია ჯა­ლა­ღო­ნი­ას თქმით, მისი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტის პრო­ტეს­ტი იმან გა­მო­იწ­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი აფი­ნან­სებს ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წილს - წვე­უ­ლე­ბას, ხოლო პირ­ველ ნა­წილ­ზე და­სას­წრე­ბად თან­ხის გა­დახ­და სტუ­დენ­ტებს უწევთ.

მათი აზ­რით, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 7 500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფა­სე­ბი შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღა­ლია, რის გა­მოც ბევ­რმა ვერ შეძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა.

"არც ერთი სტუ­დენ­ტი არ არის იმის ღირ­სი, ამ დღეს თა­ვის კურ­სე­ლებ­თან ერ­თად არ იყოს და სი­ხა­რულს მათ­თან ერ­თად არ იზი­ა­რებ­დეს. ჩვე­ნი მხრი­დან გაჩ­ნდა შე­თა­ვა­ზე­ბა - რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ დღე­ზე იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თან­ხაც ორ ნა­წი­ლად და­ყო­ფი­ლი­ყო და ვი­საც უნ­დო­და წა­ვი­დო­და "გრე­დუ­ე­ი­შენ­ზე" და ვი­საც ექ­ნე­ბო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა - წა­ვი­დო­და ორი­ვე­ზე. რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი არა მი­ვი­ღეთ - ან მო­დი­ხართ ორი­ვე­ზე და იხ­დით 400-ს ან არც ერ­თზე.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვი­თხრეს, მათ თით­ქმის მთლი­ა­ნად თა­ვის თავ­ზე აი­ღეს მე­ო­რე დღის წვე­უ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რიც იყო თხოვ­ნა, რომ უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი (ქუ­დე­ბი, მან­ტია, დიპ­ლო­მის გა­და­ცე­მა) და არა მე­ო­რე დღე. რაც უკვე წვე­უ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა, ამ ხარ­ჯის და­ფარ­ვა ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და იმის მი­ხედ­ვით წა­ვი­დოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, თუ რო­გო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ პირ­ველ დღეს ალ­ბათ ყვე­ლა წა­მო­ვი­დო­და და ორი­ვე დღეს ის სტუ­დენ­ტე­ბი და­ეს­წრე­ბოდ­ნენ, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ან სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­დათ.

რო­გორც გვი­თხრეს, ეს იწ­ვევ­და არე­უ­ლო­ბას და ვე­რა­ფერს ვერ შეც­ვლიდ­ნენ. გარ­და ამი­სა, ეს ყო­ფი­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრაქ­ტი­კა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამას უნდა შევ­გუ­ე­ბო­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კე­ულ არე­უ­ლო­ბა­საც რომ იწ­ვევ­დეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ხომ უნდა იყოს სტუ­დენ­ტი?

მოკ­ლედ, შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტთან თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი უშე­დე­გო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ, სხვა გზა რომ არ დარ­ჩა, გა­დავ­წყვი­ტე, პრე­ზი­დენ­ტის­თვის - კახა შენ­გე­ლი­ას­თვის და­მე­რე­კა. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ არ იცის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, ავუხ­სნი და ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა-მეთ­ქი. იცით, რა მი­თხრა ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა? - ხომ იცით, სა­დაც სწავ­ლობთ ან აბა­რებ­დი­თო? (ანუ ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­უს­ვა ხაზი) და თუ ასე ძა­ლი­ან გსურთ წა­მოს­ვლა - ისეს­ხეთ თან­ხა და წა­მო­დი­თო. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს "კლა­სობ­რი­ვი" უთა­ნას­წო­რო­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა დიპ­ლომს, 120 ლარი უნდა გა­და­ვი­ხა­დო და­მა­ტე­ბით. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხსნი­ან, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ ჩვენ ორი დიპ­ლო­მი გად­მოგ­ვე­ცე­მა - აქე­დან ერთ-ერთი არის ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი. აქაც არაა არ­ჩე­ვა­ნი. იხდი თან­ხას და იღებ ორი­ვეს ან არ იხდი და რჩე­ბი დიპ­ლო­მის გა­რე­შე. ანუ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, გინ­და თუ არა ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი დიპ­ლო­მი. მი­თხა­რით, არ უნდა გქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა? ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხომ ისე­დაც "იყი­დის" დიპ­ლო­მებს?" - წერს ნა­ტა­ლია ჯა­ლა­ღო­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" საკ­მა­ოდ ვრცელ პოს­ტში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ათა­სამ­დე გა­ზი­ა­რე­ბა, 1200-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც წე­რენ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ.

ერთ-ერთი სტუ­დენ­ტი, რომ­ლის კო­მენ­ტა­რიც სტა­ტი­ა­ში გვქონ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვთხო­ვა, რომ მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ მოგ­ვეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა სტა­ტი­ა­ში, წერ­და იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლო­კა­ცი­ის შეც­ვლამ გა­მო­იწ­ვია (კამ­პუ­სი გა­და­ვი­და ჯი­ქი­ას ქუ­ჩი­დან სვა­ნე­თის უბან­ში), მათ შო­რის: პარ­კინ­გის არარ­სე­ბო­ბა, აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ელექტრო­ნუ­ლი "ფე­ჩით" გათ­ბო­ბა, რად­გან ცენ­ტრა­ლუ­რი გა­მათ­ბო­ბე­ლი არ მუ­შა­ობ­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში არ მო­დი­ო­და წყა­ლი, პრობ­ლე­მე­ბი იყო ბუ­ფეტ­სა და სველ წერ­ტი­ლებ­ში და ა.შ.

"კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში, რის შემ­დე­გაც სას­წავ­ლე­ბელ­მა ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ მა­ღუ­ლა­რი­ამ გან­გვი­ცხა­და, რომ "ყვე­ლა სტუ­დენტს აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი და ასე­ვე, იყოს უკ­მა­ყო­ფი­ლო". რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, მა­ღუ­ლა­რია ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია:

"ტყუ­ი­ლია! მუდ­მი­ვად გაწკრი­ა­ლე­ბუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია ამა­ზე პა­სუ­ხი ჩემი მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­კინგს, ამის პრობ­ლე­მა ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღალ ფა­სებს ბუ­ფეტ­ში, ამა­ზე რა ვუ­პა­სუ­ხო არ ვიცი" - აცხა­დებს "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­პა­სუ­ხო სტა­ტუსს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი, ჩარ­ჩოს და ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­რე­შე უფა­სოდ გა­ი­ცე­მა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა სტუ­დენ­ტი ნა­ტა­ლია ჯა­ლა­ღო­ნია:

"და­წე­რეს პოს­ტი უფა­სო­აო და ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეს, თით­ქოს აქამ­დეც ასე იყო და მე ტყუ­ი­ლე­ბი ვი­სა­უბ­რე. იტყუ­ე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი! რად­გან 120 ლა­რის გა­რე­შე არა­ნა­ირ დიპ­ლო­მი არ გა­ტა­ნენ, აქამ­დე პრაქ­ტი­კა ასე­თი იყო - იხ­დი­დი 120 ლარს და იღებ­დი ორი­ვე დიპ­ლომს. არ გა­და­იხ­დი­დი და ვერც ერთს ვერ აი­ღებ­დი.

მი­ხა­რია, თუ ამ პრო­ტეს­ტმა გა­მო­ი­ღო რა­ღაც შე­დე­გი მა­ინც და 120 ლარს არ ვიხ­დით იმა­ში, რაც ისე­დაც და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. უბ­რა­ლოდ, უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბო­და ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ ეს პრო­ტეს­ტი სა­მარ­თლი­ა­ნი იყო?" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნა­ტა­ლია ჯა­ლა­ღო­ნი­ამ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­საც, სა­დაც გან­გვი­ცხა­დეს, რომ უწყე­ბა არ ერე­ვა სტუ­დენ­ტი­სა და კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს "კლასობრივი" უთანასწორობა..." - რატომ უპირისპირდებიან "კავკასიის უნივერსიტეტს" სტუდენტები

"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს "კლასობრივი" უთანასწორობა..." - რატომ უპირისპირდებიან "კავკასიის უნივერსიტეტს" სტუდენტები

"კავკასიის უნივერსიტეტს" დამამთავრებელი კურსის სტუდენტები უპირისპირდებიან. მთავარი უკმაყოფილება, რაზეც ისინი საჯაროდ საუბრობენ უნივერსიტეტის დამთავრების ცერმონიალს ე.წ. "გრედუეიშენსა" და დიპლომების გაცემას უკავშირდება.

რამდენიმე კურსდამთავრებული აპროტესტებს იმას, რომ დამამთავრებელ ღონისძიებაში სასწავლებლის ადმინისტრაცია სტუდენტს 390 ლარის გადახდას სთხოვს, 120 ლარის გადახდა კი დიპლომის ასაღებად უწევთ. მათი თქმით, ღონისძიება ორ დღეზე ნაწილდება: დიპლომების გადაცემა და ქუდების აყრა, მეორე დღეს კი წვეულება ანუ After Party. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ნატალია ჯალაღონიას თქმით, მისი და კიდევ რამდენიმე სტუდენტის პროტესტი იმან გამოიწვია, რომ უნივერსიტეტი აფინანსებს ღონისძიების მეორე ნაწილს - წვეულებას, ხოლო პირველ ნაწილზე დასასწრებად თანხის გადახდა სტუდენტებს უწევთ.

მათი აზრით, იქედან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტში ყოველწლიური გადასახადი 7 500 ლარამდე მერყეობს, დამამთავრებელი ღონისძიების ფასები შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც ბევრმა ვერ შეძლო ღონისძიებაზე დასწრება.

"არც ერთი სტუდენტი არ არის იმის ღირსი, ამ დღეს თავის კურსელებთან ერთად არ იყოს და სიხარულს მათთან ერთად არ იზიარებდეს. ჩვენი მხრიდან გაჩნდა შეთავაზება - რადგან ღონისძიება ორ დღეზე იყო გადანაწილებული, თანხაც ორ ნაწილად დაყოფილიყო და ვისაც უნდოდა წავიდოდა "გრედუეიშენზე" და ვისაც ექნებოდა შესაძლებლობა - წავიდოდა ორივეზე. რაზეც კატეგორიული არა მივიღეთ - ან მოდიხართ ორივეზე და იხდით 400-ს ან არც ერთზე.

როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, მათ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღეს მეორე დღის წვეულების დაფინანსება. შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურიც იყო თხოვნა, რომ უფრო მართებული იქნებოდა, დაფინანსებულიყო ღონისძიების პირველი (ქუდები, მანტია, დიპლომის გადაცემა) და არა მეორე დღე. რაც უკვე წვეულებას შეეხება, ამ ხარჯის დაფარვა ნებაყოფილობითი უნდა ყოფილიყო და იმის მიხედვით წავიდოდნენ სტუდენტები, თუ როგორი შესაძლებლობა ექნებოდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველ დღეს ალბათ ყველა წამოვიდოდა და ორივე დღეს ის სტუდენტები დაესწრებოდნენ, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ან სურვილი ექნებოდათ.

როგორც გვითხრეს, ეს იწვევდა არეულობას და ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. გარდა ამისა, ეს ყოფილა უნივერსიტეტის პრაქტიკა წლების განმავლობაში და ამას უნდა შევგუებოდით. ეს ყველაფერი გარკეულ არეულობასაც რომ იწვევდეს, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტი ხომ უნდა იყოს სტუდენტი?

მოკლედ, შესაბამის დეპარტამენტთან თითქმის ერთთვიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, სხვა გზა რომ არ დარჩა, გადავწყვიტე, პრეზიდენტისთვის - კახა შენგელიასთვის დამერეკა. ვიფიქრე, ალბათ არ იცის პრობლემის შესახებ, ავუხსნი და ყველაფერი დალაგდება-მეთქი. იცით, რა მითხრა ბატონმა პრეზიდენტმა? - ხომ იცით, სადაც სწავლობთ ან აბარებდითო? (ანუ ფინანსურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი) და თუ ასე ძალიან გსურთ წამოსვლა - ისესხეთ თანხა და წამოდითო. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს "კლასობრივი" უთანასწორობა...

რაც შეეხება დიპლომს, 120 ლარი უნდა გადავიხადო დამატებით. როგორც უნივერსიტეტში ხსნიან, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ორი დიპლომი გადმოგვეცემა - აქედან ერთ-ერთი არის ჩარჩოში ჩასმული და შთამბეჭდავი. აქაც არაა არჩევანი. იხდი თანხას და იღებ ორივეს ან არ იხდი და რჩები დიპლომის გარეშე. ანუ არავის აინტერესებს, გინდა თუ არა ჩარჩოში ჩასმული დიპლომი. მითხარით, არ უნდა გქონდეს არჩევანის უფლება? ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ხომ ისედაც "იყიდის" დიპლომებს?" - წერს ნატალია ჯალაღონია "ფეისბუქის" საკმაოდ ვრცელ პოსტში, რომელსაც სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა - ათასამდე გაზიარება, 1200-ზე მეტი კომენტარი, რომელშიც უნივერსიტეტის სხვა კურსდამთავრებულებიც წერენ არსებული პრობლემების შესახებ.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომლის კომენტარიც სტატიაში გვქონდა გამოყენებული, თუმცა გამოქვეყნებამდე დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მისი პრეტენზიები არ მოგვეხსენიებინა სტატიაში, წერდა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტის ლოკაციის შეცვლამ გამოიწვია (კამპუსი გადავიდა ჯიქიას ქუჩიდან სვანეთის უბანში), მათ შორის: პარკინგის არარსებობა, აუდიტორიებში ელექტრონული "ფეჩით" გათბობა, რადგან ცენტრალური გამათბობელი არ მუშაობდა, საპირფარეშოში არ მოდიოდა წყალი, პრობლემები იყო ბუფეტსა და სველ წერტილებში და ა.შ.

"კავკასიის უნივერსიტეტის" წინააღმდეგ გაჟღერებულმა ბრალდებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ინტერნეტმომხმარებელში, რის შემდეგაც სასწავლებელმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საპასუხო კომენტარიც გამოაქვეყნა:

AMBEBI.GE დაუკავშირდა "კავკასიის უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელმა მარიამ მაღულარიამ განგვიცხადა, რომ "ყველა სტუდენტს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი და ასევე, იყოს უკმაყოფილო". რაც შეეხება სხვა პრობლემებთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას, მაღულარია ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია:

"ტყუილია! მუდმივად გაწკრიალებულია უნივერსიტეტი და ძალიან უხერხულია ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან. რაც შეეხება პარკინგს, ამის პრობლემა ზოგადად ქვეყანაშია. რაც შეეხება მაღალ ფასებს ბუფეტში, ამაზე რა ვუპასუხო არ ვიცი" - აცხადებს "კავკასიის უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

უნივერსიტეტის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ საპასუხო სტატუსს, რომლის თანახმადაც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი, ჩარჩოს და ატრიბუტიკის გარეშე უფასოდ გაიცემა, AMBEBI.GE-სთან საუბარში გამოეხმაურა სტუდენტი ნატალია ჯალაღონია:

"დაწერეს პოსტი უფასოაო და ისე წარმოაჩინეს, თითქოს აქამდეც ასე იყო და მე ტყუილები ვისაუბრე. იტყუება უნივერსიტეტი! რადგან 120 ლარის გარეშე არანაირ დიპლომი არ გატანენ, აქამდე პრაქტიკა ასეთი იყო - იხდიდი 120 ლარს და იღებდი ორივე დიპლომს. არ გადაიხდიდი და ვერც ერთს ვერ აიღებდი.

მიხარია, თუ ამ პროტესტმა გამოიღო რაღაც შედეგი მაინც და 120 ლარს არ ვიხდით იმაში, რაც ისედაც დავიმსახურეთ. უბრალოდ, უკეთესი არ იქნებოდა ეღიარებინათ, რომ ეს პროტესტი სამართლიანი იყო?" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნატალია ჯალაღონიამ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განგვიცხადეს, რომ უწყება არ ერევა სტუდენტისა და კერძო უნივერსიტეტის ფინანსურ ურთიერთობაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ