პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად
5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად

ზა­ფხულ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა ფე­რა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ უფრო ხში­რად უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბიც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მომ­ხიბ­ვლე­ლი იყოს. ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, კი ზა­ფხუ­ლი არ­და­დე­გებს, ბა­ღის­გან, სკო­ლის­გან და სწავ­ლის­გან დას­ვე­ნე­ბა­სა და თა­მა­შით გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ხში­რად უნ­დე­ბათ ხოლ­მე, რომ სახ­ლიც ისე­თი­ვე ფე­რა­დი დე­კო­რა­ცი­ე­ბით მორ­თონ, რო­გორ ფე­რად გან­წყო­ბა­ზეც არი­ან. კრაფტ­ზე მუ­შა­ო­ბა ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვა­ცაა და თა­ნაც ასე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წარ­მო­გიდ­გენთ 5 იდე­ას, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ კრაფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ფე­რა­დი ნივ­თე­ბი, სა­ზა­ფხუ­ლო გან­წყო­ბის გა­სამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­ლად.

სა­ფან­ქრე

ბავ­შვე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ხატ­ვაა, ისი­ნი გიჟ­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით პა­ტარ-პა­ტა­რა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შექ­მნა­ზე. ფე­რა­დი სა­ფან­ქრის დამ­ზა­დე­ბა­ში შე­გიძ­ლი­ათ პა­ტა­რას თქვენც და­ეხ­მა­როთ. ამის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ: 20-30 ცალი ეს­კი­მოს ნა­ყი­ნის ჯოხი, სა­ღე­ბა­ვე­ბი, წებო, მყა­რი მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი და ფე­რა­დი ფურ­ცლე­ბი. მუ­ყა­ოს ქა­ღალდს მი­ე­ცით კვად­რა­ტის ან მართკუ­თხე­დის ფორ­მა და შე­ღე­ბეთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ფე­რად. შემ­დეგ ნა­ყი­ნის ჯო­ხე­ბი და­ა­ნა­წი­ლეთ ოთხად და ცალკ-ცალ­კე და­ი­წყეთ მათ­გან მართკუ­თხე­დე­ბის შექ­მნა, წე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დის სიგ­რძე და სი­გა­ნე. შემ­დეგ კი ისი­ნიც გა­ა­ფე­რა­დეთ სა­ღე­ბა­ვე­ბით და და­ა­მაგ­რეთ მუ­ყა­ოს კუ­თხე­ებ­ში წე­ბოს მეშ­ვე­ო­ბით. უკვე "აშე­ნე­ბულ" ფან­ქრე­ბის ჩა­სა­წყობს სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­გიძ­ლი­ათ მი­აკ­რათ ფე­რა­დი ქა­ღალ­დის­გან გა­მოჭ­რი­ლი ფი­გუ­რე­ბი, პეპ­ლე­ბი, მზე და ა. შ.

ყვა­ვი­ლე­ბის ლარ­ნა­კი, შუ­შის ქი­ლის­გან

გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ზე ბუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ყვა­ვი­ლი ხა­რობს. სწო­რედ ამი­ტომ მათ ჩა­სა­წყო­ბად შე­გიძ­ლი­ათ, თქვენ პა­ტა­რას­თან ერ­თად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შუ­შის ქი­ლის­გან ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბის ლარ­ნა­კი და­ამ­ზა­დოთ. ამის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ: სა­შუ­ა­ლო ზო­მის თოკი, თეთ­რი წებო, ფე­რა­დი ქვი­შა და ქა­ღალ­დი. პირ­ველ რიგ­ში ქი­ლის თავს რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­ახ­ვი­ეთ ბა­წა­რი ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ წინა მხა­რეს ბაფ­თის მსგავ­სად შეკ­რათ. დე­კო­რა­ცი­ის­თვის, ქი­ლა­ზე და­ხა­ტეთ თეთ­რი წე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბით ფორ­მე­ბი და და­ა­ყა­რეთ ფე­რა­დი ქვი­შა. და­ე­ლო­დეთ და­ახ­ლო­ე­ბით 15–20 წუთი, რომ ქვი­შა და­წებ­დეს ზე­და­პირ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ, კი ყვა­ვი­ლე­ბის ლარ­ნა­კიც მზა­დაა.

შე­მეც­ნე­ბი­თი ყვა­ვი­ლე­ბი

თუ გსურთ, რომ არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში თქვენ­მა შვილ­მა და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა მი­ი­ღოს და ხა­ლი­სით ის­წავ­ლოს ან­ბა­ნი, შე­გიძ­ლი­ათ ყვა­ვი­ლე­ბის ან­ბა­ნის დამ­ზა­დე­ბა ას­წავ­ლოთ. თუ სკო­ლა­ში უკვე და­დის შე­გიძ­ლი­ათ ასის ფარ­გლებ­ში მი­მა­ტე­ბა გა­მოკ­ლე­ბა­ში, ან გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა­ში ამე­ცა­დი­ნოთ. ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბის­გან გა­მო­ჭე­რით წრე­ე­ბი და ერ­თმა­ნეთს ისე მი­ა­მაგ­რეთ, რომ ყვა­ვი­ლი გა­მო­ვი­დეს, ყვა­ვი­ლის გულ­ში კი პა­ტა­რას ისე­თი რამ და­ა­წე­რი­ნეთ, რაც გინ­დათ რომ და­ა­მახ­სოვ­რდეს. მა­გა­ლი­თად, თუ ბავ­შვს გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლას ას­წავ­ლით, შე­გიძ­ლი­ათ პირ­ველ გვერ­დზე პა­სუ­ხის გა­რე­შე გა­მო­სა­ხოთ მა­გა­ლი­თი, ხოლო როცა პა­ტა­რა პა­სუხს გე­ტყვით უკა­ნა მხა­რეს მი­წე­რი­ლი სწო­რი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნოთ. ასე თა­მაშ-თა­მა­შით ისი­ნი ყვე­ლა­ფერს უკეთ და­ი­მახ­სოვ­რე­ბენ.

მა­რაო ნა­ყი­ნე­ბის ჯო­ხე­ბის­გან წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად

5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად

ზაფხულში ადამიანების ცხოვრება ფერადი და საინტერესო ხდება, სწორედ ამიტომ უფრო ხშირად უჩნდებათ სურვილი, რომ მათ გარშემო არსებული სივრცეებიც უფრო მრავალფეროვანი და მომხიბვლელი იყოს. ბავშვებისათვის, კი ზაფხული არდადეგებს, ბაღისგან, სკოლისგან და სწავლისგან დასვენებასა და თამაშით გატარებულ დღეებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ხშირად უნდებათ ხოლმე, რომ სახლიც ისეთივე ფერადი დეკორაციებით მორთონ, როგორ ფერად განწყობაზეც არიან. კრაფტზე მუშაობა ერთგვარი განტვირთვაცაა და თანაც ასე ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნივთების დამზადებაა შესაძლებელი. წარმოგიდგენთ 5 იდეას, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ კრაფტის გამოყენებით ფერადი ნივთები, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებლად.

საფანქრე

ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ხატვაა, ისინი გიჟდებიან საკუთარი ხელებით პატარ-პატარა ხელოვნების ნიმუშების შექმნაზე. ფერადი საფანქრის დამზადებაში შეგიძლიათ პატარას თქვენც დაეხმაროთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 20-30 ცალი ესკიმოს ნაყინის ჯოხი, საღებავები, წებო, მყარი მუყაოს ქაღალდი და ფერადი ფურცლები. მუყაოს ქაღალდს მიეცით კვადრატის ან მართკუთხედის ფორმა და შეღებეთ თქვენთვის სასურველ ფერად. შემდეგ ნაყინის ჯოხები დაანაწილეთ ოთხად და ცალკ-ცალკე დაიწყეთ მათგან მართკუთხედების შექმნა, წებოს გამოყენებით. გაითვალისწინეთ მუყაოს ქაღალდის სიგრძე და სიგანე. შემდეგ კი ისინიც გააფერადეთ საღებავებით და დაამაგრეთ მუყაოს კუთხეებში წებოს მეშვეობით. უკვე "აშენებულ" ფანქრების ჩასაწყობს სურვილისამებრ შეგიძლიათ მიაკრათ ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები, პეპლები, მზე და ა. შ.

ყვავილების ლარნაკი, შუშის ქილისგან

გაზაფხულსა და ზაფხულზე ბუნება გაცილებით უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი ხდება, ამ პერიოდში ყველაზე მეტი ყვავილი ხარობს. სწორედ ამიტომ მათ ჩასაწყობად შეგიძლიათ, თქვენ პატარასთან ერთად ჩვეულებრივი შუშის ქილისგან ულამაზესი ყვავილების ლარნაკი დაამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: საშუალო ზომის თოკი, თეთრი წებო, ფერადი ქვიშა და ქაღალდი. პირველ რიგში ქილის თავს რამდენჯერმე შემოახვიეთ ბაწარი ისე, რომ საბოლოოდ წინა მხარეს ბაფთის მსგავსად შეკრათ. დეკორაციისთვის, ქილაზე დახატეთ თეთრი წებოს გამოყენებით ფორმები და დააყარეთ ფერადი ქვიშა. დაელოდეთ დაახლოებით 15–20 წუთი, რომ ქვიშა დაწებდეს ზედაპირზე. საბოლოოდ, კი ყვავილების ლარნაკიც მზადაა.

შემეცნებითი ყვავილები

თუ გსურთ, რომ არდადეგების პერიოდში თქვენმა შვილმა დამატებითი ცოდნა მიიღოს და ხალისით ისწავლოს ანბანი, შეგიძლიათ ყვავილების ანბანის დამზადება ასწავლოთ. თუ სკოლაში უკვე დადის შეგიძლიათ ასის ფარგლებში მიმატება გამოკლებაში, ან გამრავლების ტაბულაში ამეცადინოთ. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭერით წრეები და ერთმანეთს ისე მიამაგრეთ, რომ ყვავილი გამოვიდეს, ყვავილის გულში კი პატარას ისეთი რამ დააწერინეთ, რაც გინდათ რომ დაამახსოვრდეს. მაგალითად, თუ ბავშვს გამრავლების ტაბულას ასწავლით, შეგიძლიათ პირველ გვერდზე პასუხის გარეშე გამოსახოთ მაგალითი, ხოლო როცა პატარა პასუხს გეტყვით უკანა მხარეს მიწერილი სწორი პასუხი აჩვენოთ. ასე თამაშ-თამაშით ისინი ყველაფერს უკეთ დაიმახსოვრებენ.

მარაო ნაყინების ჯოხებისგან წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს