საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში
"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ზო­მი­ე­რი მი­ღე­ბა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო არ არის, თუმ­ცა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ვა­ლა­ლოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ალ­კოჰო­ლით გაბ­რუ­ე­ბულ­ნი ძილ­შიც გარ­დაც­ვლი­ლან, სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა ან მოხ­რჩო­ბა ყო­ფი­ლა.

რა ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ორ­გა­ნიზ­მში, რა საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც იძი­ნებს, ვინ და რო­გორ უნდა იზ­რუ­ნოს ნას­ვა­მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რა პრე­ვენ­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს, რომ რის­კე­ბი გა­ით­ვა­ლოს და ადა­მი­ა­ნი ძილ­ში არ გა­ი­გუ­დოს, გული არ გა­უ­ჩერ­დეს.

თე­მა­ზე ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" და ვებგ­ვერდ mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ალ­კოჰო­ლი და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - ალ­კოჰო­ლურ თრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა: ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბი, დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი, და­კარ­გუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, კა­ზი­ნო­ებ­ში წა­გე­ბუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი (თუმ­ცა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას­ზე მო­მა­ვალ­ში უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­რებთ), დამ­სხვრე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პერ­სპექ­ტი­ვი­სა და მო­მავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი...

ალ­კოჰო­ლიზ­მის სა­ფუძ­ველს ეთი­ლის სპირ­ტი­სად­მი ლტოლ­ვა წარ­მო­ად­გენს. სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ქცე­ვის ზნე­ობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის რღვე­ვას. ამით ადა­მი­ა­ნი ვნებს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, ზი­ანს აყე­ნებს ოჯახ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ახალ­გაზ­რდებს შო­რის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხში­რად ალ­კოჰო­ლუ­რი მო­წამ­ვლა ხდე­ბა

ალ­კოჰო­ლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს გუ­ლის პირ­ვე­ლა­დი გა­ჩე­რე­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი ან გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა (მა­გა­ლი­თად, მო­ციმ­ცი­მე არით­მია).

ალ­კოჰო­ლი ზი­ანს აყე­ნებს მთელ ორ­გა­ნიზმს, ყვე­ლა ორ­გა­ნოს. ალ­კოჰო­ლიზ­მის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე თავს იჩენს წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, ტრავ­მე­ბი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ღვიძ­ლის ცი­რო­ზი, პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი, ტვი­ნისმხრი­ვი დარ­ღვე­ვე­ბი.

ალ­კოჰო­ლი­სად­მი სწრაფ­ვის ერთ-ერთი მი­ზე­ზია ეთი­ლის სპირ­ტის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და სე­და­ტი­უ­რი (სა­ძი­ლე) მოქ­მე­დე­ბა, რაც ეი­ფო­რი­ას (გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას) და და­ძა­ბუ­ლო­ბის მოხ­სნას იწ­ვევს. ასე­თი ეფექ­ტე­ბი­სად­მი მი­ილ­ტვი­ან პა­თო­ლო­გი­უ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ნევ­რო­ზი­ა­ნე­ბი, ისი­ნი, ვინც ვერ ახერ­ხე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბას, ემო­ცი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი გა­და­ძაბ­ვის პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი.

ალ­კოჰო­ლი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოც­ვა, ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, აღ­ზრდა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სტრე­სე­ბი­სა და სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სიხ­ში­რე. უდა­ვოა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბის, სა­ხელ­დობრ, ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სა და მე­ტა­ბო­ლუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვი­სად­მი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბის გავ­ლე­ნა.

ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა

- სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­მე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხა­რისხზე, ალ­კოჰო­ლი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მგრძნო­ბე­ლო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

გა­ნას­ხვა­ვე­ბენ თრო­ბის 3 ხა­რისხს: მსუ­ბუქს, სა­შუ­ა­ლოს და მძი­მეს. ტი­პურ შემ­თხვე­ვა­ში თრო­ბის დროს მაღ­ლდე­ბა გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა, ად­ვილ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ადა­მი­ა­ნი კმა­ყო­ფი­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვით და ირ­გვლივ მყო­ფე­ბით, ხდე­ბა თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. უჩ­ნდე­ბა კუნ­თე­ბის მო­დუ­ნე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი კომ­ფორ­ტის გან­ცდა; მი­მი­კა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მე­ტყვე­ლია, მოძ­რა­ო­ბა კი ნაკ­ლე­ბად ზუს­ტი.

თრო­ბის ამ სტა­დი­ის გავ­ლის შემ­დეგ კე­თილ­გან­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით, აგ­რე­სი­უ­ლო­ბით. ირ­ღვე­ვა კო­ორ­დი­ნა­ცია და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნოს არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იმ­პულ­სუ­რი საქ­ცი­ე­ლი. მე­ტყვე­ლე­ბა არას­წო­რი ხდე­ბა, ქვე­ით­დე­ბა ტკი­ვი­ლი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის შეგ­რძნე­ბა.

არ­სე­ბობს თრო­ბის ატი­პუ­რი ფორ­მე­ბი, რო­დე­საც სიმ­თვრა­ლის და­სა­წყის­ში ეი­ფო­რი­ის ნაც­ვლად გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა ქვე­ით­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლო, აგ­რე­სი­უ­ლი. ზო­გი­ერთს ეუფ­ლე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, რა­საც თან სდევს მოძ­რა­ო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და გიჟ­მა­ჟუ­რი ქცე­ვა. სიმ­თვრა­ლის ატი­პუ­რი ფორ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ პი­რებს, რო­მელ­თაც ადრე ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი არი­ან ოლი­გოფ­რე­ნი­ით, ასე­ვე - ფსი­ქო­პა­თებს.

სიმ­თვრა­ლის მძი­მე ხა­რის­ხის დროს შე­იმ­ჩნე­ვა გო­ნე­ბის გა­თიშ­ვის ნიშ­ნე­ბი (კო­მაც კი). ზოგ­ჯერ აღ­მო­ცენ­დე­ბა ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის უნებ­ლიე შარ­დვა და დე­ფე­კა­ცია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მე­ო­რე დღეს აღარ ახ­სოვს.

ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია

ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მი­ღე­ბა ხში­რად იწ­ვევს ალ­კოჰო­ლურ მო­წამ­ვლას ანუ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას. სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვა შე­საძ­ლოა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ორ­გა­ნო­თა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით დას­რულ­დეს, ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მო­წამ­ლუ­ლის­თვის პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის დრო­უ­ლად და სწო­რად აღ­მო­ჩე­ნას. ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის დროს ეი­ფო­რი­ის (ნე­ტა­რე­ბის) მდგო­მა­რე­ო­ბას ხში­რად ენაც­ვლე­ბა თვით­შეგ­რძნე­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვლინ­დე­ბა:

  • გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა
  • სა­ხის შე­წით­ლე­ბა
  • წე­ბო­ვა­ნი ოფლი
  • არ­ტე­რი­უ­ლი და ქა­ლა­ში­და წნე­ვის მო­მა­ტე­ბა

ამ ეტაპ­ზე სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­რე­შე მო­წამ­ლუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძიმ­დე­ბა:

  • ირ­ღვე­ვა სუნ­თქვა, რის შე­დე­გა­დაც გუ­გე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა
  • იკ­ვე­თე­ბა ჰი­პოქ­სი­ის (ჟანგბა­დო­ვა­ნი შიმ­ში­ლის) ნიშ­ნე­ბი, კანი ლურ­ჯდე­ბა, ცი­ა­ნო­ზი (გა­ლურ­ჯე­ბა) იწყე­ბა ტუ­ჩე­ბის არი­დან
  • მაჯა ძნე­ლად ისინ­ჯე­ბა, პულ­სი შე­საძ­ლოა, გახ­ში­რე­ბუ­ლი ან წყვ­ეტი­ლი იყოს
  • ვი­თარ­დე­ბა ჰი­პო­ტო­ნია (არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნორ­მა­ზე დაბ­ლა და­ცე­მა)
  • ირ­ღვე­ვა გუ­ლის მუ­შა­ო­ბა
  • ამო­ნა­ღე­ბი მა­სის სა­სუნ­თქ გზებ­ში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­რჩო­ბის გამო ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა

დახ­მა­რე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის დროს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში

  • პირ­ველ რიგ­ში, გვახ­სოვ­დეს, რომ თუ მო­წამ­ლუ­ლი კარ­გავს გო­ნე­ბას, ეწყე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი უნებ­ლიე შარ­დვა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­მო­ი­ძა­ხოთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ალ­კოჰო­ლუ­რი კო­მის გან­ვი­თა­რე­ბა

სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი შეგ­ვიძ­ლია თა­ვად აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ დახ­მა­რე­ბა მო­წამ­ლულს:

  • ამო­ვუ­რე­ცხოთ კუჭი 2 ლ სი­თხის დახ­მა­რე­ბით (თბი­ლი წყა­ლი, მა­რი­ლი­ა­ნი ან სო­დი­ა­ნი წყალ­ხსნა­რი, რე­ჰიდ­რო­ნი)
  • და­ვაწ­ვი­ნოთ გვერ­დზე და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ზურ­გზე, რათა ღე­ბი­ნე­ბი­სას არ მოხ­დეს პირ­ნა­ღე­ბი მა­სის სა­სუნ­თქ გზებ­ში ას­პი­რა­ცია და დახ­რჩო­ბა
  • სა­სურ­ვე­ლია 2 სა­ა­თით მა­ინც არ და­ვა­ძი­ნოთ და ვამ­ყო­ფოთ მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
  • ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ხა­რის­ხი რომ შე­ვამ­ცი­როთ, უნდა და­ვა­ლე­ვი­ნოთ ენ­ტე­რო­სორ­ბენ­ტე­ბი: გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რი, ენ­ტე­როს­გე­ლი, სმექ­ტა, პო­ლი­სორ­ბი
  • არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცეთ სხვა არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი, რად­გან ბევ­რი მათ­გა­ნი ალ­კოჰოლ­თან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში და აძ­ლი­ე­რებს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, თა­ნაც, ღვიძლს ამ დროს არ შე­უძ­ლია და­მა­ტე­ბით სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა
  • ნუ დავ­ტო­ვებთ ნას­ვამ ადა­მი­ანს მარ­ტო და უყუ­რა­დღე­ბოდ, ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იგი სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში

აქ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა კი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, თუკი დავ­ლევთ ზო­მი­ე­რად და მი­ვირ­თმევთ მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ან ალ­კოჰო­ლურ სას­მელს.

და რაც მთა­ვა­რია, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხოთ ალ­კოჰოლ­თან ერ­თად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა, რად­გან ამ ორი ჯგუ­ფის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ერ­თდრო­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ამ­ძი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას და ღრმა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბიც გარ­და­უ­ვა­ლია ასეთ დროს.

ავტორი:

"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში

"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში

ალკოჰოლური სასმელის ზომიერი მიღება, ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, თუმცა გადაჭარბებული დოზა არაერთი ადამიანისთვის სავალალოდ დასრულებულა. ყოფილა შემთხვევები, როცა ალკოჰოლით გაბრუებულნი ძილშიც გარდაცვლილან, სათანადო დახმარების გარეშე, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება ან მოხრჩობა ყოფილა.

რა ცვლილებებს იწვევს ალკოჰოლური სასმელი ორგანიზმში, რა საფრთხეები არსებობს ნასვამი ადამიანისთვის, რომელიც იძინებს, ვინ და როგორ უნდა იზრუნოს ნასვამის ჯანმრთელობაზე, რა პრევენცია უნდა ჩატარდეს, რომ რისკები გაითვალოს და ადამიანი ძილში არ გაიგუდოს, გული არ გაუჩერდეს.

თემაზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და ვებგვერდ mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება:

- ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობები, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში - ალკოჰოლურ თრობას უკავშირდება: ჩადენილ დანაშაულთა უმრავლესობა, ძალადობა, ავტოკატასტროფები, დანგრეული ოჯახები, დაკარგული სამსახურები, კაზინოებში წაგებული ხელფასები (თუმცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კიდევ ცალკე პრობლემაა და კარგი იქნება, თუ მასზე მომავალში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ), დამსხვრეული ურთიერთობები, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, თვითმკვლელობები...

ალკოჰოლიზმის საფუძველს ეთილის სპირტისადმი ლტოლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას.

ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლა ხდება

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია).

ალკოჰოლი ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს, ყველა ორგანოს. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები.

ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედატიური (საძილე) მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და დაძაბულობის მოხსნას იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური გარემო, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

ალკოჰოლური თრობა

- სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმელის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე.

განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი.

თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.

არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟმაჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე - ფსიქოპათებს.

სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ მოწამვლას ანუ ინტოქსიკაციას. სპირტიანი სასმელების მიღებაზე კონტროლის დაკარგვა შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სერიოზული დაზიანებითა და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოწამლულისთვის პირველი დახმარების დროულად და სწორად აღმოჩენას. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ეიფორიის (ნეტარების) მდგომარეობას ხშირად ენაცვლება თვითშეგრძნების მკვეთრი გაუარესება. თავდაპირველად ვლინდება:

  • გულისრევა, ღებინების მოთხოვნილება
  • სახის შეწითლება
  • წებოვანი ოფლი
  • არტერიული და ქალაშიდა წნევის მომატება

ამ ეტაპზე სათანადო ღონისძიებების გარეშე მოწამლულის მდგომარეობა უფრო მძიმდება:

  • ირღვევა სუნთქვა, რის შედეგადაც გუგები ფართოვდება
  • იკვეთება ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) ნიშნები, კანი ლურჯდება, ციანოზი (გალურჯება) იწყება ტუჩების არიდან
  • მაჯა ძნელად ისინჯება, პულსი შესაძლოა, გახშირებული ან წყვეტილი იყოს
  • ვითარდება ჰიპოტონია (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა)
  • ირღვევა გულის მუშაობა
  • ამონაღები მასის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში, მოხრჩობის გამო ადამიანი იღუპება

დახმარება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს სახლის პირობებში

  • პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ თუ მოწამლული კარგავს გონებას, ეწყება ინტენსიური უნებლიე შარდვა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რადგან მოსალოდნელია ალკოჰოლური კომის განვითარება

სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია თავად აღმოვუჩინოთ დახმარება მოწამლულს:

  • ამოვურეცხოთ კუჭი 2 ლ სითხის დახმარებით (თბილი წყალი, მარილიანი ან სოდიანი წყალხსნარი, რეჰიდრონი)
  • დავაწვინოთ გვერდზე და არავითარ შემთხვევაში - ზურგზე, რათა ღებინებისას არ მოხდეს პირნაღები მასის სასუნთქ გზებში ასპირაცია და დახრჩობა
  • სასურველია 2 საათით მაინც არ დავაძინოთ და ვამყოფოთ მჯდომარე მდგომარეობაში
  • ინტოქსიკაციის ხარისხი რომ შევამციროთ, უნდა დავალევინოთ ენტეროსორბენტები: გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი, სმექტა, პოლისორბი
  • არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სხვა არანაირი მედიკამენტი, რადგან ბევრი მათგანი ალკოჰოლთან შედის რეაქციაში და აძლიერებს ინტოქსიკაციას, თანაც, ღვიძლს ამ დროს არ შეუძლია დამატებით სხვა ქიმიური ნივთიერების გადამუშავება
  • ნუ დავტოვებთ ნასვამ ადამიანს მარტო და უყურადღებოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში იგი სრულიად უსუსურია ნებისმიერი სახის გართულების განვითარების შემთხვევაში

აქ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა კი ძალიან ადვილად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუკი დავლევთ ზომიერად და მივირთმევთ მხოლოდ ხარისხიან ალკოჰოლურ სასმელს.

და რაც მთავარია, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარება, რადგან ამ ორი ჯგუფის ნივთიერებების ერთდროული გამოყენება საკმაოდ ამძიმებს მდგომარეობას და ღრმა ინტოქსიკაციებიც გარდაუვალია ასეთ დროს.

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?