პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ქუჩებში მანქანების უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს
თბილისში ქუჩებში მანქანების უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს

თბი­ლის­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ქუ­ჩებ­ში უფა­სოდ პარ­კი­რე­ბა შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ აიკ­რძა­ლოს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში „სის­ტრა სპექტრუმ კონ­სალ­ტინ­გის“ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­მათ აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ რე­კო­მენ­და­ცი­ას მე­რი­ას კომ­პა­ნია „სის­ტრა“ აძ­ლევს და ურ­ჩევს, რომ თუკი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე პარ­კი­რე­ბას და­ტო­ვებს, ის ფა­სი­ა­ნი იყოს.

„დღეს ქა­ლაქ­ში პარ­კინ­გი ძა­ლი­ან მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. ვა­ჩე­რებთ იქ, სა­დაც მოგ­ვინ­დე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით ქა­ოსს ქმნის. რო­გორც კი ფა­სი­ა­ნი პარ­კინ­გე­ბი შე­მო­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ხა­ვენ, რომ ტრო­ტუ­არ­ზე მან­ქა­ნას ვე­ღარ გა­ა­ჩე­რე­ბენ, მი­ეჩ­ვე­ვი­ან და კე­თილს ინე­ბე­ბენ ჩვე­ნი მძღო­ლე­ბი, გა­და­იხ­დი­ან პარ­კინ­გში სა­ფა­სურს, ან არ წავ­ლენ მან­ქა­ნით. გარ­და ამი­სა, ფა­სი­ა­ნი პარ­კინ­გი შე­იძ­ლე­ბა კერ­ძო ბიზ­ნე­სის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს. ახლა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი თბი­ლი­სის მე­რი­ას ჩა­უ­ვარ­და, რად­გან ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა არ მოხ­და. სა­ნამ და­უს­ჯე­ლად შეგ­ვიძ­ლია ყველ­გან გა­ჩე­რე­ბა, ფა­სი­ა­ნი პარ­კინ­გის ბიზ­ნე­სი თბი­ლის­ში ვერ იმუ­შა­ვებს. ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა პარ­კინ­გის გა­კე­თე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მიმ­დე­ბა­რე მო­ე­დან­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ვა­კე­ში, პიქ­სელ­თან, გე­გე­ში­ძის ბაღ­თან, ასე­ვე ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე. ჩვენ აქამ­დეც გვქონ­და რე­კო­მენ­და­ცია, რომ ქუ­ჩა­ში პარ­კინ­გე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია უნდა გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს. სა­ჭი­როა ან მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გი, ან რა­ი­მე სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კინ­გი. გზის­პი­რა და გზა­ზე პარ­კინ­გი უნდა დამ­თავ­რდეს ქა­ლაქ­ში, რათა დარ­ჩეს საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი რო­გორც კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის. პარ­კინ­გის მო­წეს­რი­გე­ბის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი პარ­კო­მეტ­რია, თუ გვინ­და პარ­კინ­გით სარ­გებ­ლო­ბა, უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ. მან­ქა­ნის ყოლა ევ­რო­პა­ში ყველ­გან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. თუ მან­ქა­ნა გვინ­და, უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ, თუ არა, უნდა ვი­ა­როთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით. მე ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა და მეც უწე­სო ვარ, არ ვით­ვალსწი­ნებ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. მაგ­რამ რომ მო­წეს­რიგ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მეც გა­დავ­ჯდე­ბი და არ ვი­სარ­გებ­ლებ კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლით“, - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ას­მათ აბე­სა­ძის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natalia
0

ეს აბესაძე თუ უწესოა, რასაც თვითონ აღიარებს, რა ჩვენი გადასახადია. მეც მძოლი ვარ, ვიხდი პარკინგის გადასახადს და ვაჩერებ მანქანს პარკინგის ადგილებში, და რატომ არის ეს მანქანის უფასო დაყენება ვერ გავიგე?! ქალაქის გამწვანებას მიხედონ, დაჭრეს ეს ხეები, ზაფხულში რა გვეშველება! მოკლედ, უსინდისოები ხართ, ამას ვაცხადებ მე, თქვენი ამომრჩეველი!

 

ალექს
0

ვის მიწაზე კრძალავთ უფასოდ დგომას და სიარულს, სახელმწიფოსი ? თქვენ ვინ გეკითხებათ ბალია ათი შაური ,მერიის შარიკებს , ეგ ხალხისაა და უნდა ივლის, უნდა დადგება ,უნდა გაგაგდებს, საცა დგახარ იქიდან !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისში ქუჩებში მანქანების უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს

თბილისში ქუჩებში მანქანების უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს

თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, აღნიშნულ რეკომენდაციას მერიას კომპანია „სისტრა“ აძლევს და ურჩევს, რომ თუკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პარკირებას დატოვებს, ის ფასიანი იყოს.

„დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით. გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს. ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს. ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით“, - განაცხადა აბესაძემ.

ასმათ აბესაძის ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

პირველი ხელფასი გათამაშდა!

"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა