სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში
ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე ქა­ღალ­დზე არ­სე­ბუ­ლი იდე­ე­ბით, რომ­ლის ავ­ტო­რიც ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია „სის­ტრაა“, დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი სქე­მა შე­მო­დის.

რა რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს ცენ­ტრა­ლურ გამ­ზი­რებ­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია, სად იმოძ­რა­ვებს ავ­ტო­ბუ­სე­ბი ქუ­ჩის შუა ზოლ­ში, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ფა­სუ­რი და აიკ­რძა­ლე­ბა თუ არა ქუ­ჩა­ში პარ­კი­რე­ბა - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში "სის­ტრა სპექტრუმ კონ­სალ­ტინ­გის“ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ას­მათ აბე­სა­ძე სა­უბ­რობს.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, რაც თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და­ი­ნერ­გე­ბა, ერთჯე­რა­დი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ცვლი­ლე­ბაა. რო­გორც აბე­სა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, შე­მო­ვა ერ­თი­ა­ნი გა­დახ­დის სის­ტე­მა და ერთი გა­დახ­დით მგზავ­რი სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით უფა­სოდ იმ­გზავ­რებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მგზავ­რო­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მგზავ­რო­ბა მი­ნი­მუმ 80 თეთ­რი­დან 1-ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა, ოღონდ ამ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ტა­რიფ­ში შევა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბიც. ვი­ღა­ცას მგზავ­რო­ბა გა­უ­იაფ­დე­ბა, ვი­ღა­ცას იგი­ვე დარ­ჩე­ბა. არა­ვის მგზავ­რო­ბა არ გა­უძ­ვირ­დე­ბა, მაგ­რამ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, ქე­შით გა­დახ­და სა­ერ­თოდ ამო­ვარ­დე­ბა. ერთხელ გა­და­იხ­დით, მო­ახ­დენთ ბა­რა­თის ვა­ლი­და­ცი­ას და იმ­გზავ­რებთ სხვა­დას­ხვა ტრან­სპორ­ტით. იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბი, სა­დაც ჩავ­რი­ცხავთ კონ­კრე­ტულ თან­ხას და ვიმ­გზავ­რებთ. პირ­ვე­ლი მგზავ­რო­ბი­სას ჩა­მოგ­ვაჭ­რის ფიქ­სი­რე­ბულ ტა­რიფს და სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიმ­გზავ­რებთ სხვა­დას­ხვა ტრან­სპორ­ტით. ქე­შით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს ვე­ღარ გა­და­ვიხ­დით. რომ არ შე­იქ­მნას დის­კომ­ფორ­ტი, ყვე­ლა ძი­რი­თად გა­ჩე­რე­ბა­ზე გვექ­ნე­ბა ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტე­ბი. ასე­ვე, შეგ­ვეძ­ლე­ბა გა­და­ვი­ხა­დოთ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­თაც. გა­ბი­ლე­თი­ა­ნე­ბის სა­კითხს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ მო­აგ­ვა­რებს და ახა­ლი ტი­პის ბა­რა­თებ­საც და­ამ­ზა­დებს“, - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ათ­ნა­ხევ­რის გას­ვლის შემ­დეგ მგზავრს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა და მას მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის სა­წყი­სი თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევს.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა ის, რომ 2021 წლის ზა­ფხუ­ლი­დან თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ნაღ­დი ფუ­ლით გა­დახ­და აიკ­რძა­ლე­ბა.

რო­გორც „სის­ტრა სპექტრუმ კონ­სალ­ტინ­გის“ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­მათ აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მგზავ­რებს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მხო­ლოდ სა­ბან­კო და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბით შე­ეძ­ლე­ბათ.

„იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბი, სა­დაც ჩავ­რი­ცხავთ კონ­კრე­ტულ თან­ხას და ვიმ­გზავ­რებთ. ქე­შით მგაზვრო­ბის სა­ფა­სურს ვე­ღარ გა­და­ვიხ­დით. რომ არ შე­იქ­მნას დის­კომ­ფორ­ტი, ყვე­ლა ძი­რი­თად გა­ჩე­რე­ბა­ზე გვექ­ნე­ბა ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტე­ბი. ასე­ვე, შეგ­ვეძ­ლე­ბა გა­და­ვი­ხა­დოთ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­თაც. გა­ბი­ლე­თი­ა­ნე­ბის სა­კითხს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ მო­აგ­ვა­რებს და ახა­ლი ტი­პის ბა­რა­თებ­საც და­ამ­ზა­დებს“, - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ამ დრო­ის­თვის სა­ზო­გა­დო­ებრვ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“, „ვი­თი­ბი ბან­კის“ და ბან­კი „ქარ­თუს“ ბა­რა­თე­ბი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სის­ტე­მა­ში ჩარ­თვას „თი­ბი­სი ბან­კიც“ გეგ­მავს.

მე­სა­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე კი ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლის შუა ქუ­ჩა­ში მო­წყო­ბას ეხე­ბა.

თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის გარ­და, ავ­ტო­ბუ­სის ზოლი ქუ­ჩის შუ­ა­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზეც მო­ე­წყო­ბა. ას­მათ აბე­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 10 ძი­რი­თად დე­რე­ფან­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლია დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბა:

"მა­გა­ლი­თად, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზე ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი გვერ­დებ­ზე იქ­ნე­ბა და არა შუ­ა­ში. მაგ­რამ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ვფიქ­რობთ, შუა ზოლი გა­ვა­კე­თოთ. იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცია გვაქვს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზეც. 10 ძი­რი­თად დე­რე­ფანს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მო­ყო­ფი­ლი ხაზი, რომ­ლის გან­ლა­გე­ბა­საც დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირს, მას­ზე ავ­ტო­ბუ­სის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბის და­გეგ­მვა თბი­ლი­სის მე­რი­ის ჩა­რე­ვით მოხ­და. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მე­რი­ის ჩა­რე­ვით და­ე­მა­ტე­ბა. მე­რია ახლა 10 დე­რეფ­ნის დე­ტა­ლურ პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე ფას­თა კვო­ტი­რე­ბას ატა­რებს, შემ­დეგ ტენ­დერს გა­მო­ა­ცხა­დებს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩვენც მი­ვი­ღებთ. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­აპ­რო­ექ­ტებს ამ 10 დე­რე­ფანს.

ამო­ჩე­მე­ბა არ არის, რომ ავ­ტო­ბუ­სის ზოლი მა­ინ­ცდა­მა­ინც შუ­ა­ში იყოს. გა­აჩ­ნია ტრო­ტუ­ა­რის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას, პრო­ფილს. თუ ხე­ე­ბის მოჭ­რა მოგ­ვი­წია, მა­შინ ჯობს ეს ზოლი შუ­ა­ში იყოს. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მწვა­ნე ზო­ლებს სერ­თოდ არ ვე­ხე­ბით, მწვა­ნე სა­ფა­რი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ გა­ჩე­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბა შუ­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში

ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში

თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია „სისტრაა“, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის.

რა რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ცენტრალურ გამზირებზე დედაქალაქის მერია, სად იმოძრავებს ავტობუსები ქუჩის შუა ზოლში, რამდენი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური და აიკრძალება თუ არა ქუჩაში პარკირება - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ასმათ აბესაძე საუბრობს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაინერგება, ერთჯერადი მგზავრობის საფასურის ცვლილებაა. როგორც აბესაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე განმარტებით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან.

"საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება.

გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგზავრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ 2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება.

როგორც „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, მგზავრებს საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო და სპეციალური ბარათებით შეეძლებათ.

„იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.

ამ დროისთვის საზოგადოებრვ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“ და ბანკი „ქართუს“ ბარათებითაც არის შესაძლებელი. სისტემაში ჩართვას „თიბისი ბანკიც“ გეგმავს.

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე კი ავტობუსის ზოლის შუა ქუჩაში მოწყობას ეხება.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში რუსთაველის გამზირზეც მოეწყობა. ასმათ აბესაძის განცხადებით, 10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან აუცილებელია კონკრეტული ქუჩების შესაბამისად მოწყობა:

"მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს.

რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს.

ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ გაჩერებები იქნება შუაში“, - განაცხადა აბესაძემ.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"სალომეს ძმები ხმამაღლა ტიროდნენ... ამბობენ, პოლიციელი მოგვიანებით თავად ჩაბარდაო" - რას ჰყვებიან გურჯაანში ავარიაზე, რომელმაც მამაოს შვილი იმსხვერპლა

ხვალიდან თბილისში ბაგა-ბაღები იხურება - კახა კალაძის განცხადება

კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია