Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა სალია - მინდა, სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს
პაატა სალია - მინდა, სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს

არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და, ეს არის ცალ­სა­ხა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის ად­გი­ლი თით­ქმის არ არის დარ­ჩე­ნი­ლი, - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ტე­რე­სებს ზი­ანს აყე­ნებს.

პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი და ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით,აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი და კა­ნო­ნი­ე­რი იყო.

"დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და მათ შო­რის ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­კეთ­და სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებს თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას,

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და, გა­ვა­კე­თო რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, წერ­ტი­ლი და­ვუს­ვა გარ­კვე­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ებს, რაც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს.

შე­გახ­სე­ნებთ ყვე­ლას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სარ­ჩე­ლი და "რუს­თა­ვი 2"-ის იმ­დრო­ინ­დე­ლი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" სარ­ჩე­ლე­ბი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სარ­ჩე­ლი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იქნა გა­მო­ყო­ფი­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ იმას, რომ ეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა იმ საფრ­თხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რის თა­ო­ბა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია მო­ვის­მი­ნე თა­ვის დრო­ზე და ეს საფრ­თხე იყო თით­ქოს არხი შე­იძ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი­ყო, არ­სე­ბობ­და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის საფრ­თხე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მო­ირ­ცხა ამ­გვა­რი საფრ­თხის არ­სე­ბო­ბა. მარ­თა­ლია ეს უპ­რე­ცენ­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნებ­თა, რომ ალ­ბათ, დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მტკი­ცე­ბის სტან­დარ­ტი უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე საქ­მის და­საშ­ვე­ბო­ბი­სას, ან არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნი­ხი­ლა რა, „რუს­თა­ვი 2“-ის სარ­ჩე­ლის და­საშ­ვე­ბო­ბა, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ეს სარ­ჩე­ლი არ არის და­საშ­ვე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, სა­დაც შავი თეთრზე წე­რია მი­უ­თი­თა, რომ უნდა გა­უქ­მდეს ის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძე­ბა, რო­მე­ლიც იყო ერ­თა­დერ­თი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად და ქი­ბარ ხალ­ვა­შის ამ კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რედ აღ­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბოს ასე­ვე წე­რი­ლი, მი­ღე­ბუ­ლი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ, რო­მე­ლიც მან გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, სა­დაც ცალ­სა­ხად არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ეს დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა, ქი­ბარ ხალ­ვა­შის და მისი წარ­მო­მად­გენ­ლის მოქ­მე­დე­ბა, წარ­გვედ­გი­ნა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი და კა­ნო­ნი­ე­რი. ვერც ერთი პირი ვერ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რო­მე­ლი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის დაღრვე­ვა მოხ­და ამ კუ­თხით. ყვე­ლას ვთხოვ თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა­გან და ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა­გან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა არ­ხის ინ­ტე­რე­სებს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

პაატა სალია - მინდა, სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს

პაატა სალია - მინდა, სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს

არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა, ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი, - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა. მისი თქმით, დღეს გავრცელებული განცხადებები "რუსთავი 2"-ის ინტერესებს ზიანს აყენებს.

პაატა სალიას განცხადებით, მისი და ქიბარ ხალვაშის მიერ იუსტიციის სახლში განაცხადის გაკეთება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით,აბსოლუტურად სწორი და კანონიერი იყო.

"დღეს სოციალური მედიით სხვადასხვა ტელევიზიებით და მათ შორის ჩვენი ტელევიზიითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას,

ამასთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

შეგახსენებთ ყველას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარჩელი და "რუსთავი 2"-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების ყარამანაშვილების, ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელები არ დააკმაყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყოფილი უზრუნველყოფის ღონისძიება. შეგახსენებთ იმას, რომ ეს გამოყენებული იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო, არსებობდა გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების საფრთხე, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირცხა ამგვარი საფრთხის არსებობა. მართალია ეს უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, თუმცა მოგეხსენებთა, რომ ალბათ, დროებითი ღონისძიებებების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობისას, ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები.

სასამართლომ ასევე გადაწყვეტილებაში, სადაც შავი თეთრზე წერია მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება. საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებოს ასევე წერილი, მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის საფუძველს მოკლებული. ჩვენი მოქმედება, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერც ერთი პირი ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დაღრვევა მოხდა ამ კუთხით. ყველას ვთხოვ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისაგან და ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს", - განაცხადა პაატა სალიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ