ავტორი:

"ეკა ბესელია არის "ვირთხა", რომელსაც შიდა ამბები ნოდარ მელაძესთან მიჰქონდა" - ვანო ზარდიაშვილი

"ეკა ბესელია არის "ვირთხა", რომელსაც შიდა ამბები ნოდარ მელაძესთან მიჰქონდა" - ვანო ზარდიაშვილი

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის შეკრებებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას საშუალებით ჟონავდა - მისი მტკიცებით, ბესელია პარტიის შიდა ამბებს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა.

„ამის დასადასტურებლად გეტყვით ერთ ფაქტს - იმ ცნობილი სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიას კორუფციასთან კავშირის შესახებ დაუსვეს კითხვები, გაჟონა მხოლოდ იმ ინფორმაციამ, ვითომდა ირაკლი კობახიძემ ბესელიას ბოდიში მოუხადა. არა და იმ სხდომაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ამ ინფორმაციის გაჟონვა მას არ აწყობდა.

დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან პირდაპირ მიბმული, როგორც საზოგადოებაში მოიხსენიებენ - „ვირთხა“, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან გუნდის ინფორმაცია.

ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც გუნდის შიგნით და გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

მან, ქვეცნობიერად, ვერც კი გაიგო, საკუთარი პარტიისთვის აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ვერ მიიღებს ბესელია სასამართლოდან და სამართალდამცველებისგან ფულს,“ - ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები