პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეგნული მსგავსება ჩვენი კოზირია" - გაიცანით "მელოტების დუეტი" "სამზარეულოს ომებიდან"
"გარეგნული მსგავსება ჩვენი კოზირია" - გაიცანით "მელოტების დუეტი" "სამზარეულოს ომებიდან"

ალექ­სან­დრე გე­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ტა­ბა­ღუა დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ­სად და­დი­ან, სამ­სა­ხურ­შიც ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­შიც“ ერ­თად მის­ვლა გა­და­წყვი­ტეს. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ძა­ლი­ან გვა­ნან და ტყუ­პებს ეძა­ხი­ან.

ასე შე­იქ­მნა მათი წყვი­ლიც, რო­მე­ლიც "მე­ლო­ტე­ბის დუ­ე­ტით" არის ცნო­ბი­ლი.

ალექ­სან­დრე გე­ლაშ­ვი­ლი:

- 12 წლის ვი­ყა­ვი, ხა­ჭა­პუ­რი გა­მო­ვა­ცხვე და გა­მო­მი­ვი­და, სახ­ლში ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. მას მერე დიდი დრო გა­ვი­და ისე, რომ ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია. 25 წლის ვი­ყა­ვი, მზა­რე­უ­ლო­ბა მო­მინ­და და ვი­პო­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „იკა­რო­სი“ და და­ვი­წყე სწავ­ლა (ორ­წლი­ა­ნი კურ­სი გა­ვი­ა­რე). იმის მერე ფაქ­ტობ­რი­ვად, სულ ვმუ­შა­ობ.

ეს ისე­თი საქ­მეა, უნდა გა­მოგ­დი­ო­დეს და მოგ­წონ­დეს. რო­დე­საც სწავ­ლა და­ვი­წყე, მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მინ­დო­და, კუ­ლი­ნა­რი გავმხდა­რი­ყა­ვი და ასეც მოხ­და - სულ ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ. ამო­უ­წუ­რა­ვი სფე­როა და ამ პრო­ფე­სი­ა­ში მო­მა­ვალ­შიც ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცესს არ შევ­წყვეტ...

ეს პრო­ფე­სია ადრე პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, მშობ­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შვი­ლებს იმი­ტომ ას­წავ­ლიდ­ნენ, რომ პრო­ფე­სია ჰქო­ნო­დათ, მში­ე­რი არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი ყვე­ლა მზა­რე­ულს „პო­ვარს“ ეძახ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ დარ­გმა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა და დღეს­დღე­ო­ბით უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ეს პრო­ფე­სია და ზუს­ტად იმან მი­მი­ზი­და, რომ ახ­ლოს გა­მეც­ნო და მეც მე­კე­თე­ბი­ნა და რაც მთა­ვა­რია, უკე­თე­სად.

ირაკ­ლი ტა­ბა­ღუა:

- მეც ბავ­შვო­ბა­ში მოვ­სინ­ჯე, პირ­ვე­ლად პიცა 18 წლი­სამ გა­ვა­კე­თე და იქი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. შემ­დეგ უკვე 21 წლი­სამ „იკა­როს­ში“ სწავ­ლა და­ვი­წყე, სა­დაც მარ­თლა შე­მიყ­ვარ­და კუ­ლი­ნა­რია. არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, თავი ამ სფე­რო­ში ვი­პო­ვე - დიახ, ყო­ველ­დღე საჭ­მელს რომ ვამ­ზა­დებ, მსი­ა­მოვ­ნებს, ამ საქ­მე­ში მთელ სულ­სა და გულს ვდებ. ჩემი მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას, სიყ­ვა­რუ­ლია, ეს თუ არ გაქვს, კერ­ძი არ გა­მო­ვა.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლის მო­სინ­ჯვა, თა­ვის გა­მოც­და იყო?

- რა თქმა უნდა, გვე­ნა­ხა, რა შეგ­ვიძ­ლია, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. მოკ­ლედ, ვნა­ხეთ კი­დეც, რომ ცო­ტა­თი მე­ტიც შეგ­ვიძ­ლია, ვიდ­რე გვე­გო­ნა. ასე­ვე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ.

ალექ­სან­დრე:

- ჩვე­ნი წყვი­ლი იმის გამო შედ­გა, რომ 5 წე­ლია ვმე­გობ­რობთ, სულ ერ­თად ვართ. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ირაკ­ლი იმ პე­რი­ოდ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყო. ერთ დღე­საც ვის­ვე­ნებ­დი და ვნა­ხე „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ გვერ­დი, რო­მე­ლიც კონ­კურსს აცხა­დებ­და. დავ­ფიქ­რდი, ჩემი კონ­დი­ტე­რი მე­უღ­ლეც შინ იყო. ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი და ირაკ­ლის და­ვუ­რე­კე - მოდი, ამ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა-მეთ­ქი, მე­უღ­ლე სა­ერ­თოდ არ გამ­ხსე­ნე­ბია, რომ ისიც კუ­ლი­ნა­რია და მა­საც შე­ეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ირაკ­ლიც დამ­თან­ხმდა, - აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­ზავ­ნე, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბაო. მერე მე­უღ­ლე ხუმ­რობ­და: გა­მარ­ჯო­ბა, მეც კონ­დი­ტე­რი ვარ, გა­მო­გად­გე­ბიო. მგო­ნი, ცოტა ეწყი­ნა კი­დეც.

მოკ­ლედ, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გვინ­დო­და, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი გაგ­ვე­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბი­ნა და ვფიქ­რობ, გა­მოგ­ვდის კი­დეც. ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ.

- რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი ამ პრო­ექ­ტში - გა­ი­მარ­ჯვებთ?

- რო­დე­საც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ, ცხა­დია, გა­მარ­ჯვე­ბა, პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა გინ­და, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც ის იყო, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვე­ცა­ნით...

ირაკ­ლი:

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გაგ­ვიც­ნო და ამ მხრივ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. რაც მთა­ვა­რია, გვინ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით მე­ტად გა­ვი­ზარ­დოთ, განვვი­თარ­დეთ, ახალ-ახალ კერ­ძებ­ზე ვი­ფიქ­როთ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რად აქამ­დე არ გვქონ­და. ამ პრო­ექ­ტმა ახალ იდე­ე­ბი გახ­სნა. ეს შოუ რა შე­დე­გი­თაც უნდა დამ­თავ­რდეს, ჩვენ­თვის უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

- იშ­ვი­ა­თია მე­გობ­რე­ბი გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ასე გავ­დნენ ერ­თმა­ნეთს...

ირაკ­ლი:

- ქუ­ჩა­ში რომ გვხე­და­ვენ, ამ­ბო­ბენ - ტყუ­პი ძმა მო­დი­სო.

ალექ­სან­დრე:

- ჰო, ეს ჩვე­ნი გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა კო­ზი­რი­ვი­თაა. წვე­რი ორი­ვემ მო­ვუშ­ვით... ისე­თი კარ­გი იდეა წა­მო­ვი­და რეს­ტორ­ნის და თუ გა­ვა­კე­თებთ, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მო­ვი­ფიქ­რეთ. იტა­ლი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვმუ­შა­ობთ, მე­ლო­ტე­ბი ვართ და ამი­ტომ რა­ღაც "მე­ლოტ­ტე“ - ასე იქ­ნე­ბა.

- ჟი­უ­რი თქვენ­თვის ცოტა მკაც­რი ხომ არ არის?

- ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ჩვენც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ და მეტი მოგ­ვე­თხო­ვე­ბა, ამი­ტო­მაც, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან ჩვენ მი­მართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­დავ­ლა­ხოთ.

- რას ეტყვით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი საქ­მე ჰგო­ნია?

ალექ­სან­დრე:

- სა­ნამ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბას და­ვე­უფ­ლე­ბო­დი, ერთი ცნო­ბი­ლი შეფი შემ­ხვდა და მი­თხრა: კარ­გად და­ფიქ­რდი, ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სტრე­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რია და რამ­დე­ნად გინ­და ამის კე­თე­ბა? მე მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამის კე­თე­ბა მინ­დო­და. ჩვე­ნი საქ­მე ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლიც არის, ამა­ვე დროს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც, რა­ღაც სხვა ფან­ჯრე­ბი იხ­სნე­ბა - შე­იძ­ლე­ბა მხატ­ვა­რი არ იყო, მაგ­რამ შენ­ში ეს უნა­რიც გა­იხ­სნას.

ირაკ­ლი:

- ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, როცა მომ­ხმა­რებ­ლის­გან ცა­რი­ე­ლი თეფ­ში შე­მო­დის, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია მანდ მთავ­რდე­ბა. თუ ეს მე­გობ­რე­ბის წრე­ში ხდე­ბა, კი­დევ უფრო გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რად­გა­ნაც ისი­ნი უფრო კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. თუ არ მო­ე­წო­ნე­ბათ, გე­ტყვი­ან. სა­ერ­თოდ, კი გი­ხა­რია, რო­დე­საც მე­გობ­რის­თვის ამ­ზა­დებ. ბევ­რი წე­ლია, ჩვენ­თან ერთი და იგი­ვე ხალ­ხი და­დის და ერ­თსა და იმა­ვეს ჭამს. ცოტა უც­ნა­უ­რია ეს, მაგ­რამ ასე მოს­წონთ. უცხო­ე­ლე­ბიც ბევ­რი მო­დი­ან, ქარ­თვე­ლე­ბიც. ყო­ველ ჯერ­ზე კერ­ძის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ამ­ბო­ბენ - ეს კი­დევ უკე­თე­სია წინა ჯერ­ზე გა­სინ­ჯუ­ლის­გან.

ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვართ, მა­ნამ­დე აზი­ურ­ში ვი­ყა­ვით, ბოლო დროს ქარ­თუ­ლიც გვხიბ­ლავს, უკეთ ვგრძნობთ თავს ამ ნა­წილ­ში და რო­გორც გი­თხა­რით, მის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბას ვცდი­ლობთ. ამ პრო­ცესს სხვა ემო­ცი­ე­ბი ახ­ლავს.

- თა­ვად თუ ხართ გურ­მა­ნე­ბი?

- კე­თე­ბის, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩვენ­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ზოგ­ჯერ ჭამა გვა­ვი­წყდე­ბა, კე­თე­ბის პრო­ცეს­ში კი ვა­გე­მოვ­ნებთ, მაგ­რამ რო­დე­საც სხვას ვაჭ­მევთ, მა­ინც ამით ვართ კმა­ყო­ფი­ლე­ბი. წო­ნის პრობ­ლე­მა ზო­გა­დად, რო­გორც ბევ­რს, ჩვენც გვაქვს და ამი­ტომ, მუდ­მი­ვად დი­ე­ტის დაც­ვა გვი­წევს, რომ ფორ­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ამას ვცდი­ლობთ, მოკ­ლედ, თავს ვუვ­ლით, ვმუ­შა­ობთ და სულ უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ვართ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გარეგნული მსგავსება ჩვენი კოზირია" - გაიცანით "მელოტების დუეტი" "სამზარეულოს ომებიდან"

"გარეგნული მსგავსება ჩვენი კოზირია" - გაიცანით "მელოტების დუეტი" "სამზარეულოს ომებიდან"

ალექსანდრე გელაშვილი და ირაკლი ტაბაღუა დიდი ხნის მეგობრები არიან, ამბობენ, რომ ერთმანეთის გარეშე არსად დადიან, სამსახურშიც ერთად მუშაობენ და „სამზარეულოს ომებშიც“ ერთად მისვლა გადაწყვიტეს. ისინი ერთმანეთს გარეგნულადაც ძალიან გვანან და ტყუპებს ეძახიან.

ასე შეიქმნა მათი წყვილიც, რომელიც "მელოტების დუეტით" არის ცნობილი.

ალექსანდრე გელაშვილი:

- 12 წლის ვიყავი, ხაჭაპური გამოვაცხვე და გამომივიდა, სახლში ყველას მოეწონა. მას მერე დიდი დრო გავიდა ისე, რომ ამ სფეროსთან შეხება არ მქონია. 25 წლის ვიყავი, მზარეულობა მომინდა და ვიპოვე პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ და დავიწყე სწავლა (ორწლიანი კურსი გავიარე). იმის მერე ფაქტობრივად, სულ ვმუშაობ.

ეს ისეთი საქმეა, უნდა გამოგდიოდეს და მოგწონდეს. როდესაც სწავლა დავიწყე, მონდომებული ვიყავი, მინდოდა, კულინარი გავმხდარიყავი და ასეც მოხდა - სულ ახლის ძიებაში ვარ. ამოუწურავი სფეროა და ამ პროფესიაში მომავალშიც ახალ-ახალი რაღაცების აღმოჩენის პროცესს არ შევწყვეტ...

ეს პროფესია ადრე პოპულარული არ იყო, მშობლები ამ მიმართულებით შვილებს იმიტომ ასწავლიდნენ, რომ პროფესია ჰქონოდათ, მშიერი არ დარჩენილიყვნენ. საქართველოშიც კი ყველა მზარეულს „პოვარს“ ეძახდნენ. მოგვიანებით, ამ დარგმა კულინარიული ხელოვნების სტატუსი შეიძინა და დღესდღეობით უკვე ძალიან პოპულარულია. ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია და ზუსტად იმან მიმიზიდა, რომ ახლოს გამეცნო და მეც მეკეთებინა და რაც მთავარია, უკეთესად.

ირაკლი ტაბაღუა:

- მეც ბავშვობაში მოვსინჯე, პირველად პიცა 18 წლისამ გავაკეთე და იქიდან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ უკვე 21 წლისამ „იკაროსში“ სწავლა დავიწყე, სადაც მართლა შემიყვარდა კულინარია. არავის დაუძალებია, ეს ჩემი არჩევანი იყო, თავი ამ სფეროში ვიპოვე - დიახ, ყოველდღე საჭმელს რომ ვამზადებ, მსიამოვნებს, ამ საქმეში მთელ სულსა და გულს ვდებ. ჩემი მთავარი ინგრედიენტი კერძის მომზადებისას, სიყვარულია, ეს თუ არ გაქვს, კერძი არ გამოვა.

- პროექტში მონაწილეობა კულინარიაში საკუთარი ძალის მოსინჯვა, თავის გამოცდა იყო?

- რა თქმა უნდა, გვენახა, რა შეგვიძლია, რადგანაც ძალიან დიდი გამოწვევაა. მოკლედ, ვნახეთ კიდეც, რომ ცოტათი მეტიც შეგვიძლია, ვიდრე გვეგონა. ასევე ბევრი რამ ვისწავლეთ.

ალექსანდრე:

- ჩვენი წყვილი იმის გამო შედგა, რომ 5 წელია ვმეგობრობთ, სულ ერთად ვართ. მონაწილეობა რომ გადავწყვიტეთ, ირაკლი იმ პერიოდში შვებულებაში იყო. ერთ დღესაც ვისვენებდი და ვნახე „სამზარეულოს ომების“ გვერდი, რომელიც კონკურსს აცხადებდა. დავფიქრდი, ჩემი კონდიტერი მეუღლეც შინ იყო. ავიღე ტელეფონი და ირაკლის დავურეკე - მოდი, ამ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა-მეთქი, მეუღლე საერთოდ არ გამხსენებია, რომ ისიც კულინარია და მასაც შეეძლო მონაწილეობა. ირაკლიც დამთანხმდა, - აუცილებლად გააგზავნე, ვნახოთ, რა იქნებაო. მერე მეუღლე ხუმრობდა: გამარჯობა, მეც კონდიტერი ვარ, გამოგადგებიო. მგონი, ცოტა ეწყინა კიდეც.

მოკლედ, ჩვენი მონაწილეობით გვინდოდა, ქართული კერძები გაგვეთანამედროვებინა და ვფიქრობ, გამოგვდის კიდეც. ძირითადად ქართული კერძების გათანამედროვებაზე ვმუშაობთ.

- როგორია თქვენი მოლოდინი ამ პროექტში - გაიმარჯვებთ?

- როდესაც პროექტში მონაწილეობ, ცხადია, გამარჯვება, პირველი ადგილის დაკავება გინდა, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ ქართულ საზოგადოებას გავეცანით...

ირაკლი:

- საზოგადოებამ გაგვიცნო და ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, გვინდა, პროფესიული კუთხით მეტად გავიზარდოთ, განვვითარდეთ, ახალ-ახალ კერძებზე ვიფიქროთ, რისი საშუალებაც რეალურად აქამდე არ გვქონდა. ამ პროექტმა ახალ იდეები გახსნა. ეს შოუ რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს, ჩვენთვის უკვე წარმატებულია.

- იშვიათია მეგობრები გარეგნულადაც ასე გავდნენ ერთმანეთს...

ირაკლი:

- ქუჩაში რომ გვხედავენ, ამბობენ - ტყუპი ძმა მოდისო.

ალექსანდრე:

- ჰო, ეს ჩვენი გარეგნული მსგავსება კოზირივითაა. წვერი ორივემ მოვუშვით... ისეთი კარგი იდეა წამოვიდა რესტორნის და თუ გავაკეთებთ, ძალიან კარგი სახელი მოვიფიქრეთ. იტალიურ სამზარეულოში ვმუშაობთ, მელოტები ვართ და ამიტომ რაღაც "მელოტტე“ - ასე იქნება.

- ჟიური თქვენთვის ცოტა მკაცრი ხომ არ არის?

- ძალიან კომპეტენტურები და პროფესიონალები არიან. თუმცა, ჩვენც პროფესიონალები ვართ და მეტი მოგვეთხოვება, ამიტომაც, ძალიან კრიტიკულები არიან ჩვენ მიმართ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც კერძის მომზადება ძალიან ადვილი საქმე ჰგონია?

ალექსანდრე:

- სანამ კულინარიული ხელოვნებას დავეუფლებოდი, ერთი ცნობილი შეფი შემხვდა და მითხრა: კარგად დაფიქრდი, ეს ყველაზე რთული და სტრესული სამსახურია და რამდენად გინდა ამის კეთება? მე მაინც გადავწყვიტე, რომ ამის კეთება მინდოდა. ჩვენი საქმე ძალიან მხიარულიც არის, ამავე დროს, შემოქმედებითიც, რაღაც სხვა ფანჯრები იხსნება - შეიძლება მხატვარი არ იყო, მაგრამ შენში ეს უნარიც გაიხსნას.

ირაკლი:

- ყველაზე ბედნიერება ის არის, როცა მომხმარებლისგან ცარიელი თეფში შემოდის, ეს ძალიან მახარებს და ჩვენი კომპეტენცია მანდ მთავრდება. თუ ეს მეგობრების წრეში ხდება, კიდევ უფრო გახარებული ვარ, რადგანაც ისინი უფრო კრიტიკულები არიან. თუ არ მოეწონებათ, გეტყვიან. საერთოდ, კი გიხარია, როდესაც მეგობრისთვის ამზადებ. ბევრი წელია, ჩვენთან ერთი და იგივე ხალხი დადის და ერთსა და იმავეს ჭამს. ცოტა უცნაურია ეს, მაგრამ ასე მოსწონთ. უცხოელებიც ბევრი მოდიან, ქართველებიც. ყოველ ჯერზე კერძის გასინჯვის შემდეგ ამბობენ - ეს კიდევ უკეთესია წინა ჯერზე გასინჯულისგან.

ძირითადად იტალიურ სამზარეულოში ვართ, მანამდე აზიურში ვიყავით, ბოლო დროს ქართულიც გვხიბლავს, უკეთ ვგრძნობთ თავს ამ ნაწილში და როგორც გითხარით, მის გათანამედროვებას ვცდილობთ. ამ პროცესს სხვა ემოციები ახლავს.

- თავად თუ ხართ გურმანები?

- კეთების, მომზადების პროცესი უფრო დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ჭამა გვავიწყდება, კეთების პროცესში კი ვაგემოვნებთ, მაგრამ როდესაც სხვას ვაჭმევთ, მაინც ამით ვართ კმაყოფილები. წონის პრობლემა ზოგადად, როგორც ბევრს, ჩვენც გვაქვს და ამიტომ, მუდმივად დიეტის დაცვა გვიწევს, რომ ფორმა შევინარჩუნოთ. ამას ვცდილობთ, მოკლედ, თავს ვუვლით, ვმუშაობთ და სულ უკეთესის მოლოდინში ვართ...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ