პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ
"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

ბავ­შვე­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი წლის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ პე­რი­ო­დად ით­ვლე­ბა. რა უნდა ვი­ცო­დეთ უფ­რო­სებ­მა იმი­სათ­ვის, რომ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ბავ­შვე­ბი სე­ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან და­ვიც­ვათ - ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე პე­დი­ატ­რი თე­ო­ნა ხურ­ცი­ძე გვპა­სუ­ხობს:

- ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ტებს ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მა წე­ლი­წა­დის სხვა დრო­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლოა იყოს რო­გორც ვირუ­სი, ასე­ვე ბაქ­ტე­რია. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი ძი­რი­თა­დად ჰგავს ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს: დი­ა­რეა (დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ჯერ და მეტ­ჯერ თხე­ლი ან წყლი­ა­ნი გა­ნავ­ლის გა­მო­ყო­ფა), ზოგ­ჯერ მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის, თუმ­ცა ეს ექიმ­მა უნდა გან­სა­ზღვროს.

- რა უნდა იცო­დეს მშო­ბელ­მა?

- მო­დით პა­ტა­რა ექ­სკურ­სი გა­ვა­კე­თოთ და აღ­ვნიშ­ნოთ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია:

  • კონ­ტაქ­ტუ­რი გზით - სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი­დან (ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო და ა. შ)
  • საკ­ვე­ბით - არას­წო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.
  • წყლით - და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ან ღია წყალ­სა­ცა­ვებ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას.

მშო­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ჩა­მო­ნათ­ვალს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ასეთ დროს ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი პრე­ვენ­ცია არის ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლის ხში­რი და­ბა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კვე­ბის წინ და სა­ფე­ნის გა­მოც­ვლის შემ­დეგ, სვე­ლი წე­სით სახ­ლის და­ლა­გე­ბა, სა­თა­მა­შო­ე­ბის საპ­ნი­ან, ცხელ წყალ­ში რე­ცხვა. ძა­ლი­ან ხში­რად ინ­ფექ­ცია მწე­რებ­საც გა­და­აქვთ და მი­ზან­შე­წო­ნი­ლია დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბის პრო­დუქ­ტებს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი და­მუ­შა­ვე­ბის, მომ­ზა­დე­ბი­სა და შე­ნახ­ვის წე­სე­ბის დაც­ვა. ზა­ფხულ­ში უმ­ჯო­ბე­სია, თუ კი ბავ­შვის საკ­ვებს ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მო­ვამ­ზა­დებთ, ან შე­ვი­ნა­ხავთ მა­ცი­ვარ­ში მაქ­სი­მუმ 6 სთ. გახ­სნი­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი უმ­ჯო­ბე­სია სა­ერ­თოდ არ შე­ვი­ნა­ხოთ, რძე კი გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გა­და­ვა­დუ­ღოთ.

წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ უამ­რა­ვი მიკ­რო­ბი თავს მას­ში კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. წყლის ბუ­ნებ­რი­ვი წყა­რო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­თან ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "ჭა", რა­ტომ­ღაც წყლის სუფ­თა წყა­როდ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ეს მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. ასე­თი წყა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ, რომ თავ­და­ხუ­რულ ბოთ­ლში შე­ნა­ხუ­ლი გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ვარ­გი­სია- 4-6 სთ.

- რო­გო­რი წყა­ლი უნდა და­ლი­ოს ბავ­შვმა? მა­ცივ­რის წყალ­ზე რას გვირ­ჩევთ?

- სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვაა. არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნი-გა­კა­ჟე­ბა. რო­დე­საც ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი არ არის მიჩ­ვე­უ­ლი რა­ი­მე ფაქ­ტორს, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ცივ წყალს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რომ მან ცივი წყა­ლი და­ლი­ოს. იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ გარ­თუ­ლე­ბე­ბი, უმ­ჯო­ბე­სია, ის ნელ-ნელა შე­ვაჩ­ვი­ოთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლის ცივი წყლით ჩა­ნაც­ვლე­ბას. წყა­ლი უნდა იყოს არა­გა­ზი­რე­ბუ­ლი, ნე­იტ­რა­ლუ­რი გე­მო­სი, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში - ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ფილტრში გა­ფილტრუ­ლი. შე­ფუთ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბოთ­ლის არა­გა­ზი­რე­ბუ­ლი წყა­ლი ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ვა­რი­ან­ტია. ის არ სა­ჭი­რო­ებს გა­და­დუ­ღე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ხილს და ბოსტნე­ულს, ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ისი­ნი და ხში­რად პირ­და­პირ ბაღ­ში დაკ­რე­ფილ­საც კი მი­ირ­თმე­ვენ. ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­როა, თუმ­ცა შე­ი­ცავს საფრ­თხე­ებ­საც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ მი­წას­თან კონ­ტაქ­ტში მყოფ ხილ­სა და ბოსტნე­ულს, ისი­ნი საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გულ­დას­მით უნდა გა­ი­რე­ცხოს.

- რო­გორ უნდა და­ვაძ­ლე­ვი­ნოთ ბავ­შვს უმა­დო­ბა ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში?

- ვფიქ­რობ, აქ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბი ბავ­შვის­თვის საკ­ვე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბის მე­თო­დებს. ყვე­ლა მშო­ბელს ვურ­ჩევ იყოს მშვი­დად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხულ­ში ბავ­შვი ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ა­ნი და ად­ვი­ლად მო­ნე­ლე­ბა­დი საკ­ვე­ბით კვე­ბოს და სას­მე­ლი სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თოს.

- რამ­დე­ნი სა­ა­თი უნდა იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი წყალ­ში?

- წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მზე... წყა­ლი, მზე, სუფ­თა ჰა­ე­რი იდე­ა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­აა, თუმ­ცა ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა. ბავ­შვის ბა­ნა­ო­ბა ზღვა­ზე და მდი­ნა­რე­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 2 წლი­დან; თუ კი ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი გა­კა­ჟე­ბუ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო ად­რეც... მთა­ვა­რია, წყა­ლი იყოს სუფ­თა და გამ­ჭირ­ვა­ლე, მისი სიღ­რმე არ აღე­მა­ტე­ბო­დეს ნა­ხე­ვარ მეტრს და ტემ­პე­რა­ტუ­რა არა­ნაკ­ლებ 22 გრა­დუ­სი იყოს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა იყ­ვნენ მშობ­ლე­ბი, თუ კი ბავ­შვს ყუ­რის ან ცხვირ-ხა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა აქვს. წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

3 წლამ­დე ბავ­შვებს შეგ­ვიძ­ლია ნება დავ­რთოთ იბა­ნა­ონ 5 წუ­თამ­დე. ბა­ნა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი კარ­გად გა­ვამ­შრა­ლოთ. შე­ამ­ჩნევ­დით, რომ წყალ­ში ბავ­შვებს იმ­დე­ნი ხანი აყოვ­ნე­ბენ, ლურ­ჯდე­ბი­ან კი­დეც. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. თუ კი ბავ­შვი ბა­ნა­ო­ბის შემ­დეგ კან­კა­ლებს, უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ პა­ტა­რა მან­ძი­ლი გა­ირ­ბი­ნოს ან მას­თან ერ­თად ვი­თა­მა­შოთ აქ­ტი­უ­რი თა­მა­შე­ბი.

- გვე­სა­უბ­რეთ მზე­ზე გამთბარ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბის საფრ­თხე­ებ­ზე...

- რო­გორც წესი, გან­სა­კუთ­რე­ბით აგა­რა­კებ­ზე, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ბა­ნა­ო­ბის ამ გზას. მიდ­გო­მა ასე­თია: დიდ­ხანს და­ყოვ­ნე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თავ­ღია რე­ზერ­ვუ­ა­რი წყლის­თვის, იქ­ნე­ბა ეს სა­ბავ­შვო აუზი თუ სხვა რამ, ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს ქმნის ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ, ოჯახ­ში, სა­დაც პა­ტა­რა ბავ­შვია, არ გირ­ჩევთ ასე­თი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბას.

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­სა და ვენ­ტი­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ოთახ­ში, სა­დაც ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბა?

- გაგ­რი­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა წე­სე­ბის დაც­ვით; ჰა­ე­რის ცივი ნა­კა­დი ბავ­შვის­კენ პირ­და­პირ არ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, ოთახ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­ცი­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს; ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ფილტრის რე­გუ­ლა­რუ­ლი წმენ­და ან შეც­ვლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მი­სა, ოთა­ხი ხში­რად გა­ვა­ნი­ა­ვოთ და ტე­ნი­ა­ნო­ბა ვა­კონ­ტრო­ლოთ.

- უნდა ეც­ვას თუ არა ბავ­შვს ზა­ფხულ­ში სა­ფე­ნი?

- თუ კი ბავ­შვს არ აქვს ქოთ­ნის ჩვე­ვე­ბი და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს მას სჭირ­დე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დე­დამ სა­ფე­ნი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, თუმ­ცა ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მოხ­დეს მისი რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მოც­ვლა; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა და რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი ჰა­ე­რის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა სა­ფე­ნის გა­რე­შე.

- არის მშო­ბელ­თა კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ბავ­შვებს ზა­ფხულ­შიც თბი­ლად აც­მევს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მო ხანს...

- ბავ­შვის­თვის ტა­ნი­სა­მო­სის შერ­ჩე­ვა ისევ და ისევ ტემ­პე­რა­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს და გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ბავ­შვის კომ­ფორ­ტის ზო­ნი­და­ნაც. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბავ­შვის ზედ­მე­ტი ტა­ნი­სა­მო­სით გა­და­ხუ­რე­ბა, არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე შე­ცი­ე­ბა.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა ბავ­შვის და­ძი­ნე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში? რა ასა­კის­თვის არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი დღი­სით ძილი?

- ბავ­შვის სწო­რი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღის რე­ჟი­მის დაც­ვა. დღის ძილი კი თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვო­ბი­თა და ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვი­საც.

რო­გორც წესი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ბავ­შვის ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა მცირ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის ასაკ­ში ბავ­შვის დღის ძილი ორ­ჯე­რა­დი ხდე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის ასა­კი­დან დღე­ში ძი­რი­თა­დად ერთხელ იძი­ნე­ბენ 2-3 სთ-ით. 3-4 წლის ასა­კი­დან ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი სა­ერ­თოდ უარს აცხა­დებს დღის ძილ­ზე; ზო­გა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით კი დღის ძი­ლის ჩვე­ვა ნარ­ჩუნ­დე­ბა 6 წლამ­დე 1 სთ-იანი ძი­ლის პე­რი­ო­დე­ბით, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ზაფხულის სეზონი წლის ყველაზე მიმზიდველ პერიოდად ითვლება. რა უნდა ვიცოდეთ უფროსებმა იმისათვის, რომ საზაფხულო არდადეგები მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ და ბავშვები სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებისგან დავიცვათ - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პედიატრი თეონა ხურციძე გვპასუხობს:

- ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით იმატებს ნაწლავური ინფექციის შემთხვევები, თუმცა ეს პრობლემა წელიწადის სხვა დროსაც არ კარგავს აქტუალობას. გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსი, ასევე ბაქტერია. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად ზოგადი კლინიკური ნიშნები ძირითადად ჰგავს ხოლმე ერთმანეთს: დიარეა (დღის განმავლობაში სამჯერ და მეტჯერ თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფა), ზოგჯერ მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მდგომარეობები სპეციფიური მკურნალობის გარეშე ჩაივლის, თუმცა ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა?

- მოდით პატარა ექსკურსი გავაკეთოთ და აღვნიშნოთ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნაწლავური ინფექცია:

  • კონტაქტური გზით - საყოფაცხოვრებო ნივთებიდან (ჭუჭყიანი ხელები, დაბინძურებული სათამაშო და ა. შ)
  • საკვებით - არასწორად დამუშავებული ან დაბინძურებული საკვების გამოყენებისას.
  • წყლით - დაბინძურებული წყლის გამოყენებისას, ან ღია წყალსაცავებში ბანაობისას.

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალს და გაითვალისწინოს, რომ ასეთ დროს ყველაზე ჯანსაღი პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა. აუცილებელია ხელის ხშირი დაბანა, განსაკუთრებით კვების წინ და საფენის გამოცვლის შემდეგ, სველი წესით სახლის დალაგება, სათამაშოების საპნიან, ცხელ წყალში რეცხვა. ძალიან ხშირად ინფექცია მწერებსაც გადააქვთ და მიზანშეწონილია დამცავი ბადეების გამოყენება. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, აუცილებელია მათი დამუშავების, მომზადებისა და შენახვის წესების დაცვა. ზაფხულში უმჯობესია, თუ კი ბავშვის საკვებს ერთჯერადი გამოყენებისთვის მოვამზადებთ, ან შევინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 6 სთ. გახსნილი რძის პროდუქტები უმჯობესია საერთოდ არ შევინახოთ, რძე კი გამოყენებამდე გადავადუღოთ.

წყალთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მიკრობი თავს მასში კომფორტულად გრძნობს. წყლის ბუნებრივი წყაროები, როგორიცაა ჩვენთან ძალიან გავრცელებული "ჭა", რატომღაც წყლის სუფთა წყაროდ ითვლება, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. ასეთი წყალი აუცილებელია იყოს გადადუღებული, იდეალურ შემთხვევაში სპეციალური ფილტრით დამუშავებული. ამავდროულად საჭიროა ვიცოდეთ, რომ თავდახურულ ბოთლში შენახული გადადუღებული წყალი გამოსაყენებლად ვარგისია- 4-6 სთ.

- როგორი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა? მაცივრის წყალზე რას გვირჩევთ?

- საინტერესო შეკითხვაა. არსებობს ასეთი ტერმინი-გაკაჟება. როდესაც ბავშვის ორგანიზმი არ არის მიჩვეული რაიმე ფაქტორს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცივ წყალს, რასაკვირველია არ არის რეკომენდებული, რომ მან ცივი წყალი დალიოს. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები, უმჯობესია, ის ნელ-ნელა შევაჩვიოთ ოთახის ტემპერატურის წყლის ცივი წყლით ჩანაცვლებას. წყალი უნდა იყოს არაგაზირებული, ნეიტრალური გემოსი, იდეალურ შემთხვევაში - ბავშვებისთვის განკუთვნილ ფილტრში გაფილტრული. შეფუთვაში არსებული ბოთლის არაგაზირებული წყალი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია. ის არ საჭიროებს გადადუღებას.

რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, ზაფხულობით ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ისინი და ხშირად პირდაპირ ბაღში დაკრეფილსაც კი მიირთმევენ. ეს რასაკვირველია მინერალებისა და ვიტამინების წყაროა, თუმცა შეიცავს საფრთხეებსაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მიწასთან კონტაქტში მყოფ ხილსა და ბოსტნეულს, ისინი საკვებად გამოყენებამდე გამდინარე წყალში გულდასმით უნდა გაირეცხოს.

- როგორ უნდა დავაძლევინოთ ბავშვს უმადობა ზაფხულის ცხელ დღეებში?

- ვფიქრობ, აქ სანერვიულო არაფერია. მე კატეგორიულად ვემიჯნები ბავშვისთვის საკვების ძალდატანების მეთოდებს. ყველა მშობელს ვურჩევ იყოს მშვიდად, განსაკუთრებით კი ზაფხულში ბავშვი ნაკლებად ცხიმიანი და ადვილად მონელებადი საკვებით კვებოს და სასმელი სითხეებით დატვირთოს.

- რამდენი საათი უნდა იყოს დღის განმავლობაში ბავშვი წყალში?

- წყლის პროცედურები დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმზე... წყალი, მზე, სუფთა ჰაერი იდეალური კომბინაციაა, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ბავშვის ბანაობა ზღვაზე და მდინარეზე რეკომენდებულია 2 წლიდან; თუ კი ბავშვის ორგანიზმი გაკაჟებულია, შესაძლებელია უფრო ადრეც... მთავარია, წყალი იყოს სუფთა და გამჭირვალე, მისი სიღრმე არ აღემატებოდეს ნახევარ მეტრს და ტემპერატურა არანაკლებ 22 გრადუსი იყოს.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ მშობლები, თუ კი ბავშვს ყურის ან ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთება აქვს. წყალში ბანაობა შეიძლება ანთებითი პროცესის გამწვავების მიზეზი გახდეს.

3 წლამდე ბავშვებს შეგვიძლია ნება დავრთოთ იბანაონ 5 წუთამდე. ბანაობის დასრულების შემდეგ კი კარგად გავამშრალოთ. შეამჩნევდით, რომ წყალში ბავშვებს იმდენი ხანი აყოვნებენ, ლურჯდებიან კიდეც. ეს ყოვლად დაუშვებელია. თუ კი ბავშვი ბანაობის შემდეგ კანკალებს, უნდა ვაიძულოთ პატარა მანძილი გაირბინოს ან მასთან ერთად ვითამაშოთ აქტიური თამაშები.

- გვესაუბრეთ მზეზე გამთბარ წყალში ბანაობის საფრთხეებზე...

- როგორც წესი, განსაკუთრებით აგარაკებზე, ხშირად მიმართავენ ბანაობის ამ გზას. მიდგომა ასეთია: დიდხანს დაყოვნებული, განსაკუთრებით კი თავღია რეზერვუარი წყლისთვის, იქნება ეს საბავშვო აუზი თუ სხვა რამ, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისათვის. ამიტომ, ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, არ გირჩევთ ასეთი წყლის გამოყენებას.

- კონდიციონერისა და ვენტილატორის გამოყენება რამდენად რეკომენდირებულია ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება?

- გაგრილების აღნიშნული მეთოდების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა წესების დაცვით; ჰაერის ცივი ნაკადი ბავშვისკენ პირდაპირ არ უნდა იყოს მიმართული, ოთახში ტემპერატურის შემცირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს; ასევე, მნიშვნელოვანია კონდიციონერის ფილტრის რეგულარული წმენდა ან შეცვლა. მიუხედავად გამაგრილებელი სისტემისა, ოთახი ხშირად გავანიავოთ და ტენიანობა ვაკონტროლოთ.

- უნდა ეცვას თუ არა ბავშვს ზაფხულში საფენი?

- თუ კი ბავშვს არ აქვს ქოთნის ჩვევები და ასაკიდან გამომდინარე ეს მას სჭირდება, რასაკვირველია, დედამ საფენი უნდა გამოიყენოს, თუმცა ზაფხულში განსაკუთრებით უნდა მოხდეს მისი რეგულარული გამოცვლა; მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა და რამდენიმე წუთიანი ჰაერის აბაზანების მიღება საფენის გარეშე.

- არის მშობელთა კატეგორია, რომელიც პატარა ბავშვებს ზაფხულშიც თბილად აცმევს, განსაკუთრებით საღამო ხანს...

- ბავშვისთვის ტანისამოსის შერჩევა ისევ და ისევ ტემპერატურის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და გამომდინარეობდეს ბავშვის კომფორტის ზონიდანაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ზედმეტი ტანისამოსით გადახურება, არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე შეციება.

- აუცილებელია თუ არა ბავშვის დაძინება დღის განმავლობაში? რა ასაკისთვის არის მიზანშეწონილი დღისით ძილი?

- ბავშვის სწორი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაცვა. დღის ძილი კი თავისი ხანგრძლივობითა და ხარისხის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური სტაბილურობისთვისაც.

როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის ძილის ხანგრძლივობა მცირდება. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ბავშვის დღის ძილი ორჯერადი ხდება დღის განმავლობაში. წელიწადნახევრის ასაკიდან დღეში ძირითადად ერთხელ იძინებენ 2-3 სთ-ით. 3-4 წლის ასაკიდან ზოგიერთი ბავშვი საერთოდ უარს აცხადებს დღის ძილზე; ზოგადი მონაცემებით კი დღის ძილის ჩვევა ნარჩუნდება 6 წლამდე 1 სთ-იანი ძილის პერიოდებით, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკითხი ინდივიდუალურია.

"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება