მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავისვენოთ აჭარის ზღვისპირეთში შეღავათიან ფასად
როგორ დავისვენოთ აჭარის ზღვისპირეთში შეღავათიან ფასად

აჭა­რის სა­ნა­პი­რო ზოლი და­ახ­ლო­ე­ბით 60 კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. ორი დღე დამ­ჭირ­და, ფე­ხით რომ შე­მო­მევ­ლო პლა­ჟის ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თი. მქონ­და მი­ზა­ნი, მე­გობ­რე­ბის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა შე­და­რე­ბით ია­ფა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ კი კარ­გად იც­ნობ აჭა­რის სა­ნა­პი­როს და შე­სა­ფე­რის ად­გილს შე­არ­ჩევ.

მთა­ვა­რი პი­რო­ბა – თუ აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გსურთ დას­ვე­ნე­ბა, არ­ჩე­ვა­ნი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­სა და ჰოს­ტე­ლებ­ზე უნდა შე­ა­ჩე­როთ. აქ ფა­სე­ბი და­ბა­ლია, შე­იძ­ლე­ბა ფას­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მრა­ვალ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო სახ­ლში საკ­ვე­ბის ად­გილ­ზე მომ­ზა­დე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რაც კი­დევ უფრო აია­ფებს დას­ვე­ნე­ბას. და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა – სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­სა და ჰოს­ტე­ლებ­ში გა­ჩე­რე­ბა გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­იც­ნოთ ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, თქვე­ნი მას­პინ­ძლე­ბი და სხვა დამ­სვე­ნებ­ლე­ბი.

მო­დით, სარ­ფი­დან და­ვი­წყოთ.

სარ­ფი სა­ზღვრის­პი­რა, პა­ტა­რა სო­ფე­ლია და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის პირ­ველ რიგ­ში ზღვის კამ­კა­მა წყალ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სარფში დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მთებ­ზე შე­ფე­ნილ სას­ტუმ­რო­ებ­სა და სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­ი­და­ნაც ზღვის ფან­ტას­ტი­კუ­რი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. აქ დას­ვე­ნე­ბა ხელ­საყ­რე­ლია ოჯა­ხე­ბის­თვი­საც. და­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის ფასი 30 ლა­რი­დან იწყე­ბა და კომ­ფორ­ტის დო­ნის მი­ხედ­ვით იზ­რდე­ბა.

პლაჟ­ზე ნე­ბივ­რო­ბა თუ მოგ­წყინ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ აი­ვან­ზე ან სა­გულ­და­გუ­ლოდ გამ­წვა­ნე­ბულ ეზო­ში მო­კა­ლათ­დეთ ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად.

მარი კა­ბა­რია სარ­ფე­ლია. მის­მა ოჯახ­მა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­სნა და ყო­ველ ზა­ფხულს იღე­ბენ ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რუ­სე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან. მა­რის სას­ტუმ­რო­ში ერთი ოთა­ხის და­ქი­რა­ვე­ბა, სა­დაც სამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია დარ­ჩე­ნა, 50 ლარი ღირს. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს აქვს სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად მო­ამ­ზა­დოთ კერ­ძი. მსგავ­სი სას­ტუმ­რო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მათ­თვის, ვინც ბავ­შვებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს პლაჟ­ზე, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს აქვთ ეზო­ე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი სუფ­თა, უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში შეძ­ლე­ბენ თა­მაშს და დას­ვე­ნე­ბას.

ქვა­ომ­ხა­ზე – ასე ჰქვია ლა­ზუ­რად იმ უზარ­მა­ზარ ლოდს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავთ, თუკი სარფში ჩახ­ვალთ. ლოდი ზღვა­შია „ჩა­ვარ­დნი­ლი“. ზა­ფხულ­ში იშ­ვი­ა­თად რომ ცა­რი­ე­ლი იყოს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ქვა­ომ­ხა­ზე­დან შავ ზღვა­ში ჩახ­ტო­მა ერ­თგვა­რი ექ­სტრე­მია.

შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა კვა­რი­ა­თია. ასე სხვა­გან ვერ­სად ისი­ა­მოვ­ნებთ ზღვა­ში ცურ­ვი­სას მწვა­ნე მთე­ბის ცქე­რით. სუფ­თა წყა­ლი, სა­ნა­პი­რო, მთი­დან მო­ბე­რი­ლი ნი­ა­ვი კვა­რი­ათს გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას აქ­ცევს.

კვა­რი­ათ­ში ღა­მის გა­თე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც უშუ­ა­ლოდ სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე ფერ­დობ­ზე გან­ლა­გე­ბულ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში. სა­შუ­ა­ლოდ ფა­სე­ბი ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის 20-30 ლა­რი­დან იწყე­ბა და 70 ლა­რამ­დე ადის.

სა­ნა­პი­რო­ზე ღია კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ბუნ­გა­ლო­ე­ბია, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იპო­ვის თა­ვის­თვის მო­სა­წონ ად­გილს.

უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია კაფე „რა­კუშ­კე­ბი“ კვა­რი­ა­თის ერ­თგვარ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა. ეს ზედ ზღვის პი­რას მდე­ბა­რე, პა­ტა­რა, ჭრე­ლაჭ­რუ­ლა კა­ფეა, ხელ­ნა­კე­თი ჭა­ღე­ბი­თა და ნი­ჟა­რის მძი­ვე­ბით მორ­თუ­ლი. კაფე მხატ­ვრი­სა და მას­წავ­ლებ­ლის, ნა­თია ბოლ­ქვა­ძის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სია. „რა­კუშ­კებ­ში“ ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ და ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სიც, რომ არა­ფე­რი ვთქვათ აქვე დამ­ზა­დე­ბულ, ცივ კომ­პო­ტებ­სა და კოქ­ტე­ი­ლებ­ზე.

გო­ნი­ოს მო­ნაკ­ვე­თიც ასე­ვე გთა­ვა­ზობთ ბევრ სიმწვა­ნეს, ლა­მაზ ხე­დებს და სა­სი­ა­მოვ­ნო – ბი­უ­ჯე­ტურ დას­ვე­ნე­ბას. ფა­სე­ბი გო­ნი­ო­შიც 20-30 ლა­რი­დან იწყე­ბა.

22 წლის სტუ­დენ­ტი, ნუცა ნი­ნუა, დას­ვე­ნე­ბი­სას ძი­რი­თა­დად სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს არ­ჩევს. ნუცა ამ­ბობს, რომ პირ­ველ რიგ­ში, ასე­თი სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია და მე­ო­რე – რო­გორც წესი, ასეთ სას­ტუმ­რო­ებს თა­ვი­სე­ბუ­რი გა­რე­მო აქვთ და ეს იზი­დავს.

„ფასი, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და ავ­თენ­ტუ­რო­ბა. ანუ ფულს ვიხ­დი არა მხო­ლოდ სა­წოლ­ში, არა­მედ რა­ღაც ტი­პის ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში მას­პინ­ძლებ­თან და თით­ქოს რა­ღაც ლა­მა­ზის ნა­წი­ლი ვარ“ – ამ­ბობს ნუცა.

შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა ბა­თუ­მია.

წელს აქაც საკ­მა­ოდ და­ბალ ფა­სად შეძ­ლებთ დას­ვე­ნე­ბას. მომ­რავ­ლდა კომ­ფორ­ტუ­ლი ჰოს­ტე­ლე­ბი და მცი­რე ზო­მის სას­ტუმ­რო­ე­ბი. ჰოს­ტე­ლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ 15-20 ლა­რად დარ­ჩეთ, ან და­ი­ქი­რა­ვოთ ოთა­ხი 30 ლა­რი­დან და ზე­მოთ – სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში.

ჰოს­ტელ­ში გა­ჩე­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი იდე­აა, როცა ბა­თუმ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­დი­ხართ და­სას­ვე­ნებ­ლად. ერთ ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე რჩე­ბით და მხი­ა­რუ­ლე­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია – თან ია­ფად! თუმ­ცა ბევ­რი სოლო მოგ­ზა­უ­რიც ირ­ჩევს ჰოს­ტელს, რად­გან ჰოს­ტე­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, გარ­და და­ბა­ლი ფა­სი­სა, ის არის, რომ სა­ერ­თო სივ­რცე იძ­ლე­ვა ახა­ლი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

თუ ისე მოხ­და, რომ ბა­თუმ­ში თქვენს დას­ვე­ნე­ბას წვი­მი­ა­ნი ამინ­დი და­ემ­თხვა, შე­გიძ­ლი­ათ კაფე-ბა­რებს, მუ­ზე­უ­მებს, თე­ატ­რებს ეწ­ვი­ოთ ან აქა­უ­რე­ბის მსგავ­სად სა­ნა­პი­რო­ზე ითევ­ზა­ოთ. ამ­ბო­ბენ, ამ­ღვრე­ულ წყალ­ში თევ­ზი კარ­გად მო­დი­სო. სცა­დეთ თქვენც.

თუ ბა­თუ­მის ხა­სი­ა­თი გინ­და გა­ი­გოთ, ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში გირ­ჩევთ დარ­ჩე­ნას. აქ ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ქსო­ვი­ლი. მას­პინ­ძლე­ბი, რა თქმა უნდა, მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან და თუ გა­გი­მარ­თლათ, შე­იძ­ლე­ბა ყა­ვა­ზე მკი­თხა­ო­ბა­საც გა­მოჰ­კრათ ხელი.

ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს შერ­ჩე­ვი­სას ერთი რამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ – ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი შე­და­რე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე ცოტა მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე. ისიც გახ­სოვ­დეთ, რომ ბა­თუ­მი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და სი­ტყვა – „შორს“, ხში­რად 2-3 კი­ლო­მეტრს აღ­ნიშ­ნავს, რისი და­ფარ­ვაც არც ფე­ხით სე­ირ­ნო­ბი­საა პრობ­ლე­მა, მაგ­რამ თუ ეს არ გსურთ კი­დევ ერთი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია – სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ბა­თუმ­ში სა­ზღვაო სე­ზონ­ზე დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ღა­მის პირ­ვე­ლის ნა­ხევ­რამ­დე მუ­შა­ობს.

იგი­ვე ეხე­ბა კაფე-ბა­რებ­საც. თუ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში და ქა­ლა­ქის პირ­ველ ზოლ­ში მდე­ბა­რე კაფე-ბა­რებ­ში და­ა­პი­რებთ შეს­ვლას, უფრო მეტი თან­ხა დაგ­ჭირ­დე­ბათ, ქა­ლა­ქის მე­ო­რე-მე­სა­მე ზოლ­ში კი „მე­გობ­რულ“ ფა­სად შეძ­ლებთ კვე­ბას. იგი­ვე ეხე­ბა ქო­ბუ­ლეთ­საც.

და კი­დევ ერთი დე­ტა­ლი – ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე შეზ­ლონ­გის და­ქი­რა­ვე­ბა 3 ლარი ღირს, ქოლ­გის – 1 ლარი. რა თქმა უნდა, არის ე.წ. „ფა­სი­ა­ნი პლა­ჟე­ბიც“, სა­დაც ქოლ­გა და შეზ­ლონ­გი უფრო ძვი­რია. რაზე შე­ა­ჩე­რებთ არ­ჩე­ვანს – ეს უკვე თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია. ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი არ­ჩევს სუ­ლაც თა­ვად შე­ი­ძი­ნოს მზის­გან დამ­ცა­ვი ქოლ­გა და ატა­როს პლაჟ­ზე – ეს ვა­რი­ან­ტი, ცხა­დია, ყვე­ლა­ზე ია­ფია.

ჰოს­ტე­ლე­ბი ბა­თუმ­ში უფრო მე­ტია, ვიდ­რე ზღვის­პი­რა აჭა­რის სხვა ად­გი­ლებ­ში და ფა­სე­ბიც სხვა­დას­ხვაა. ბა­თუმ­ში ჰოს­ტე­ლის ფასი 12-15 ლა­რი­დან იწყე­ბა [სა­უ­ბა­რია ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­გან მო­შო­რე­ბით ჰოს­ტე­ლებ­ზე]. ჰოს­ტე­ლებს ხში­რად სტუმ­რო­ბენ უცხო­ე­ლი სოლო მოგ­ზა­უ­რე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნია მარ­ტა პო­ლო­ნე­თი­დან, რო­მე­ლიც წელს ჰოს­ტელ „გრინ­დო­რის“ სტუ­მა­რი იყო და „ბუ­ქინგზე“ წერს, რომ სწო­რედ ასე­თი ად­გი­ლე­ბით გამო გა­მახ­სოვ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ღია და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნა.

შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა ქო­ბუ­ლე­თია, გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­ნა­პი­რო ზოლი, ფიჭვნა­რი და კაფე-ბა­რე­ბი­სა და ბუნ­გა­ლო­ე­ბის ური­ცხვი რა­ო­დე­ნო­ბა.

მთა­ვარ გამ­ზირს თუ და­უყ­ვე­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ მარ­ცხნივ საბ­ჭო­უ­რი და მარ­ჯვნივ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რა კონ­ტრას­ტუ­ლად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს.

ქო­ბუ­ლე­თი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იაფი ვა­რი­ან­ტია აჭა­რის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად. წელს ქო­ბუ­ლეთ­ში ოთა­ხის და­ქი­რა­ვე­ბის ფასი 10 ლა­რი­დან იწყე­ბა­და მყუდ­რო სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტულ აპარ­ტა­მენ­ტე­ბამ­დე გვთა­ვა­ზობს არ­ჩე­ვანს.

თუ ქო­ბუ­ლეთ­ში ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­უ­ჯე­ტურ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში და­ის­ვე­ნებთ, სა­დაც დღე-ღამე 10-15 ლარი ღირს ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, 150-200 ლარი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რაც, და­მე­თან­ხმე­ბით, საკ­მა­ოდ ია­ფია. ხოლო თუ ბა­ზარ­ში ივ­ლით და თა­ვად და­ამ­ზა­დებთ საკ­ვებს ად­გი­ლობ­რი­ვი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის­გან, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა კი­დევ უფრო იაფი და­გიჯ­დე­ბათ.

ცალ­კე შე­ქე­ბის ღირ­სია ქო­ბუ­ლე­თუ­რი მას­პინ­ძლო­ბის ამ­ბა­ვი. ეზო­ებ­ში თქვენ გა­და­ა­წყდე­ბით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ სტუმ­რებს, რომ­ლე­ბიც კა­მა­თელს აგო­რე­ბენ მას­პინ­ძლებ­თან ერ­თად. ეზო­ე­ბი მოვ­ლი­ლია და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი. იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის­თვის.

ქო­ბუ­ლე­თის ერთ-ერთი ასეთ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში ნამ­დვი­ლი პა­ტა­რა პარ­კი დამ­ხვდა. შიდა ეზო, ფან­ჩა­ტუ­რი, კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ რა­ღაც 15 ლა­რად დღე-ღა­მე­ში ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის.

ვფიქ­რობ, მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ვა­ცხა­დო. აჭა­რის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ია­ფად დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, თუ კი არ­ჩე­ვანს სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო სახ­ლებ­სა და ჰოს­ტე­ლებ­ზე შე­ა­ჩე­რებთ და საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ძი­რი­თა­დად, თქვენ იზ­რუ­ნებთ.

ასე რომ, გე­ლო­დე­ბით, ცხელ ზა­ფხულ­ში ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად აგ­რი­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ დავისვენოთ აჭარის ზღვისპირეთში შეღავათიან ფასად

როგორ დავისვენოთ აჭარის ზღვისპირეთში შეღავათიან ფასად

აჭარის სანაპირო ზოლი დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორი დღე დამჭირდა, ფეხით რომ შემომევლო პლაჟის ყველა მონაკვეთი. მქონდა მიზანი, მეგობრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ზღვაზე დასვენება შედარებით იაფადაც შესაძლებელია, თუ კი კარგად იცნობ აჭარის სანაპიროს და შესაფერის ადგილს შეარჩევ.

მთავარი პირობა – თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ. აქ ფასები დაბალია, შეიძლება ფასზე მოლაპარაკება და მრავალ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლში საკვების ადგილზე მომზადებაც შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო აიაფებს დასვენებას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – საოჯახო სასტუმროებსა და ჰოსტელებში გაჩერება გაძლევთ შესაძლებლობას გაიცნოთ ახალი, საინტერესო ადამიანები, თქვენი მასპინძლები და სხვა დამსვენებლები.

მოდით, სარფიდან დავიწყოთ.

სარფი საზღვრისპირა, პატარა სოფელია და დამსვენებლებისთვის პირველ რიგში ზღვის კამკამა წყალთან ასოცირდება. სარფში დასვენება შესაძლებელია მთებზე შეფენილ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში, საიდანაც ზღვის ფანტასტიკური ხედები იშლება. აქ დასვენება ხელსაყრელია ოჯახებისთვისაც. დასაქირავებელი ოთახების ფასი 30 ლარიდან იწყება და კომფორტის დონის მიხედვით იზრდება.

პლაჟზე ნებივრობა თუ მოგწყინდებათ, შეგიძლიათ აივანზე ან საგულდაგულოდ გამწვანებულ ეზოში მოკალათდეთ ზაფხულისთვის გადადებული წიგნების წასაკითხად.

მარი კაბარია სარფელია. მისმა ოჯახმა საოჯახო სასტუმრო რამდენიმე წლის წინ გახსნა და ყოველ ზაფხულს იღებენ ტურისტებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მარის სასტუმროში ერთი ოთახის დაქირავება, სადაც სამ ადამიანს შეუძლია დარჩენა, 50 ლარი ღირს. საოჯახო სასტუმროს აქვს სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ კერძი. მსგავსი სასტუმროები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს პლაჟზე, საოჯახო სასტუმროებს აქვთ ეზოები, სადაც ბავშვები სუფთა, უსაფრთხო გარემოში შეძლებენ თამაშს და დასვენებას.

ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც ტურისტებისთვის, ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.

შემდეგი გაჩერება კვარიათია. ასე სხვაგან ვერსად ისიამოვნებთ ზღვაში ცურვისას მწვანე მთების ცქერით. სუფთა წყალი, სანაპირო, მთიდან მობერილი ნიავი კვარიათს განსაკუთრებულ ადგილას აქცევს.

კვარიათში ღამის გათევა შესაძლებელია როგორც უშუალოდ სანაპიროზე, ასევე ფერდობზე განლაგებულ საოჯახო სასტუმროებში. საშუალოდ ფასები ერთი ადამიანისთვის 20-30 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის.

სანაპიროზე ღია კაფეები, რესტორნები და ბუნგალოებია, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის მოსაწონ ადგილს.

უკვე მრავალი წელია კაფე „რაკუშკები“ კვარიათის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ეს ზედ ზღვის პირას მდებარე, პატარა, ჭრელაჭრულა კაფეა, ხელნაკეთი ჭაღებითა და ნიჟარის მძივებით მორთული. კაფე მხატვრისა და მასწავლებლის, ნათია ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია. „რაკუშკებში“ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ და ევროპული სამზარეულოსიც, რომ არაფერი ვთქვათ აქვე დამზადებულ, ცივ კომპოტებსა და კოქტეილებზე.

გონიოს მონაკვეთიც ასევე გთავაზობთ ბევრ სიმწვანეს, ლამაზ ხედებს და სასიამოვნო – ბიუჯეტურ დასვენებას. ფასები გონიოშიც 20-30 ლარიდან იწყება.

22 წლის სტუდენტი, ნუცა ნინუა, დასვენებისას ძირითადად საოჯახო სასტუმროებს არჩევს. ნუცა ამბობს, რომ პირველ რიგში, ასეთი სასტუმროები გაცილებით იაფია და მეორე – როგორც წესი, ასეთ სასტუმროებს თავისებური გარემო აქვთ და ეს იზიდავს.

„ფასი, თავისებურება და ავთენტურობა. ანუ ფულს ვიხდი არა მხოლოდ საწოლში, არამედ რაღაც ტიპის ინტერაქციაში მასპინძლებთან და თითქოს რაღაც ლამაზის ნაწილი ვარ“ – ამბობს ნუცა.

შემდეგი გაჩერება ბათუმია.

წელს აქაც საკმაოდ დაბალ ფასად შეძლებთ დასვენებას. მომრავლდა კომფორტული ჰოსტელები და მცირე ზომის სასტუმროები. ჰოსტელებში შეგიძლიათ 15-20 ლარად დარჩეთ, ან დაიქირავოთ ოთახი 30 ლარიდან და ზემოთ – საოჯახო სასტუმროში.

ჰოსტელში გაჩერება განსაკუთრებით კარგი იდეაა, როცა ბათუმში მეგობრებთან ერთად მიდიხართ დასასვენებლად. ერთ ოთახში რამდენიმე რჩებით და მხიარულება და თავგადასავლები გარანტირებულია – თან იაფად! თუმცა ბევრი სოლო მოგზაურიც ირჩევს ჰოსტელს, რადგან ჰოსტელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა დაბალი ფასისა, ის არის, რომ საერთო სივრცე იძლევა ახალი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობის შესაძლებლობას.

თუ ისე მოხდა, რომ ბათუმში თქვენს დასვენებას წვიმიანი ამინდი დაემთხვა, შეგიძლიათ კაფე-ბარებს, მუზეუმებს, თეატრებს ეწვიოთ ან აქაურების მსგავსად სანაპიროზე ითევზაოთ. ამბობენ, ამღვრეულ წყალში თევზი კარგად მოდისო. სცადეთ თქვენც.

თუ ბათუმის ხასიათი გინდა გაიგოთ, ისტორიულ ნაწილში გირჩევთ დარჩენას. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ქსოვილი. მასპინძლები, რა თქმა უნდა, მეგობრულები არიან და თუ გაგიმართლათ, შეიძლება ყავაზე მკითხაობასაც გამოჰკრათ ხელი.

ბათუმში დასვენების დროს საოჯახო სასტუმროს შერჩევისას ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ზღვასთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმროები შედარებით ძვირია, ვიდრე ცოტა მოშორებით მდებარე. ისიც გახსოვდეთ, რომ ბათუმი პატარა ქალაქია და სიტყვა – „შორს“, ხშირად 2-3 კილომეტრს აღნიშნავს, რისი დაფარვაც არც ფეხით სეირნობისაა პრობლემა, მაგრამ თუ ეს არ გსურთ კიდევ ერთი საჭირო ინფორმაცია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში საზღვაო სეზონზე დილის 7 საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე მუშაობს.

იგივე ეხება კაფე-ბარებსაც. თუ ბათუმის ბულვარში და ქალაქის პირველ ზოლში მდებარე კაფე-ბარებში დააპირებთ შესვლას, უფრო მეტი თანხა დაგჭირდებათ, ქალაქის მეორე-მესამე ზოლში კი „მეგობრულ“ ფასად შეძლებთ კვებას. იგივე ეხება ქობულეთსაც.

და კიდევ ერთი დეტალი – ბათუმის სანაპიროზე შეზლონგის დაქირავება 3 ლარი ღირს, ქოლგის – 1 ლარი. რა თქმა უნდა, არის ე.წ. „ფასიანი პლაჟებიც“, სადაც ქოლგა და შეზლონგი უფრო ძვირია. რაზე შეაჩერებთ არჩევანს – ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ბევრი დამსვენებელი არჩევს სულაც თავად შეიძინოს მზისგან დამცავი ქოლგა და ატაროს პლაჟზე – ეს ვარიანტი, ცხადია, ყველაზე იაფია.

ჰოსტელები ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ზღვისპირა აჭარის სხვა ადგილებში და ფასებიც სხვადასხვაა. ბათუმში ჰოსტელის ფასი 12-15 ლარიდან იწყება [საუბარია ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ჰოსტელებზე]. ჰოსტელებს ხშირად სტუმრობენ უცხოელი სოლო მოგზაურები. ერთ-ერთი მათგანია მარტა პოლონეთიდან, რომელიც წელს ჰოსტელ „გრინდორის“ სტუმარი იყო და „ბუქინგზე“ წერს, რომ სწორედ ასეთი ადგილებით გამო გამახსოვრდება საქართველო, როგორც ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა.

შემდეგი გაჩერება ქობულეთია, გამწვანებული სანაპირო ზოლი, ფიჭვნარი და კაფე-ბარებისა და ბუნგალოების ურიცხვი რაოდენობა.

მთავარ გამზირს თუ დაუყვებით, აღმოაჩენთ, რომ მარცხნივ საბჭოური და მარჯვნივ თანამედროვე არქიტექტურა კონტრასტულად ერწყმის ერთმანეთს.

ქობულეთი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტია აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. წელს ქობულეთში ოთახის დაქირავების ფასი 10 ლარიდან იწყებადა მყუდრო საოჯახო სასტუმროებიდან მაქსიმალურად კომფორტულ აპარტამენტებამდე გვთავაზობს არჩევანს.

თუ ქობულეთში ორი კვირის განმავლობაში, ბიუჯეტურ საოჯახო სასტუმროში დაისვენებთ, სადაც დღე-ღამე 10-15 ლარი ღირს ერთი ადამიანისთვის, 150-200 ლარი დაგჭირდებათ, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ იაფია. ხოლო თუ ბაზარში ივლით და თავად დაამზადებთ საკვებს ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებისგან, ზღვაზე დასვენება კიდევ უფრო იაფი დაგიჯდებათ.

ცალკე შექების ღირსია ქობულეთური მასპინძლობის ამბავი. ეზოებში თქვენ გადააწყდებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც კამათელს აგორებენ მასპინძლებთან ერთად. ეზოები მოვლილია და გამწვანებული. იდეალური გარემოა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

ქობულეთის ერთ-ერთი ასეთ საოჯახო სასტუმროში ნამდვილი პატარა პარკი დამხვდა. შიდა ეზო, ფანჩატური, კომფორტული გარემო, საერთო სამზარეულო, სადაც სადილის მომზადება შეიძლება და ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 ლარად დღე-ღამეში ერთი ადამიანისთვის.

ვფიქრობ, მისია შესრულებულად უნდა გამოვაცხადო. აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე იაფად დასვენება შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუ კი არჩევანს საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებსა და ჰოსტელებზე შეაჩერებთ და საკვების მომზადებაზე, ძირითადად, თქვენ იზრუნებთ.

ასე რომ, გელოდებით, ცხელ ზაფხულში ზღვაზე დასვენება ყველაზე მეტად აგრილებს.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ