სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იქნება თბილისში გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის და ლეილა აბაშიძის სახელობის ქუჩები
სად იქნება თბილისში გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის და ლეილა აბაშიძის სახელობის ქუჩები

თბი­ლის­ში, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის, დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის, ლე­ი­ლა აბა­ში­ძის, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის, ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის და მა­რი­ნე თბი­ლე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩე­ბი იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო დღეს იმ­სჯე­ლებს. კერ­ძოდ, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში იქ­ნე­ბა - ვა­სილ ბარ­ნო­ვის II და ერეკ­ლე ტა­ტიშ­ვი­ლის I ჩიხი.

ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, ლა­მის ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთს მსა­ხი­ობ ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა. ასე­ვე ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, ლა­მის ქუ­ჩის შე­სახ­ვევს, ლა­მის II ჩი­ხის და ას­პინ­ძის ქუ­ჩის შე­სახ­ვე­ვის მო­ნაკ­ვეთს მსა­ხი­ობ დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის სა­ხელს და­არ­ქმე­ვენ.

ის­ნის რა­ი­ონ­ში, წერ­ნა­ქის ქუ­ჩის მო­ნაკ­ვე­თი მსა­ხი­ობ ლე­ი­ლა აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის გახ­დე­ბა. ხოლო ასე­ვე ის­ნის რა­ი­ონ­ში, მა­ხ­ა­თას ქუ­ჩის შე­სახ­ვევს მსა­ხი­ობ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა. გარ­და ამი­სა, ის­ნის რა­ი­ონ­ში, მა­ხ­ა­თას ქუ­ჩას მსა­ხი­ობ მა­რი­ნე თბი­ლე­ლის სა­ხე­ლი ეწო­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­კის რა­ი­ონს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთ­სა და მას­თან არ­სე­ბულ უსა­ხე­ლო ქუ­ჩას რე­ჟი­სორ გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

საკ­რე­ბუ­ლო ასე­ვე იმ­სჯე­ლებს მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ჩი­ხის­თვის და შე­სახ­ვე­ვის­თვის მსა­ხი­ობ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, ვა­კის რა­ი­ონ­ში, წყნე­თის გზატ­კე­ცილ­თან მდე­ბა­რე უსა­ხე­ლო ქუ­ჩის­თვის და მას­თან არ­სე­ბუ­ლი ერთი ჩი­ხის­თვის რე­ჟი­სორ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. ხოლო სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩას­თან მდე­ბა­რე უსა­ხე­ლო ქუ­ჩის­თვის მსა­ხი­ობ ია­კობ ტრი­პოლ­სკის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს დღის წეს­რიგ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, გია რო­მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩას­თან მდე­ბა­რე უსა­ხე­ლო სპორ­ტულ მო­ე­დანს აფხა­ზე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლის ლე­ვან შა­თი­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

სად იქნება თბილისში გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის და ლეილა აბაშიძის სახელობის ქუჩები

სად იქნება თბილისში გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის და ლეილა აბაშიძის სახელობის ქუჩები

თბილისში, გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის და მარინე თბილელის სახელობის ქუჩები იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს იმსჯელებს. კერძოდ, გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა მთაწმინდის რაიონში იქნება - ვასილ ბარნოვის II და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი.

ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევს, ლამის II ჩიხის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელს დაარქმევენ.

ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთი მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელობის გახდება. ხოლო ასევე ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელი მიენიჭება. გარდა ამისა, ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მსახიობ მარინე თბილელის სახელი ეწოდება.

რაც შეეხება ვაკის რაიონს, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი მიენიჭება.

საკრებულო ასევე იმსჯელებს მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. ხოლო საბურთალოს რაიონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელის მინიჭების შესახებ.

როგორც საკრებულოს დღის წესრიგშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელი მიენიჭება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ