სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

„გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი“ ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძობს უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აბო­ნენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი­სა და გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გაზ­და­ნად­გა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია ის, რომ ივ­ნის­ში გა­ზით მო­წამ­ვლის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. კომ­პა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას უხ­დის იმ აბო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი, შეც­ვა­ლეს ან მო­ა­წეს­რი­გეს შიდა გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და გაზ­და­ნად­გა­რე­ბი. მად­ლო­ბა კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ, რათა ყვე­ლა აბო­ნენ­ტი და­არ­წმუ­ნონ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მუ­დამ მზად არი­ან, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ და გა­ა­შუ­ქონ უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნია.

აქვე გა­გაც­ნობთ ივ­ნის­ში კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­ზის და­ნად­გა­რე­ბის ჩახ­სნის სტა­ტის­ტი­კას. კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­სულ თვე­ში თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში, სულ, 2495 კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი ჩაჭ­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­თა უმე­ტე­სო­ბა ერთხელ უკვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე, გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი კი ჩახ­სნი­ლი. თუმ­ცა პირ­ველ ჯერ­ზე მათ ეს გაფრ­თხი­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ქსელ­ზე წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბი და გა­მათ­ბო­ბე­ლე­ბი თვით­ნე­ბუ­რად მი­ა­ერ­თეს.

კომ­პა­ნია კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლებთ - კუს­ტა­რუ­ლად და თვით­ნე­ბუ­რად მი­ერ­თე­ბუ­ლი, გა­სა­კუთ­რე­ბით კი ღია კა­მე­რი­ა­ნი გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი სა­ში­შია რო­გორც თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ისე თქვენს მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც.

გთა­ვა­ზობთ 2019 წლის ივ­ნის­ში თბი­ლის­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ნად­გა­რე­ბის ჩაჭ­რის სტა­ტის­ტი­კას უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

სამ­გო­რი - 655

სან­ზო­ნა - 299

გლ­და­ნი - 272

ისა­ნი-ვა­ზი­სუ­ბა­ნი - 266

სა­ბურ­თა­ლო - 158

ჩუ­ღუ­რე­თი - 151

ნა­ძა­ლა­დე­ვი - 150

კრწა­ნი­სი - 137

ნუ­ცუ­ბი­ძე - 113

დი­დუ­ბე - 112

დი­ღო­მი - 87

წყნე­თი - 38

მთაწ­მინ­და - 33

ვაკე - 24

სულ - 2495

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

„გაზგამანაწილებელი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კამპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომპანია, პირველ რიგში, მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია.

აქვე გაგაცნობთ ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

გთავაზობთ 2019 წლის ივნისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.

სამგორი - 655

სანზონა - 299

გლდანი - 272

ისანი-ვაზისუბანი - 266

საბურთალო - 158

ჩუღურეთი - 151

ნაძალადევი - 150

კრწანისი - 137

ნუცუბიძე - 113

დიდუბე - 112

დიღომი - 87

წყნეთი - 38

მთაწმინდა - 33

ვაკე - 24

სულ - 2495

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი