სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში 4 მოზარდით ვაჭრობის ფაქტზე მათი დედა და დეიდა დააკავეს
ბათუმში 4 მოზარდით ვაჭრობის ფაქტზე მათი დედა და დეიდა დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აჭა­რა­ში წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შვი­ლებს და დის­შვი­ლებს, 6-დან 12 წლამ­დე ასა­კის 4 არას­რულ­წლო­ვანს იძუ­ლე­ბით, ფსი­ქი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, სის­ტე­მა­ტუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ, ხოლო მათ მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხებს მთლი­ა­ნად ით­ვი­სებ­დნენ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.პ. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.პ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შვი­ლებს და დის­შვი­ლებს, 6-დან 12 წლამ­დე ასა­კის 4 არას­რულ­წლო­ვანს იძუ­ლე­ბით, ფსი­ქი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, სის­ტე­მა­ტუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ, ხოლო მათ მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხებს მთლი­ა­ნად ით­ვი­სებ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

ამ ეტაპ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სერ­ვი­სებ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 143-ე სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოქალაქე 1
0

არა ქართველი დედა ამას როგორ იკადრებს, არც შვილს გაყიდის, არც სანაგვეზე მიაგდებს არც გააუპატურებს... მამა და ამას ვერ შეამჩნევს დედა. ვაი დედააა ეს რა უბედურებაა. მშობელს უნდა ძალიან მკაცრად მოეთხოვოთ პასუხი.გაჭირვება ყოველთვის ვერ გაამართლებს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ბათუმში 4 მოზარდით ვაჭრობის ფაქტზე მათი დედა და დეიდა დააკავეს

ბათუმში 4 მოზარდით ვაჭრობის ფაქტზე მათი დედა და დეიდა დააკავეს

სამართალდამცველებმა აჭარაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.